კორკმაზი: ერთმანეთს გვირაბში მუშტები ვურტყით

AutoSharing Option
ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებთან მატჩისას მომხდარ ინციდენტზე კომენტარი თურქეთის ეროვნული გუნდის მოთამაშემ, ფურკან კორკმაზმა გააკეთა.

"თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი ნახეთ იმისა, რაც მოხდა. მე და სანაძე ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით  და მან შეურაცხყოფა მომაყენა. ამის უფლებას არავის არ მივცემ. თამაშისას ასეთი რაღაცები ხდება, ეს მისი ნაწილია, რაღაცას ამბობ და პასუხობ, მაგრამ რაც მან მითხრა, ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდი. რეაგირება მქონდა, როგორც ადამიანს, მოთამაშესა და მამაკაცს.

გვირაბში გასახდელისაკენ ჩვენი სტაფის წევრთან ერთად მივდიოდი. სამი ქართველი კალათბურთელი ორ პოლიციელთან ერთად დავინახე, რომლებიც ჩვენკენ მორბოდნენ.
ერთმანეთს მუშტები ვურტყით. ეს ქუჩის ჩხუბს ჰგავდა, არც გვილაპარაკია. როგორც მამაკაცები, ჩვენ თავდაცვას ვცდილობდით. ვფიქრობ, ეს უსაფრთხოების სამსახურის პრობლემაა. არ ვიცი, შეიძლება ისინი თავიანთი მოთამაშეების მიმართ ლოიალურები იყვნენ. ჩვენ გვესმის, რომ ისინი სახლში არიან, თუმცა ეს დაუშვებელია".

მკითხველის კომენტარები / 15 /
შენგელიამ თუ გცემათ ცალი ხელით, თავი აღარ გაქვთ გამოსაყოფი. დაასრულე კარიერა წადი სახლში... დაგცინებენ ეგ ჩანაწერები თუ მართლა არსებობს :D
ილია
06 სექტემბერი 2022 03:30
1
კამერის ჩანაწერები უნდა გაირჩეს, დამნაშავე ჩვენი იქნება თუ სხვისი უნდა დაისაჯოს. ეს იქნება ცივილიზებული და ევროპული საქციელი. რაც შეეხება მტერს და მოყვარეს, ჩვენ ეხლა მხოლოდ ერთი მტერი გვყავს, ოკუპანტი რუსეთი.
irakli81
06 სექტემბერი 2022 02:14
12
გაიღვიძე მეგობარო,მტერი ბევრია.რუსეთი და თურქეთი ოკუპანტია,დანარჩენები სვავებივით ჩასაფრებულები არიან, საქართველოს მეგობარი არ ჰყოლია,ჩვენ ჩვენმა თავდადებამ გადაგვარჩინა,როგორც გუშინ ჩვენი ბიჭებისა და გულშემატკივრის თავდადებამ. საქართველო უპირველეს ყოვლისა!
საქართველო
06 სექტემბერი 2022 03:04
2
აი ძაან მაინტერესებს შენგელია რომ მუშტებს ურტყამს ორს და არა ერთს ! :)
დათო
06 სექტემბერი 2022 00:48
0
შესაბამისი განათლების არქონის გამო და პროვოკატორობისთვის მოიკვეთოს თურქეთი ორი წლით ფიბას ტურნირებიდან!თურქები სხვანაირად ვერ სწავლობენ ჭკუას.
გიორგი
05 სექტემბერი 2022 22:52
3
მაშ მტყუანს ეცეს ნიგერიელი ვირი )))
ბესო
05 სექტემბერი 2022 22:37
0
დაიდოს ჩანაწერები და დასასჯელი დაისაჯოს
05 სექტემბერი 2022 22:37
1
მართალი ხარ მოგვეწვია თუნდაც სლოვენია ან სერბეთი ლუკას და იოკიჩის თამაშით მაინც ვისიამოვნებდით.დ
თორნიკეს
05 სექტემბერი 2022 22:11
0
თუ სანაძე გასახდელში მართლა მიუხტა,გასაგდებია ნაკრებიდან
გია
05 სექტემბერი 2022 21:07
45
შენგელია და ბითაძეც მივარდნილა ისინიც გავყაროთ?!! შენ ითამაშე მაშინ!!! შენიანში ეჭვი არასდროს შეიპარო ხოლო თუ მიუვადა კარგიც ქნა ეგ ქათამი ეპატიჟებიდა გასახდელში მთელი მსოფლიოს წინაშე!!! სტუმრები არიან და არავის ეშლება სტუმარმანსპიძლობა მაგრამ იმ სტუმარსაც უნდა ასწავლო შენი პატივისემა თუნდა ძალით!!!
ვალერი
05 სექტემბერი 2022 22:53
2
რაც მოგივა დავითაო... ყველა მასპინძელს ჰქონდა ერთი სტუმრის/პარტნიორის არჩევის საშუალება, კანდიდატებში იყვნენ საქართველოს ისტორიული მეგობრები: უკრაინა, ლიეტუვა, ისრაელი, ჩვენ რა ვქენით თუ გამოიცნობთ? პარტნიორად ავირჩიეთ ქვეყნის ისტორიული მტერი, რუსეთივით იმპერიალისტური სუნით გაჟღენთილი - თურქეთი, რომელსაც მინიმუმ აჭარაზე დღემდე აქვს პრეტენზია, საბაჟოზე და მათ აეროპორტებში ადამიანად არ გთვლიან. ჩვენ მტერს და მოყვარეს ვერ ვარჩევთ, ეს იყო ჩვენი ისტორიული პრობლემა სულ, ესეა დღესაც. შეხედეთ დღევანდელ პოლიტიკას: ამერიკას და ევროპას ვაგინებთ, სამაგიეროდ ვეფერებით დამპყრობელ რუსეთს! თურქი ტურისტი არასოდეს გამოირჩეოდა მხარჯველობითობით, ზოგადად ტურისტად არც იციან სიარული და თუ, უმეტესად მუსულმანურ ქვეყნებში. რა იყო გათვლა? კალათბურთის განვითარებაში გვეხმარებიან, ტურიზმს ააღორძინებდნენ თუ განსაკუთრებული მეგობრები არიან და გვერდში დგომა ჭირდებოდათ? თურქეთი ვარჩიეთ ბევრ მეგობარ და ცივილურ სახელმწიფოს და აი მათი პასუხი ამ პატივზე!
თორნიკე
05 სექტემბერი 2022 20:34
10
ჩემი კეთილი რჩევა ბიჭებო: ვიკითხოთ მეტი და ფართოდ გავახილოთ თვალები. მე ბათუმში დავიბადე და გავიზარდე. რაც თქვენ გაგიგიათ და წაგიკითხავთ აჭარაზე, მე აჭარელს მინახავს ჩემი თვალით და ჩემს კანზე გამომიცდია. ყველაზე ამაზრზენია ბათუმში თავმოყრილი თურქი, ის ვერ გრძნობს სტუმარი რომაა, არ აქვს მასპინძლის პატივისცემა, ის ფიქრობს კოლონისტურად, მას სკოლაში ასწავლეს (75% საერთოდ უწიგნური თურქი) ან რადიოთი მოისმინა, რომ აჭარა სულ იყო თურქეთი, ის არ ცდილობს აქაურ კულტურას მოერგოს, ან ენა ისწავლოს პატივისცემის მიზნით. 2008ში ტრაილერებით ფქვილს გვიგზავნიდნენ, სამაგიეროთ ბოსფორს და დარდანელს უკეტავდნენ ამერიკელებს რომ რუსეთთან მარტო ვყოფილიყავით ზღვაზე, თუ ხმელეთზე. თურქი ასეთია ყველგან, 10 წელზე მეტია გერმანიაში ვარ, დღემდე მხვდებიან სამსახურთან კავშირში მყოფი თურქები 30 წელია რომ გერმანიაში არიან და სამოყვარულო დონეზეც არ იციან ენა, მათ თურქულ მაღაზია ჩაიხანებში მუშაობენ, ან ისეთ სამსახურში სადაც ენას არავინ შეეკითხება. ასეთია მათი მოდგმა. რათქმაუნდა არიან გამონაკლისები! ახლა რაც შეეხება უკრაინას, სარკაზმი ბოკინიოსგან უადგილოცაა და უმადურობაც: უკრაინა 2008ში და 90იანებში აფხაზეთშიც იბრძოდა ჩვენს გვერდით და ჩვენი ფარჩაკი ხელისუფლებისგან განსხვავებით იმათი ლიდერშიფი მეორე დღეს იყო თბილისში 2008ში. შევარდნაძის ვიდეო ინტერვიუებშიც არის მათზე ბევრი საინტერესო რამ. უბრალოდ თვალებს გახელა სჭირდება და გონს დაძაბვა.
ლა მაფიას და ბოკინიოს თორნიკესგან
06 სექტემბერი 2022 00:01
3
აი ეს კი ზომბილენდი კომენტარის... სირცხვილია მინიმუმ ასეთი რაღაცის თქმა დღევანდელ,თურქეთზე... ვიღაცას რაღაცა ელანდებათ აჭარასთან დაკავშირებით და უკვე ყველა დაზომბებულს ეს აკერია პირზე... რეალურ მტერს გავცეთ საკადრისი პასუხი ის ჯობია... თუ სადმე გვერდში დგომა იყო საჭირო არაფერი დაუკლია თურქეთს. რუსული ნარატივია ჩვეულებრივი ეგ ამბები და თვალები გავახილეთ ჯობია
რა მაფიაა
05 სექტემბერი 2022 21:59
18
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული