ბულგარეთის 19 სამქულიანი, საქართველოს ნაკრების მარცხი და ჯგუფიდან გასვლის გართულებული შანსი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები 2022 წლის ევრობასკეტის მეოთხე დღეს ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 80:93 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ბულგარელებმა 19 სამქულიანის ჩაგდება მოახერხეს. სტუმართა რიგებიდან კარგი შეხვედრა ჩაატარა დი ბოსტმა, 32 წლის გამთამაშებელმა 33 ქულის, 4 მოხსნისა და 12 ასისტის დაგროვება შეძლო.

ქართველთა მხრიდან საუკეთესო იყო გოგა ბითაძე, რომელმაც 21 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს - იმ შემთხვევაში, თუ ხვალ მონტენეგროსთან დადებით შედეგს დავაფიქსირებთ და ბელგია ბულგარეთს დაამარცხებს, მომდევნო ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ.

ილიას ზუროსის
გუნდმა ევრობასკეტზე მესამე მარცხი განიცადა და მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ჩვენი ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ხვალ, მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

ბულგარეთის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა. ბარხოვსკის გუნდი ხვალ, 18:15 საათზე, ბელგიას დაუპირისპირდება. 

altჩხუბი, გაძევებები, ორი ოვერტაიმი - საქართველოს ნაკრებმა თურქეთს სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 99 /
ერთი უბედურებაა თუ მართლა ასეთი საცოდავები ვართ მაგრამ მეორე უბედურება ისაა რომ თამაში გავყიდეთ ისევე როგორც თურქეთმა ჩვენთან და ესპანეთმა ბელგიასთან კაი კუშები დასვით ასე გააგრძელეთ და კიდევ მოითხოვეთ მაყურებლის მხარდაჭერა .... პრინციპში ნამუსი არ გაქვთ ალბათ მაინც მოითხოვთ
912
07 სექტემბერი 2022 07:43
10
როცა 3 წულიანის სროლის პროცენტი 33% ზე ნაკლები გაქვს თამაშში მწვრთნელმა უნა მისცეს მითითება რომ აღარ ისროლონ გარდა უკიდურესი შემთხვევისა (მაგალითად დრო გადის და ა.შ.), ეს აქსიომაა კალათბურთში!!! 33% ის ციფრია როცა 2 ქულიანების 50% და 3 იანების 33% ერთიდაიგივე შედეგს გაძლევს ჯამში!, საქართველოს კი პირველ ორ მეოთხედში 15% ! იც არ ქონდა, ეს ნიშნავს რომ ყოველი 20 სროლიდან 2 ქულიანით ავიღებდით 20 ქულას (ფარზე სროლისას მოწინააღმდეგის დაჯარიმების შემთხვევაში დამატებით +1 ის შანსს და მოწინააღმდეგის პერსონალურს) და 3 ქულიანით დაახლოებით 9 ქულას! --- სხვაობა არის 11 ქულა!!!! თამაშის მიმდინარეობისას მწვრთნელთა ჯგუფმა ხანდახან სტატისტიკურ მონაცემებშიც რომ ჩაიხედოს და გადაწყვეტილებები ისე მიიღონ ცუდი არ იქნება!!!!!
ნიკოლოზი
07 სექტემბერი 2022 07:31
0
ჯინᲭარაᲫე , ბურჯანაᲫე და ბექაურის იმედზე რომ იქნები რა მოგებას გეგმავ? მიეციᲗ ეს "კსლაᲗბურᲗელები" ნებისმიერ Ძლიერ ნაკრებს და ყველა ᲗამაᲨს გარანტირებულად წააგებენ!
ვიᲗო კალაᲗბურᲗელები
07 სექტემბერი 2022 06:56
2
ქალბატონებო და ბატონებო ახლა მივხვდი თუ რა ჩასჩურჩულა დუდა სანაძემ თურქს......დასაბმელი რო გაგვიხდა...მე შენ გჯობივარო!!!!...ჩვენთვის კი ჯობიხარ ყველა თურქს....მაგრამ!!!!!ხო ხედავ როგორ იმოქმედა.....ასეთ რამეს დიდ ჩხუბში არ ეტყვიან გინდა თურქიც რო იყოს....კაცს თავი ერთერთ უძლიერს კალათბურთელად მიაჩნია და სიმართლის მარცვალი .....
თქვენი მონამორჩილი კალათბურთს როგორც მინიმუმი 65 წელია ვქომაგობ..რასაკვირველია ქართულ გუნდებს უპირველეს ყოვლისა....აქ მინდა ჩემი აზრები ხმამაღლა მოგახსენოთ: დავიწყოთ იქიდან რომ არ მახსოვს როდესმე სათადარიგო სკამზე კალათბურთის მწვრთნელთან ერთად ერთ თანაშემწეზე მეტი ყოფილიყოს...ახლა ყველა გუნდის მწვრთთნელს რამდენიმე თანაშემწე ყავს..ჩვენ ჩემი აზრით ყველას გადაუჯოკრეთ და თანაც ყველა შავ ფორმაში..ალბათ ამიტომ შეარჩია ვლადიმერ ბოისამ კალათბურთელებისათვისაც შავი ფორმა რომ ასე თვალში საცემი არ იყოს თანაშემწეების რაგინდარა რაოდენობა. ( ასაკით ვერ გაარჩევ თუ ძალიან არ მოინდომე) ....და თუ სხვა გუნდებში თანაშემწეების როლი მეტ ნაკლებად გასაგებია..ჩვენი ასაკობრივი ( ყველასი) ნაკრებების სამარცხვინო გამოსვლების შემხედვარე ერთერთი ასაკობრივის მწვრთნელის ( გვარი გლიგოროვიჩია მე მგონი-ზუსტად არ მახსოვს) ჭკვიანი სახით ზუროსის გვერდზე ყოფნა მრჩევლად ნამდვილად საკვირველია. ასევე საკვირველია ანატოლი ბოისას ყოფნა წლების განმავლობაში ( ალბათ როგორც კალათბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტის ძმა) სათადარიგო სკამზე ...არც როგორც მოთამაშე გახლდათ დიდი ბედენა ..და ვერც მწვრთნელობას დააბრალებ კაცი..კულტმასოვიკის როლი აქვს ახლა შეთავსებით --დროდადრო დასჭექავს ...ვითამაშოთ ბიჩებო. ( თუ მაგისთვის ყავთ გუნდში ..მაშინ მე წამიყვანონ ...უკეთეს ქართულს მაინც მოისმენთ ) "არაფერი პერსონალური" როგორც ტესი კარლეონების საძმოდან ბრძანებდა ნათლიმამაში..მხოლოდ ბიზნესი......ეხლა კი მთავარზე... .ერთდროს ძალიან გამიხარდა ტურძელაძის...ფევაძის ...კორსანტიას.. ბაქრაძის..ანდრონიკაშვილის...ჯინჭარაძის გამოჩენა ..ვიფიქრე არიქა გვეშველა ახალი სისხლი ნაკრებში ..ამ ჩამოთვლილი მოთამაშეებიიდან ერთღადერთი ჯინჭარაძე ცდილობს სტაბილურად სარგებლობის მოტანას...ტურძელაძე...ფევაძე..კორსანტია. ზუროსმა რატომღაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე..ჩამოალაბარანტა....ანდრონიკაშვილი.ძალიან არასტაბილურია ახალგაზრდითვისაც კი....... ბურჯანაძე ....მაკდაფენი ..აშკარად რეგრეს განიცდიან სლოვენიაში შეკრების შემდგომ!!! შერმადინს საერთოდ არ უდგას კარგი დროება..ყველას აქვს ცხოვრებაში ჩავარდნის პერიოდი ..მას იმდენი აქვს გაკეთებული ქართული სპორტისთვის რომ არაა საჭირო მასზე აქცენტების გამახვილება!!!! ზუროსის საეჭვო სიჯიუტე ...ეს თამაშები ამხანაგურია და მერე ნახეთ რას ვიზამთო!!!! რა ჩვენთვის ამხანაგურია და სხვებისთვის სამამულო ომია!!!! და ბულაშვილის ..ისიანის. ტურძელაძის ..ფევაძის თამაშით უარესი რა უნდა მოხდეს როცა უნგრეთთან აგებ... ამ ახალგომომცხვარმა პრეზიდენტ ..ვიცეპრეზიდენტებმა აგვიხსნან რატომ არ არიან გუნდში ზემოთ ჩამოთვლილი მოთამაშეები ..როგორც მინიმუმი კორსანტია ..ფევაძე..ტურძელაძე...რომლებმაც საკმაოდ ომახიანად შემოაბიჯეს ნაკრებში!!!!აგვიხსნან თბილისში ამდენი კალათბურთის მოედანი აშენდა..რატომ იყო აუცილებელი მაინდამაინც სლოვენიაში წასვლა..საინტეტრესო ისტორია მოგვაწოდეს კიოლნის მატჩის ტრანსლიაციის დროს ( გერმანია-საფრაგენთის მატჩი) თურმე ჰოლანდიელებმა ორიოდ წლის წინ გადაწყვიტეს უფულობის გამო ეროვნული ნაკრების მოღვაწეობა კალათბურთში დროებით შეეჩერებინათ!!! ჰოლანდიელებმა ხალხო!!!! მერე გამოჩნდა ხალხი ..ფანდრაიზერი ( (ფონდები მოიძიეს) მოაწყვეს ..იპოვეს სპონსორი...და ახალი უკეთესი გუნდი შეკრეს..ეს ახალი გუნდი თითქმის სამი მეოთხედი ტოლსწორად ეთამაშა სერბებს გუშინ!!ჩვენ ხომ მოგვიგო. და მოგვიგო...!..რასაკვირველია ჩვენ ვერ შევედრებით ჰოლანდიას ეკონომიკაში მაგრამ..ვხარჯავთ ოთუსბირს ავსტრიაში სამთომოთხილამურეების თვეობით მოსამზადებლად და მერე ეს ნალოლიავებული სპორტსმენები მე-70-ე მე 80-ე ადგილებს იღებენ შეჯიბრებაზე..პლიაჟის ფრენბურთელ ქალებს და კაცებს წლობით ვინახავდით ( ალბათ სხვადასხვა გემოვნების ხუტა უფროსებისათვის).თვეობით ვამზადებთ ნაკრებს შუაგულ ევროპაში-სლოვენიაში რაც ასევე ძალიან ძვირია და გუნდი ნავარჯიშების გარდა ყველაფერს გავდა!!! .ზუროსმა აგვიხსნას რისი იმედით იძახდა ამ 6 ამხანაგური მატჩის შემხედვარე რომ ევრობასკეტზე ყველაფერი კარგად იქნებაო!!! რავა ეს უკვე 30 წელს გადაცილებული მოთამაშეები დაიწყებდნენ ფრენას და პერიმეტრის დაცვას...სიტყვაზე მაგალითად ყველამ ამოავსო საქართველოს ნაკრების კალათა სამქულიანებით..ვერ შევცოდებ და ვერ ვიტყვი რომ სანაძე..მაკდაფენი...და ძმანი მისნი არ ცდილობდნენ ..მაგრამ....!!!!! აშკარად ჩანდა რომ მოკლე სათადარიგო სკამის გამო გადაღლილი ძირითადი 5-6 კალათბურთელი ვერ ასწრებდნენ პერიმეტრზე მოთამაშეების გაცვლას..რასაც მოსდევდა თავისუფალ პოზიციაზე დარჩენილი კალათბურთელი..და გაუთავებელი წარმატებული სამქულიანები......ამის შემყურე ზუროს უნდა სერიოზული განგაშის ზარები შემოეკრა..მან კი ჯიუტად აბა ორთაჭალის ბაღში მნახეთ ვინა ვარო...ვნახეთ ორივე ფეხით მხტომიარე და მკივანი..და კიდე ამ კივილ-წივილისთვის გაუთავებელი ტექნიკურების ამღები.....ახლა ალბათ გვიანია ორ ფეხზე ახტომა და წივილკივილი..მე ისევ ჩემ აზრზე ვარ..როგორც კი რაღაც იმედის სხივი დაიწყებს ბჟუტვას..ეგრევე ხან ვაისი დადგება ჯორივით და არავის შეცვლის მაკედონიასთან თამაშის დროს (პარალელს ფეხბურთან ვატარებ) ახლა კიდე ზუროსის დამოძღვრილი გუნდი ბითაძის და მამუკელაშვილის გარდა აბსოლუტურ პროსტრაციაშია..ძალიან დიდ როლს თამაშობდა აქამდე თორნიკე შენგელია..ძალიან საწყენია ყველა ასპექტში მისი ტრამვა...და კიდევ ერთი ....მილანიდან..კიოლნიდან და პრაღიდან თამაშების ყურება ერთი სიამოვნებაა....ერთხელაც კი არ მოხდა შეფერხება.თბილისიდან რეპორტაჟი!!!! ყოველ წუთს იჭედება..დიდი ხანია ვაკვირდებით ვიდეოკლიპებიც კი იჭედება..რას აკეთებთ ამისთანას საზოგადეობრივ მაუწყებელში?????? იქნებ ვინმემ აგვიხსნას……ასე არ შეიძლება რომ გაგრძელდეს...დაგვიყენეთ გვერდში ემოგრაცია......და კიდევ ორიოდ სიტყვა....
ისე რა გახდა ასეთი ..ტურძელაძე ..ფევაძე ..კორსანტია...ამხანაგურებში მაინც რატო არ ათამაშეს???? ასე ლიმონივით რომ გამოწურე ზუროს ექვსი კაცი და თანაც პოხოდუ გვაბოლებდი აი ახლა ნახეთ რას ვიზამო.. და მერე ხელები გაშალე შეცდომებს უშვებდითო..როსტომ წერეთელს რო რუსი ეთამაშებოდა და აშიბკა აშიბკაო..მერე და ვინ არის პასუხიმგებელი??? ეტყობა ცუდი მაგალითი გადამდებია..შენ მოინდომე კლუბის გაწვრთნა...ნაკრების გაწვრთნა ( პარლამენტარობა დაგაკლდა) და თანაც ეტყობა ქართველი თეატრალები გავარჯიშებდნენ საუკეთესოდ შესრულებულ კლიპებში რომლებიც ნებისმიერ საშინელებების ფილმს დაამშვენებდა.....როგორც იტყოდა არაკაიდედმამიშვილი ლენინი "'რა ვაკეთოთ"???....მადლობა ღმერთს გვყვავს დიდოსტატები შენგელია...მამუკელაშვილი...ბითაძე..შერმადინი....დიდი იმედი მაქვს ანდრონიკაშვილის დაღვინება -დაფრთიანების..მას აშკარად ხელეწიფება დიდი კალათბურთის თამაში.....მაკდაფენსაც ნუ ჩამოვწერთ მთლიანად......სასწრაფოდ საჭიროა კიდევ ერთი ნატურალიზებული ამერიკელი გამთამაშებელი!!! საფრანგეთი და გერმანია არ თაკილობს???!!!! !ამ ბირთვის გარშემო უნდა შეიკრას გუნდი ..ჯინჭარაძე ..ფევაძე..კორსანტია....ტურძელაძე ...ბექაური..ბაქრაძე...მაპატიეთ თუ ძალიან მამაღლა გამოვთქვი ჩემი აზრები..მაგრამ უთქმელობამ გამოგვაზუროსა ..ღმერთი იყოს საქართველოს შემწე.......ამინ!!!!
ნუგზარ ნუცუბიძე
07 სექტემბერი 2022 06:32
2
სანამ სამქულიანბის სროლას არ ვისწავლით ,არაფერი გვეშველება.ამას კი იმენნა სპეციალური ვარჯიში,ვარჯიში და ვარჯიში უნდა,რაც არამგონია რომ ესენი აკეთებდნენ. ასე რომ სულ ამ დღეში ვიქნებით თუ არ გკომპონენტი. თამაშის ეს კომპონენტი.თან რაღაც ასე მგონია ძაან მიშვებული ყავს მწვრთნელს კალათბურთელები......
კახა ქ.
07 სექტემბერი 2022 03:17
2
კალათბურთში სამ ქულიანებში ვარჯიში, ფეხბურთში კარში დარტყმა
მორიელი
07 სექტემბერი 2022 07:12
0
რა მაკფედენი , რის მაკფედენი დი ბოსტმა, 32 წლის გამთამაშებელმა 33 ქულა 4 მოხსნისა და 12 ასისტის დაგროვება შეძლო. თუ ჩამოგყავს ვინმე ასეთი უნდა ჩამოიყვანო. ახლა ზუროსს რაც შეეხება. შეიძლება ის კვალიფიციური მწვრთნელია საერთოდ მაგრამ ამ გუნდს მწვრთნელის ხელი არ ეტყობა და საერთოდ ახალგაზრდა კალათბურთელები ძალიან შეშინებულები თამაშობდნენ. რატი ანდრონიკაშვილს შესანიშნავი პოტენცია გააჩნია რომელსაც გამოყენება ჭირდება ასევე გუნდში გყავდეს მამუ და ვერ იყენებდე ნუ არ ვიცი ის ქულები რაც მამუმ დააგროვა პირადი ბრძოლისუნარიანობის შედეგია და არა მწვრთნელის მიერ მამუზე გათვლილი კომბინაციებისა. დაცვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. პირველ ტაიმში დი ბოტსმა 7 სამქულიანი ჩაგვიგდო. გარდა მაგისა კარგად ესროდნენ ვეჟენკოვი და ივანოვი. სულ 19 სამქულიანი ჩაგვიგდეს. ახლა მწვრთნელებს რომ ამ ხალხზე ორ ორ კაციანი დაცვა ეთამაშათ მაშინ იძულებულები გახდებოდნენ ან პასი მიეცათ ან ორ ქულიანი ესროლათ. ამით სულ მცირე 8-10 ქულას დავზოგავდით. ნუ კიდევ ბევრია სალაპარაკო მაგრამ... ალბათ ჯობდა ამდენიც არ მეთქვა. მე ვინ მეკითხება მაგრამ რომ არ მეთქვა გული გამისკდებოდა. წარმატებები ნაკრებს და ყველა ქართველ სპორტსმენს.
გულ (შე) მატკივარი
07 სექტემბერი 2022 02:59
5
ყველაზე სუსტი ნაკრები ვართ ნთელ ევრობასკეტზე!!!
გიორგი
07 სექტემბერი 2022 02:23
3
მირჩიეთ ბავშვი სად შევიყვანო 3 იანებზე!!?
როსტომ
07 სექტემბერი 2022 02:13
0
მწარე რეალობამ ცუდ ხასიათზე დამაყენა, მაგრამ მოულოდნელი არაფერი მომხდარა, ვინც გააზრებით გულშემატკივრობს და ცაში ფრთებშემოცლილი არ დაფრინავს ალბად დამეთანხმება, ჩემპიონატის 23 ე ნაკრებმა მოუგო 24 ეს, ჩვენი აუტსაიდერობა წინასწარ იკითხებოდა, თურქეთმა თავად ,,მოინდომა" და წააგო. თოკოს ყოფნაც ცოტად თუ შეცვლიდა განაჩენს. სადამ არ ვისწავლით მოვლენების სწორედ შეფასებას და სახელების დარქმევას, სადამ გმირებად ჩავთვლით 20 სროლიდან 5 ჩამგდებს, ეგოისტურად და ავანტურისტულად მოთამაშეს მხოლოდ ეპიზოდური გაბრწყინებებისთვის, სადამ აქცენტს არ გავაკეთებთ გუნდურობაზე, საზოგადოების ერთობაზე, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე, განათლებაზე, პროფესიონალიზმზე, მეტ შრომაზე -გამარჯვებები არ იქნება.... უფრო ცუდი კი ის არის რომ კალათბურთს არც მომავალი ეზრდება , სრული ფიასკო 16,18 და 20 წლიანებშიც. უმწირესი რესურსის მიუხედავად კიდევ მერამდენედ გამოკვეთილად გამოჩნდა ზუროსის სისუსტე, ფაქტები სახეზეა, ...ახლა სწორება ფეხბურთზე, გაკვეთილები იქნებ კარგად შეისწავლონ, მაკედონია სასეირნოდ არ ჩამოვა...მარტო ხვიჩა რას გახდება? ,,ზედმეტი" ქებით თვალი არ ეცეს!, მაგალითები არ გვაქვს?! ქინქლაძეს მეტი ნიჭი ქონდა და არ გაანიავა?!
გუსანი
07 სექტემბერი 2022 01:36
9
ამდენი დამალვაც არ შეიძლება, დროა ნამდვილი ძალა ვაჩვენოთ!
მ.მ
07 სექტემბერი 2022 01:15
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული