"მადლობა და ბოდიში ფანებს" - ზუროსის კომენტარი

AutoSharing Option
მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ილიას ზუროსი, ცხადია, უკმაყოფილო და საკუთარი გუნდის მიმართ კრიტიკული იყო…

"პირველ რიგში, ბულგარეთს ვულოცავ მოგებას, მათ ეს დაიმსახურეს. დღეს პარკეტზე არ გამოვსულვართ, გახურებიდანაც ჩანდა, რომ კალათბურთის სათამაშოდ მზად არ ვიყავით. თურქეთთან მოგებული მატჩის ემოციები გამოგვყვა და ვერ გავაანალიზეთ, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ყველა თამაშის მოგება გვჭირდებოდა. შეხვედრაზე ვერაფერს ვიტყვი, საშინლად გამოვიყურებოდით. ცუდად არა, საშინლად! 61 ქულა ორმა კალათბურთელმა ჩაგვიგდო. თამაშის წინ ბევრი ვისაუბრეთ დაცვაზე, განსაკუთრებით, ამ ორი მოთამაშის წინააღმდეგ. რაც ჩვენ გავაკეთეთ, ამას დაცვა არ ერქვა,
რაღაც სხვა იყო, მაგრამ ბერლინში წასვლა თუ გინდა, დაცვა უნდა ითამაშო. მადლობა და ბოდიში ფანებს, ისინი შეუდარებლად კარგები იყვნენ. ხვალ შესაძლოა, პლეი-ოფში გასვლის შანსი მოგვეცეს. ჩვენზე არაა დამოკიდებული, მაგრამ, რაც მთავარია, კალათბურთი უნდა ვითამაშოთ".

"გამოცდილებიდან გამომდინარე, ძალიან ადვილი იყო იმის დანახვა, რომ მოთამაშეების სხეულები სათამაშოდ მზად არ იყო. თურქეთთან ჩატარებულ მატჩზე ორი დღე ვსაუბრობდით. გასაგებია, რომ თურქეთი ძლიერი გუნდია, მაგრამ 1 მოგება საკმარისი არ არის. წინა ევრობასკეტზეც ასე დაგვემართა, ლიეტუვას მოვუგეთ და 2-3 დღე აღვნიშნავდით, წავაგეთ უკრაინასთან და შემდეგ ეტაპზე ვერ გავედით. დღესაც მსგავსი რამ შეგვემთხვა: თურქეთს მოვუგეთ და ბულგარეთთან უმნიშვნელოვანესი მატჩი წავაგეთ. სამწუხაროდ, შემდეგ ეტაპზე გასვლა ჩვენზე დამოკიდებული არაა, მაგრამ თუ საქმე ჩვენამდე მოვიდა, 40 წუთი გვექნება, რათა შანსი გამოვიყენოთ და ბერლინში გავემგზავროთ. სული უნდა ვიპოვოთ, კალათბურთი ვითამაშოთ, პუბლიკის წინაშე გამოვიდეთ და მოვიგოთ. რაც დღეს გავაკეთეთ, ასე ვერ მოვიგებთ. თუ დაცვა გვექნება, მოვიგებთ. კალათბურთი მარტივი თამაშია, თუ ენერგიას არ დებ, თუ ჭკვიანურად არ მოქმედებ, ვერ იგებ. სამწამიანში უპირატესობა გვქონდა და რატომღაც სამქულიანების სროლა დავიწყეთ. სამწამიანში თამაში შევწყვიტეთ, დაცვა არ გვქონდა და შესაბამისად, შედეგი სავსებით ლოგიკურია".

"გოგა დღეს თავს უკეთ გრძნობდა და მისი გამოყენება გადავწყვიტეთ. მას კარგი მომენტები ჰქონდა და ცუდიც, როგორც მთელ გუნდს. შესაძლოა, ხალხს არ ესმოდეს, რამდენად რთულია ყოველ ჯერზე პარკეტზე ახალი მოთამაშეები გყავდეს. ზაფხულის მოსამზადებელ ეტაპზე მძიმე ფორვარდად თორნიკე შენგელია თამაშობდა, მან კი ტრავმა მიიღო. ბითაძე ამერიკაში წავიდა, რადგან დაზიანება მიიღო, ისიც არ ვიცოდით, ევრობასკეტზე თამაშს შეძლებდა თუ არა. მამუკელაშვილმა 5 ნომერზე თამაში დაიწყო, 4 ნომერზეც, როცა ბითაძე ჩამოვიდა, ის მსუბუქ ფორვარდად გადავიყვანეთ, გოგას ტრავმის შემდეგ ისევ მძიმე ფორვარდის პოზიციაზე გადავწიეთ. სხვადასხვა გზას ვეძებდით, სხვადასხვა კალათბურთის თამაშს ვცდილობდით. როცა ბითაძე გამოკეთდა, პარკეტზე დავაბრუნეთ. კალათბურთი გუნდური თამაშია, დაცვასა და შეტევაში სათამაშო რიტმი უნდა იპოვო. ჩვენ ეს ვერ შევძელით. ცხადია, როგორც გუნდი, ვერ ვმოქმედებთ, უპირატესობის მიღებას მხოლოდ მოთამაშეთა ინდივიდუალური საშემსრულებლო ოსტატობის წყალობით ვახერხებთ. მონტენეგროსთან მატჩში დუბლევიჩის წინააღმდეგ გოგა გვჭირდება, მაღლებით უნდა ვითამაშოთ, რადგან სამწამიანში თამაშის მაღალ ხარისხს ვაჩვენებთ, თუმცა მხოლოდ სამწამიანი საკმარისი არაა".

"გიორგი ცინცაძემ ამ გუნდს საკუთარი გული მისცა, ის ნაკრებში ყოფნას იმსახურებს. ზაფხულში ტრავმა მიიღო და თითქმის მთელი სეზონი გაუცდა, თუმცა დასაბრუნებლად ძალიან ბევრი იშრომა. მას უდიდესი, დაუჯერებლად მაღალი საკალათბურთო IQ აქვს. ფიზიკურად 100%-ით მზად არ არის, მაგრამ ესეც გასაგებია, რადგან დიდხანს არ უთამაშია და ამის გათვალისწინებით, ძალიან მაგრად გამოიყურება. მთელი გულით მინდა მადლობა გადავუხადო იმის გამო, რასაც გუნდისთვის აკეთებს. თითქმის 7 წელია საქართველოში ვარ და გიორგი სულ ბოლომდე იხარჯებოდა. რთულ მომენტებში ნაკრების დახმარებას ცდილობს. ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა, მაგრამ აქ ყოფნას იმსახურებს, ის განსაკუთრებული ხასიათისა და IQ-ს მქონე კალათბურთელია".

GBF

მკითხველის კომენტარები / 31 /

Nugzar Nutsubidze
235 friends
Intro
Photos
Friends
235 friends
Gio Bregadze
Avtandil Baindurashvili
გურამ ქართველიშვილი
სულხანი ნუცუბიძე
Archil Surviladze
ალექსანდრა ზედანია
Tamriko Gigani
Jelini Sardanadze
Ia Pipia
Privacy · Terms · Advertising · Ad Choices · Cookies · · Meta © 2022
Posts
Nugzar Nutsubidze
seoptdnrSo
m
5i
e

u

8g
t
3
fa8


ic
M
9
p
gf
2
1
1
3
b
e
e
12m
P
1
a
t
l
:
t
S
it1t07
r
31
·
Shared with Your friends
ქალბატონებო და ბატონებო ახლა მივხვდი თუ რა ჩასჩურჩულა დუდა სანაძემ თურქს......დასაბმელი რო გაგვიხდა...მე შენ გჯობივარო!!!!...ჩვენთვის კი ჯობიხარ ყველა თურქს....მაგრამ!!!!!ხო ხედავ როგორ იმოქმედა.....ასეთ რამეს დიდ ჩხუბში არ ეტყვიან გინდა თურქიც რო იყოს....კაცს თავი ერთერთ უძლიერს კალათბურთელად მიაჩნია და სიმართლის მარცვალი .....
თქვენი მონამორჩილი კალათბურთს როგორც მინიმუმი 65 წელია ვქომაგობ..რასაკვირველია ქართულ გუნდებს უპირველეს ყოვლისა....აქ მინდა ჩემი აზრები ხმამაღლა მოგახსენოთ: დავიწყოთ იქიდან რომ არ მახსოვს როდესმე სათადარიგო სკამზე კალათბურთის მწვრთნელთან ერთად ერთ თანაშემწეზე მეტი ყოფილიყოს...ახლა ყველა გუნდის მწვრთთნელს რამდენიმე თანაშემწე ყავს..ჩვენ ჩემი აზრით ყველას გადაუჯოკრეთ და თანაც ყველა შავ ფორმაში..ალბათ ამიტომ შეარჩია ვლადიმერ ბოისამ კალათბურთელებისათვისაც შავი ფორმა რომ ასე თვალში საცემი არ იყოს თანაშემწეების რაგინდარა რაოდენობა. ( ასაკით ვერ გაარჩევ თუ ძალიან არ მოინდომე) ....და თუ სხვა გუნდებში თანაშემწეების როლი მეტ ნაკლებად გასაგებია..ჩვენი ასაკობრივი ( ყველასი) ნაკრებების სამარცხვინო გამოსვლების შემხედვარე ერთერთი ასაკობრივის მწვრთნელის ( გვარი გლიგოროვიჩია მე მგონი-ზუსტად არ მახსოვს) ჭკვიანი სახით ზუროსის გვერდზე ყოფნა მრჩევლად ნამდვილად საკვირველია. ასევე საკვირველია ანატოლი ბოისას ყოფნა წლების განმავლობაში ( ალბათ როგორც კალათბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტის ძმა) სათადარიგო სკამზე ...არც როგორც მოთამაშე გახლდათ დიდი ბედენა ..და ვერც მწვრთნელობას დააბრალებ კაცი..კულტმასოვიკის როლი აქვს ახლა შეთავსებით --დროდადრო დასჭექავს ...ვითამაშოთ ბიჩებო. ( თუ მაგისთვის ყავთ გუნდში ..მაშინ მე წამიყვანონ ...უკეთეს ქართულს მაინც მოისმენთ ) "არაფერი პერსონალური" როგორც ტესი კარლეონების საძმოდან ბრძანებდა ნათლიმამაში..მხოლოდ ბიზნესი......ეხლა კი მთავარზე... .ერთდროს ძალიან გამიხარდა ტურძელაძის...ფევაძის ...კორსანტიას.. ბაქრაძის..ანდრონიკაშვილის...ჯინჭარაძის გამოჩენა ..ვიფიქრე არიქა გვეშველა ახალი სისხლი ნაკრებში ..ამ ჩამოთვლილი მოთამაშეებიიდან ერთღადერთი ჯინჭარაძე ცდილობს სტაბილურად სარგებლობის მოტანას...ტურძელაძე...ფევაძე..კორსანტია. ზუროსმა რატომღაც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე..ჩამოალაბარანტა....ანდრონიკაშვილი.ძალიან არასტაბილურია ახალგაზრდითვისაც კი....... ბურჯანაძე ....მაკდაფენი ..აშკარად რეგრეს განიცდიან სლოვენიაში შეკრების შემდგომ!!! შერმადინს საერთოდ არ უდგას კარგი დროება..ყველას აქვს ცხოვრებაში ჩავარდნის პერიოდი ..მას იმდენი აქვს გაკეთებული ქართული სპორტისთვის რომ არაა საჭირო მასზე აქცენტების გამახვილება!!!! ზუროსის საეჭვო სიჯიუტე ...ეს თამაშები ამხანაგურია და მერე ნახეთ რას ვიზამთო!!!! რა ჩვენთვის ამხანაგურია და სხვებისთვის სამამულო ომია!!!! და ბულაშვილის ..ისიანის. ტურძელაძის ..ფევაძის თამაშით უარესი რა უნდა მოხდეს როცა უნგრეთთან აგებ... ამ ახალგომომცხვარმა პრეზიდენტ ..ვიცეპრეზიდენტებმა აგვიხსნან რატომ არ არიან გუნდში ზემოთ ჩამოთვლილი მოთამაშეები ..როგორც მინიმუმი კორსანტია ..ფევაძე..ტურძელაძე...რომლებმაც საკმაოდ ომახიანად შემოაბიჯეს ნაკრებში!!!!აგვიხსნან თბილისში ამდენი კალათბურთის მოედანი აშენდა..რატომ იყო აუცილებელი მაინდამაინც სლოვენიაში წასვლა..საინტეტრესო ისტორია მოგვაწოდეს კიოლნის მატჩის ტრანსლიაციის დროს ( გერმანია-საფრაგენთის მატჩი) თურმე ჰოლანდიელებმა ორიოდ წლის წინ გადაწყვიტეს უფულობის გამო ეროვნული ნაკრების მოღვაწეობა კალათბურთში დროებით შეეჩერებინათ!!! ჰოლანდიელებმა ხალხო!!!! მერე გამოჩნდა ხალხი ..ფანდრაიზერი ( (ფონდები მოიძიეს) მოაწყვეს ..იპოვეს სპონსორი...და ახალი უკეთესი გუნდი შეკრეს..ეს ახალი გუნდი თითქმის სამი მეოთხედი ტოლსწორად ეთამაშა სერბებს გუშინ!!ჩვენ ხომ მოგვიგო. და მოგვიგო...!..რასაკვირველია ჩვენ ვერ შევედრებით ჰოლანდიას ეკონომიკაში მაგრამ..ვხარჯავთ ოთუსბირს ავსტრიაში სამთომოთხილამურეების თვეობით მოსამზადებლად და მერე ეს ნალოლიავებული სპორტსმენები მე-70-ე მე 80-ე ადგილებს იღებენ შეჯიბრებაზე..პლიაჟის ფრენბურთელ ქალებს და კაცებს წლობით ვინახავდით ( ალბათ სხვადასხვა გემოვნების ხუტა უფროსებისათვის).თვეობით ვამზადებთ ნაკრებს შუაგულ ევროპაში-სლოვენიაში რაც ასევე ძალიან ძვირია და გუნდი ნავარჯიშების გარდა ყველაფერს გავდა!!! .ზუროსმა აგვიხსნას რისი იმედით იძახდა ამ 6 ამხანაგური მატჩის შემხედვარე რომ ევრობასკეტზე ყველაფერი კარგად იქნებაო!!! რავა ეს უკვე 30 წელს გადაცილებული მოთამაშეები დაიწყებდნენ ფრენას და პერიმეტრის დაცვას...სიტყვაზე მაგალითად ყველამ ამოავსო საქართველოს ნაკრების კალათა სამქულიანებით..ვერ შევცოდებ და ვერ ვიტყვი რომ სანაძე..მაკდაფენი...და ძმანი მისნი არ ცდილობდნენ ..მაგრამ....!!!!! აშკარად ჩანდა რომ მოკლე სათადარიგო სკამის გამო გადაღლილი ძირითადი 5-6 კალათბურთელი ვერ ასწრებდნენ პერიმეტრზე მოთამაშეების გაცვლას..რასაც მოსდევდა თავისუფალ პოზიციაზე დარჩენილი კალათბურთელი..და გაუთავებელი წარმატებული სამქულიანები......ამის შემყურე ზუროს უნდა სერიოზული განგაშის ზარები შემოეკრა..მან კი ჯიუტად აბა ორთაჭალის ბაღში მნახეთ ვინა ვარო...ვნახეთ ორივე ფეხით მხტომიარე და მკივანი..და კიდე ამ კივილ-წივილისთვის გაუთავებელი ტექნიკურების ამღები.....ახლა ალბათ გვიანია ორ ფეხზე ახტომა და წივილკივილი..მე ისევ ჩემ აზრზე ვარ..როგორც კი რაღაც იმედის სხივი დაიწყებს ბჟუტვას..ეგრევე ხან ვაისი დადგება ჯორივით და არავის შეცვლის მაკედონიასთან თამაშის დროს (პარალელს ფეხბურთან ვატარებ) ახლა კიდე ზუროსის დამოძღვრილი გუნდი ბითაძის და მამუკელაშვილის გარდა აბსოლუტურ პროსტრაციაშია..ძალიან დიდ როლს თამაშობდა აქამდე თორნიკე შენგელია..ძალიან საწყენია ყველა ასპექტში მისი ტრამვა...და კიდევ ერთი ....მილანიდან..კიოლნიდან და პრაღიდან თამაშების ყურება ერთი სიამოვნებაა....ერთხელაც კი არ მოხდა შეფერხება.თბილისიდან რეპორტაჟი!!!! ყოველ წუთს იჭედება..დიდი ხანია ვაკვირდებით ვიდეოკლიპებიც კი იჭედება..რას აკეთებთ ამისთანას საზოგადეობრივ მაუწყებელში?????? იქნებ ვინმემ აგვიხსნას……ასე არ შეიძლება რომ გაგრძელდეს...დაგვიყენეთ გვერდში ემოგრაცია......და კიდევ ორიოდ სიტყვა....
ისე რა გახდა ასეთი ..ტურძელაძე ..ფევაძე ..კორსანტია...ამხანაგურებში მაინც რატო არ ათამაშეს???? ასე ლიმონივით რომ გამოწურე ზუროს ექვსი კაცი და თანაც პოხოდუ გვაბოლებდი აი ახლა ნახეთ რას ვიზამო.. და მერე ხელები გაშალე შეცდომებს უშვებდითო..როსტომ წერეთელს რო რუსი ეთამაშებოდა და აშიბკა აშიბკაო..მერე და ვინ არის პასუხიმგებელი??? ეტყობა ცუდი მაგალითი გადამდებია..შენ მოინდომე კლუბის გაწვრთნა...ნაკრების გაწვრთნა ( პარლამენტარობა დაგაკლდა) და თანაც ეტყობა ქართველი თეატრალები გავარჯიშებდნენ საუკეთესოდ შესრულებულ კლიპებში რომლებიც ნებისმიერ საშინელებების ფილმს დაამშვენებდა.....როგორც იტყოდა არაკაიდედმამიშვილი ლენინი "'რა ვაკეთოთ"???....მადლობა ღმერთს გვყვავს დიდოსტატები შენგელია...მამუკელაშვილი...ბითაძე..შერმადინი....დიდი იმედი მაქვს ანდრონიკაშვილის დაღვინება -დაფრთიანების..მას აშკარად ხელეწიფება დიდი კალათბურთის თამაში.....მაკდაფენსაც ნუ ჩამოვწერთ მთლიანად......სასწრაფოდ საჭიროა კიდევ ერთი ნატურალიზებული ამერიკელი გამთამაშებელი!!! საფრანგეთი და გერმანია არ თაკილობს???!!!! !ამ ბირთვის გარშემო უნდა შეიკრას გუნდი ..ჯინჭარაძე ..ფევაძე..კორსანტია....ტურძელაძე ...ბექაური..ბაქრაძე...მაპატიეთ თუ ძალიან მამაღლა გამოვთქვი ჩემი აზრები..მაგრამ უთქმელობამ გამოგვაზუროსა ..ღმერთი იყოს საქართველოს შემწე.......ამინ!!!
ნუგზარ ნუცუბიძე
15:18 07-09-2022
8
წარმოუდგენელი რამ მოხდა... 19 სამქულიანი ერთ თამაშში ერთი გუნდისგან??? ვერ წარმოიდგენდა ვერავინ. ამ 3 ქულიანებმა კალათბურთი გააფუჭა...
tngh
15:08 07-09-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული