საქართველო ბელგიის იმედად - დასწრება თავისუფალია, შენგელია მისვლისკენ მოგვიწოდებს

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობისას, უმეტეს შემთხვევაში, თეორიული შანსების დათვლა გვიწევს. სამწუხაროდ, თბილისში მიმდინარე ევრობასკეტზეც ასე მოხდა და უკანასკნელი ტურის წინ ჯგუფიდან გასასვლელად მხოლოდ საკუთარ შედეგზე დამოკიდებულები არ ვართ.

დღეს, 7 სექტემბერს, A ჯგუფიდან გამსვლელი 2 გუნდი უნდა გამოვლინდეს. გერმანიაში გასამართ პლეი-ოფში თამაშის უფლება ჯერ მხოლოდ ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებებმა მოიპოვეს, დარჩენილი ორი ადგილისთვის კი ჯგუფის ოთხივე წევრი სხვადასხვა შანსით იბრძვის - ბელგია, მონტენეგრო, ბულგარეთი და საქართველო.

ჩვენი ნაკრების ჯგუფი
დან გასვლის მდგომარეობა ერთი შეხედვით მარტივია - უნდა დავამარცხოთ მონტენეგრო და ბელგიამ ბულგარეთს აჯობოს, თუმცა ეს ყველაფერი სათქმელად და დასაწერად ძალიან მარტივია.

Sportall.Ge

ილიას ზუროსის გუნდმა მეტოქეზე დამოკიდებულება მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, თუმცა ობიექტური ფაქტორებიც არსებობს, თუნდაც ტრავმები. ბულგარეთთან დაპირისპირებას რომ შევეხოთ, ჩვენი გუნდი თურქეთთან რთული გამარჯვების შემდეგ ფიზიკურ-ემოციურად გამოფიტული ჩანდა და საკუთარი თამაში ვერ იპოვა, მეტოქეებს კი ყველაფერი გამოსდიოდათ და სამქულიანებს წარმოუდგენელი პოზიციებიდან და სიზუსტით ესროდნენ. თუკი მოწინააღმდეგე ჩაგდებას ვერ ახერხებდა, მას მეორე შანსს ფარზე წაგებული ორთაბრძოლების შემდეგ ვაძლევდით.

საქართველოს ნაკრების სატურნირო მდგომარეობაზე ესპანეთის ნაკრების ბელგიასთან მარცხმაც იმოქმედა. სხვა შემთხვევაში ორი გამარჯვებით პლეი-ოფში გასასვლელად სხვის იმედად ყოფნა არ დაგვჭირდებოდა.

ახლა ყველას ბელგიის ქომაგობა გვიწევს, რომელსაც თავის მხრივ, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გამარჯვება სჭირდება. მატჩზე დასწრება უფასო იქნება და როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაცია, ასევე ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, "თბილისი არენაზე" მისვლისკენ მოგვიწოდებენ.

ბელგია-ბულგარეთი 18:15 საათზე, საქართველო-მონტენეგრო კი 21:00 საათზე დაიწყება.

altბულგარეთის 19 სამქულიანი, საქართველოს ნაკრების მარცხი და ჯგუფიდან გასვლის გართულებული შანსი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 38 /
საქართველოს არ ჰყავს სუსტი ნაკრები, მიუხედავად წაგებებისა მე მჯერა მათი და დიდი იმედი მაქვს რომ დღეს ისინი გვასახელებენ და გულშემატკივრებსაც გაახარებენ, თოკოს და საქართველოს ნაკრებს ჩვენი გვერდში დგომა ჭირდებათ, იმედი ბოლოს კვდება როდესაც სხვა საშველი არ არის, ხოდა მოდით ხალხო უგულშემატკივრეთ თქვენს ქვეყანას და ნაკრებს, ვაჩვენოთ რომ მათ გვერდში ვუდგავართ, თქვენ არ იცით ეს მათთვის რამხელა მოტივაცია იქნება, შეუძლებელი არაფერია, ჩვენ ვიგებთ!
პაატა
07 სექტემბერი 2022 16:43
1
ყველა წაგებაზე იმდენი იძახეს არაუშავს არაუშავსო რომ კატასტროფამდე მივედით - ვერავინ ვერ თამაშობს, ბურთის ჩაგდებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. დამწყები კალათბურთელები უფრო ზუსტად ტყორცნიან ვიდრე ეს შემადგენლობა. ბელგიამაც რომ მოიგოს მაინც ეჭვი მეპარება მონტენეგროს დამარცხება შეძლოს ამ წაგებებს შეჩვეულმა გუნდმა!!!!
ირაკლი
07 სექტემბერი 2022 16:32
2
თოკო ძმურად შენს კარიერას მიხედე და მართლა თავში არ აგივარდეს ე.წ. ლიდერობა! უკრაინაში ომი რომ არ დაწყებულიყო კიდევ მოსკოვში იქნებოდი, ასე რომ ცოტა თავმდაბლობას მოვუხმოთ ჯობია და "დაჭრილი არწივის" პოზიდან გამოდი ჩემო ძმაო... შენი არმიელობა უკან მოვიტოვეთ, ხოდა აქეთ ჭკუის დარიგებით იმდენს ნუ იზავ რომ განელებული ცუდი მოგონებები გააღვიო.
პაატა
07 სექტემბერი 2022 16:21
21
და როგორ ვიყვირო? ბელ - გია თუ ბელ-ჯუმ როგორ გაიგებენ ბიჭები უკეთ? ისე ბურჯანაძე, ბოქოლიშვილი, ჯინჭარაძე, სანაძე, ბერიშვილი, ცინცაძეც და მოკლედ ნახევარი გუნდი თუ წამოვა ბელგიის საყვირებლად უფრო კარგი იქნება - უფრო დაეხმარებიან ამით ნაკრებს.
იბერია
07 სექტემბერი 2022 16:10
2
რო გადიხართ სად გადიხართ მერე ისევ სირცხვილი უნდა ჭამოთ სროლა თქვენ არ იცით და ნაკრები დზმაკაცობით დაკომპლექტებული გაყავთ ხოდა იმკით შედეგს ბელგიას არა ისლანდიას კიდე
aleko
07 სექტემბერი 2022 16:01
5
მინდა ვკითხო შენგელიას, მე რომ ჩემი საქმე გადავდო და ბელგიას ვუქომაგო დარბაზში, თქვენ მონტენეგროს მოუგებთ?
დიმა
07 სექტემბერი 2022 15:46
7
ეეჰ თოკო, თოკო, დიდ პატივს გცემ მაგრამ სიმართლეს ვიტყვი და ნუ მიწყენთ - ასეთი სუსტი ნაკრები არასდროს გვყოლია და არანაირად არ იმსახურებენ (შენს გარეშე) პლეიოფში გასვლას! ნეტავ თავს გაფრთხილებოდი და მერე ვერც ბელგია მოგვიგებდა და ვერც ბულგარეთი. მაინც წარმატებები ნაკრებს
Fani
07 სექტემბერი 2022 15:46
1
ვინმეს გჯერათ ჩვენი მოგების? დავუშვათ და მონტენეგროს რაღაც ქართული ვირუსი შეეყარა და მოვუგეთ... ჰაჰაჰა..... უბრალოდ სირცხვილია ასეთი დონით ბერლინში ჩასვლა...
გუსანი
07 სექტემბერი 2022 15:42
3
ჯგუფიდან გასვლა როცა სათუოა და ამ ვარიანტით გავედით, წარმატებად უნდა ჩავთვალოთ. სიმართლე მწარედ და ამის აღიარება კაციშვილს არ უნდა - სროლა ა რ ვი ცით! ქეცბაიასი არ იყოს, ზუროსი ფოკუზნიკი ხომ არ არის? აშკარა აუტსაიდერები ვართ და 2 თამაშის მოგება მაქსიმუმის მაქსიმუმი იქნება
: )))))))
07 სექტემბერი 2022 18:17
0
ამას თავიდანვე ვამბობდი, ამხანაგური თამაშების ესე მიყოლებით წაგების მერე. ზედიზედ რამდენი ამხანაგური წააგეს, გუნდს ეტყობოდა რომ აკლდა მენტალობა, საბრძოლო ჟინი. და ამ ევრობასკეთზეც გამოჩნდა ეს. ესპანეთთან მოგებამ ცამდე აიყვანა ბბიჭები, არიქა მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს მოვუგეთო. არადა რეალურად შემადგენლიბას რომ ჩავხედოთ, იმ ესპანეთისას და ამ ესპანეთის რომელსაც ჩვენ მოვუგეთ ცა და დედამიწაა. მსოფლიო ჩემპიონი რომელი ნაკრებიც გახდა იმ ნაკრებიდან 8 კალათბურთელი არ იყო ამ ესპანეთში რომელსაც ჩვენ მოვუგეთ, თან ისეთები ვინც მართლა ლიდეეი იყო. აგერ ევრობასკეთზე დაბრუნდა რამოდენიმე ყველა არაა და კი ვნახეთ რაც გვიქნეს. თოკო დიდი ძალაა ამ ნაკრებისთვის ვიცი, მაგრამ, ესე ცუდად თამაში ნაკრების თოკოს არ ყოფნის ბრალი არ არის. ბითაძე და მამუკელაშვილი, ორი ნბა ში მოთამაშე კალათბრუთელი, მაკფადენი რომელიც კლუბში რომ თამაშობს ერთ თამაშში 8-9 სამქულიანს აგდებს ხოლმე, შერმადინი რომელიც ემვიპი გახდა ესპანეთის ჩემპიონატის. ამაზე ვარსკვლავური ნაკრები როდის უნდა გვყავდეს კიდე არ ვიცი. და რა ხეირი.
მურთო
07 სექტემბერი 2022 15:34
0
ჩვენი კალათბურთის პრობლემა იცით რა არის?!კრიტიკის არ მიღება,როგორც ფედერაციის მხრიდან ისე კალათბურთელების,იბრიქებიან უაზროდ!! და თქვენ თამაშებს არ უყურებთ? გადაახვიეთ და ნახეთ როგორ ახალბედებივით თამაშობთ და ბავშვურ შეცდომებს უშვებთ,ცოტა მეტი კრიტიკა თქვენი თავების მიმართ ფედერაცია და კალათბურთელებო!!!!
ირაკლი
07 სექტემბერი 2022 15:28
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული