ბულგარეთის 19 სამქულიანი, საქართველოს ნაკრების მარცხი და ჯგუფიდან გასვლის გართულებული შანსი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები 2022 წლის ევრობასკეტის მეოთხე დღეს ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 80:93 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ბულგარელებმა 19 სამქულიანის ჩაგდება მოახერხეს. სტუმართა რიგებიდან კარგი შეხვედრა ჩაატარა დი ბოსტმა, 32 წლის გამთამაშებელმა 33 ქულის, 4 მოხსნისა და 12 ასისტის დაგროვება შეძლო.

ქართველთა მხრიდან საუკეთესო იყო გოგა ბითაძე, რომელმაც 21 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს - იმ შემთხვევაში, თუ ხვალ მონტენეგროსთან დადებით შედეგს დავაფიქსირებთ და ბელგია ბულგარეთს დაამარცხებს, მომდევნო ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ.

ილიას ზუროსის
გუნდმა ევრობასკეტზე მესამე მარცხი განიცადა და მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ჩვენი ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ხვალ, მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

ბულგარეთის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა. ბარხოვსკის გუნდი ხვალ, 18:15 საათზე, ბელგიას დაუპირისპირდება. 

altჩხუბი, გაძევებები, ორი ოვერტაიმი - საქართველოს ნაკრებმა თურქეთს სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 99 /
ზუროსი ისევ მაღალის დონის მწვრთბელად მიგაჩნიათ ვისაც აქამდე მიგაჩნდათ? მესამე მეოთხედში ბულქარეთმა შეცვალა ტაქტიკა და ზუროსმა რა დაუპირისპირა? ან ასეთი შეუთამაშებელი ხუთეულები რატომ გვყავს? ან სანდროზე რატომ არ ეწყობა თამაში. საკუთარ არენაზე ასე უსუსურად არ უნდა გამოვიყურებოდეთ.
???
07 სექტემბერი 2022 00:04
1
მაკფადენი ადვილი სამიზნეა და გადაუარეს, ყველაზე სუსტი ნატურალიზებული კალათბურთელიაო. თურქეთთან თამაში ნახევარზე მან მოიგო, გაიხსენეთ. მაკფადენი კი არა, ჩვენებმა ელემენტარული კალათბურთი არ იციან. ბურთს ვერ ხსნიან ფარიდან. ბურთის მოხსნა მხოლოდ ახტომა და ბურთის დაჭერა არ არის. თავისი ტექნიკა აქვს, ბოქს-აუთი სჭირდება და ა.შ. სამი 2.10 სიმაღლის კალათბურთელი გყავს და ბურთს ვერ ხსნი. სამქულიანის დაცვა კიდევ ასეთი მარტივი არ არის. როცა მეტოქის დიდებიც კი კარგად ესვრიან, მაშინ შენმა ცენტრებმა და ფორვარდებმაც ფარიდან შორს უნდა ითამაშონ დაცვა, რაც სრულიად ღიას ტოვებს ფარს შესასვლელად. თავდასხმაში ჩვენ მხოლოდ ფარქვეშ ვართ კარგები, მაგრამ როცა შორიდან ვერ ესვრი და მოედანს ვერ წელავ (can't stretch the floor) ფართან მისვლა რთულდება. ამიტომ გვიჭირს. ბალანსი უნდა გქონდეს - inside-outside game.
odala
07 სექტემბერი 2022 11:51
2
სანამ უცხოეთში წავიდოდა,გიო შერმადინი,ძალიან კარგად ესროდა სამქულიანებს.რაც წავიდა,იქ დაბლებიც საკმაოდ ჰყავთ მსროლელები,მეც რომ ვესროლო,ცოტა უხერხულიაო,ნათქვამი აქვს.არადა როგორ გამოგვადგებოდა მასაც, რომ ესროლა.
სოსო
07 სექტემბერი 2022 16:16
1
მოკლე სკამმა წააგო. სტატისტიკა ამას ამბობს, ჩვენმა სათადარიგოებმა ყველა ნაკრების სათადარიგოებთან სერიოზულად წააგეს. ადრეც დავწერე რომ არ ზრდიან ჩვენში კალათბურტელებს და ამერიკულ სტუნდეტური ლიგის იმედზე როდემდე უნდა ვიყოთ? ისე ვიცი პასუხისმგებლობაა კალათბურთელების გაზრდა საქართველოში?
გიორგი
07 სექტემბერი 2022 00:24
0
ასე იცის გაუთავებელმა ბაქიბუქმა, თქვენი მოგებული არ გაიშვას[კალათბურთელები],ამხელა მოლოდინის შემდეგ ერთი თამაშიც ვერ მოიგეთ თუ არ ჩავთვლით იმ სკანდალურ თამაშს თურქეთთან, რომლის დროსაც თქვენი ძველბიჭურ-ქუჩური ქცევით ლამის დიპლომატიური სკანდალი გამოიწვიეთ მეზობელ ქვეყანასთან-ისეთი თამაში მოიგეთ რის ვაივაგლახით ორი ოვერტაიმის შემდეგ და გასახდელში მიმავალი თურქისთვის საქმის გარჩევა რაღა უბედურებაა.და კიდევ გასული საუკუნის 70-80-იანი წლების კალათბურთით დღეს რა შედეგი უნდა დადოთ-მარტო მაღლები თამაშებს რომ იგებდნენ.........
შულაია
07 სექტემბერი 2022 12:02
4
ვართ ღირსები შემდეგ ტურში გასვლის?ან თვითონ კალათბურთელებს არ სცხვენიათ ესეთი თამაშის?
ქიტესა
07 სექტემბერი 2022 09:45
1
თურქების დასაცინები გავხდებით!!
ბექა
06 სექტემბერი 2022 23:31
8
მტკივნეული სანახაობა იყო.

ბითაძე ემოციებს თამაშზე მეტ ყურადღებას უთმობს, მაგრამ მარტო მას ვერ დავაბრალებთ დღეს.
ანდრი
06 სექტემბერი 2022 23:14
2
სასწრაფოდ მწვრთნელია შესაცვლელი. რახანია ვამბობ, ჩემი აზრია რათქმა უნდა. ამ შემადგენლობით, თუნდაც თოკოს გარეშე, ბევრად უკეთესი გუნდის გაკეთება შეიძლება. მახსოვს ფაჩულიას დროინდელი ნაკრებით, ზუროსმა ევრობასკეთი ჩააგდო. ის გუნდი ბევრად კონკურენტუნარიანი იყო.არაუშავს მომავალი ცუდად არჩანს, კარგი მწვრთნელი და 1-2 წელში, სანდროს და გოგას ვერ გააჩერებენ. ასე მგონია მე...
ლევანი
07 სექტემბერი 2022 00:05
2
ბიჭებო ქართველ გულშემატკივრებს ეს არ ეკუთვნიდა დღეს, მითუმეტეს თურქებთან ასეთი თამაშის შემდეგ, როდესაც თქვენი ნამდვილი გულშემატკივარი დაცლილნი იყვნენ ემოციისგან და მთელი სამშობლო თქვენზე საუბრობდა დიდი თუ პატარა
გიურზა
06 სექტემბერი 2022 23:46
2
თურქეთან თამაშის მერე რო ვთქვი დისციპლინა ნოლიათქო ზუროსი შესაცვლელიათქო მაკფადენი უკეთესი ამერიკელით არის შესაცვლელითქო დისლაიკებით ამავსეს )) კაი 19 სამქულიანი მივიღეთ ეგ 60 ქულამდეა ჯანდაბას.... ეს ელემენტარული შეცდომები.. გარბენები.. უაზრო პასები თითქოს ვარჯიშზე არიან.. ხაზე ფეხის დადებები... ჩვენს ფარზე გადაგვიარეს შერმადინი პირდაღებული იყურებოდა... ჩვენს ფარზე მაინც რო გვეყოჩაღა არ წავაგებდით. საუბარი აღარ მინდა იმაზე რომ მსროლელი გქვია ხელს არავინ გიშლის და ვერ აგდებ თან რამდენჯერმე მასე თამაშიდან 10დან 1 სამქულიანს მეც ჩავაგდებ და ეგ თუ პროფესიონალიზმია რაღა მიჭირს ავშენებულვარ.
რონი
07 სექტემბერი 2022 11:20
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული