"გასახდელში თავს 5 ადამიანი დაგვესხა" - კორკმაზის განცხადება

AutoSharing Option
თურქეთის ნაკრების კალათბურთელმა ფურქან კორკმაზმა დუდა სანაძესთან დაპირისპირების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ფილადელფიას" მოთამაშის თქმით, გასახდელში მას 5 ადამიანი დაესხა თავს.

"პირველად დუდამ მომაყენა შეურაცხყოფა. არ ვარ ისეთი ადამიანი, ვინც ასეთ დროს ჩუმდება. გაძევების შემდეგ გასახდელისკენ წავედი. არანაირი უსაფრთხოების ზომები დაცული არ ყოფილა, სამი ქართველი მოთამაშე, მათ შორის, სანაძე და დაცვის ორი თანამშრომელი, ჩვენკენ გამოიქცა. ერთმანეთს მუშტებით გავუსწორდით. ეს ყველაფერი ქუჩის ჩხუბს ჰგავდა, ისინი თავს დაგვესხნენ და ჩვენ თავი დავიცავით" - განაცხადა კორკმაზმა.

შეგახსენებთ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო შეხვედრას "ბულგარეთის"
ნაკრების წინააღმდეგ ხვალ, 21:00 საათზე გამართავს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 16 /
აბა სამი კაცი დამესხა თავსო?ეხლა ხუთია, ხვალ შვიდი იქნება.თანდათან უმატებენ.
Status quo
19:36 06-09-2022
0
ეგ არა კაცი რამდენს ბედავს, თურქულ სერიალებს ვინც უკეთებს ექსპანსიას საქართველოში მიხვდებიან ის ტელევიზიები საქართველოს უბის გველები.
გეგენა
14:43 06-09-2022
0

სიახლეები პოპულარული