შესაძლოა, სანაძეს, შენგელიას, ბითაძესა და კორკმაზს სანქციები დაეკისროთ - ფიბას ოფიციალური განცხადება

AutoSharing Option
გოგა ბითაძეს, დუდა სანაძეს, თორნიკე შენგელიასა და ფურკან კორკმაზს, შესაძლოა, ფიბასგან სანქციები დაეკისროთ. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემა Eurohoops-ი ავრცელებს.

მოგეხსენებათ, 2022 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მესამე სათამაშო დღეს, საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (88:83), დუდა სანაძესა და ფურკან კორკმაზს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ორივე მოთამაშე გააძევეს, ინციდენტი კი გასახდელში გაგრძელდა.

"საქმის მასალების, მათ შორის, ვიდეოკამერების ჩანაწერების ყურადღებით ნახვის შემდეგ ორგანიზაციამ დაიწყო დისციპლინარული სამართალწარმოება არასპორტული ქცევების გამო დუდა სანაძის, თორნიკე შენგელიას, გოგა ბითაძისა და ფურკან კორკმაზის მიმართ.
ფიბა მოითხოვს ყველა დაინტერესებული მხარისგან საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, სანამ ზომების შესახებ გადაწყვეტილება იქნება მიღებული" - წერია ფიბას ოფიციალურ განცხადებაში.

altგომელსკი: კორკმაზი პროვოკატორია - საქართველოსთვის ომის გამოცხადება არ უნდათ?

altკორკმაზი: ერთმანეთს გვირაბში მუშტები ვურტყით

alt"გასახდელში თავს 5 ადამიანი დაგვესხა" - კორკმაზის განცხადება

altსკანდალი - თურქები აცხადებენ, რომ ნამატჩევს თავს დაესხნენ და ტურნირის დატოვებას აპირებენ

მკითხველის კომენტარები / 15 /
ეტყობა გასახდელში ჩაუტარეს გაკვეთილი ქართული))
aqsadaqsa
16 სექტემბერი 2022 11:10
6
ასე იცის ბაქა ბუქმა და ღრუზინობის ხაზგასმამ, თუ პროფესიონალი ხარ მიყევი რა შენს საქმეს და კარგი თამაშით დასაჯე მოწინააღმდეგე თუ დასჯა გსურს, ეს რა იყო? ძველბიჭობა? მაგარი ხარ შენს მაყურებელთან ერთად? ასეთებს არ დატოვებდნენ რეაგირების გარეშე რათქმაუნდა, სამარცხვინო საქციელი. ვწუხვარ
ანა
16 სექტემბერი 2022 11:04
5
თურქი ხართ ? მართალია, თქვენი კალათბურთელი და მწვრთნელი ცუდად მოიქცნენ . ინტრიგანები არიან.
v
17 სექტემბერი 2022 10:46
3
სწულად გეთანხმები, ამასთან მიკვირს და მიხარია ჯერჯერობით მაინც დისლაიკებით რომ არ აგაფეთქეს!
Irakli
16 სექტემბერი 2022 12:56
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული