შესაძლოა, სანაძეს, შენგელიას, ბითაძესა და კორკმაზს სანქციები დაეკისროთ - ფიბას ოფიციალური განცხადება

AutoSharing Option
გოგა ბითაძეს, დუდა სანაძეს, თორნიკე შენგელიასა და ფურკან კორკმაზს, შესაძლოა, ფიბასგან სანქციები დაეკისროთ. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემა Eurohoops-ი ავრცელებს.

მოგეხსენებათ, 2022 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მესამე სათამაშო დღეს, საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (88:83), დუდა სანაძესა და ფურკან კორკმაზს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ორივე მოთამაშე გააძევეს, ინციდენტი კი გასახდელში გაგრძელდა.

"საქმის მასალების, მათ შორის, ვიდეოკამერების ჩანაწერების ყურადღებით ნახვის შემდეგ ორგანიზაციამ დაიწყო დისციპლინარული სამართალწარმოება არასპორტული ქცევების გამო დუდა სანაძის, თორნიკე შენგელიას, გოგა ბითაძისა და ფურკან კორკმაზის მიმართ.
ფიბა მოითხოვს ყველა დაინტერესებული მხარისგან საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, სანამ ზომების შესახებ გადაწყვეტილება იქნება მიღებული" - წერია ფიბას ოფიციალურ განცხადებაში.

altგომელსკი: კორკმაზი პროვოკატორია - საქართველოსთვის ომის გამოცხადება არ უნდათ?

altკორკმაზი: ერთმანეთს გვირაბში მუშტები ვურტყით

alt"გასახდელში თავს 5 ადამიანი დაგვესხა" - კორკმაზის განცხადება

altსკანდალი - თურქები აცხადებენ, რომ ნამატჩევს თავს დაესხნენ და ტურნირის დატოვებას აპირებენ

მკითხველის კომენტარები / 15 /
ზაზა ფაჩულია არავის უხრიდა ქედს მოედანზე ყველას საკადრის პასუხს ცემდა, მარა არასოდეს უკადრებია, რამდენიმე კაცი წაეყვანა და ვინმეს ქასახდელში შევარდნოდა.
რრრ
17 სექტემბერი 2022 11:56
5
ძველი ბიჭების ჯოგს არაფერი ესაქმება არც ევრობასკეტზე და არც მსოფლიოზე.
ეეე
17 სექტემბერი 2022 11:45
3
კომენტარების მიხედვით მგონია რომ არა ქართულ საიტზე შემოვედი
თაზო
16 სექტემბერი 2022 23:01
3
ძალიან დავიღალე ქართველი კალათბურთელების ჭიმიაობით!!!!
გიორგი
16 სექტემბერი 2022 20:56
4
ჩვენებები გასაგებია, მაგრამ კორკმაზის ქაჯობა მოგეწონა ? თანაც მეზღაპრეა, დაცვა თავს დამესხაო.
თანაც ისე სცემა 5 კაცმა, რომ 2 დღეში 40 წუთი ითამაშA.
v
17 სექტემბერი 2022 10:43
1
დაისჯებიან და სამართლიანიც იქნედა,პირიქით მიხარია კიდეც შენელიას ნაკრებში რომ ვეღარ ვნახავ,ის, რუსეთის არმიის კლუბში გადასვლისა და კალათბურთელების ნაწილის სამარცხვინო მხარდამჭერი კოლექტიური წერილის შემდეგ [სპორტი პოლიტიკასთან და ოკუპაციასთან რა შუაშიაო] ისეაც აღარ არსებობდა ჩემთვის, როგორც ნაკრების მოთამაშე. უწია კიდეც ცოდვამ, საერთოდ ვერ ითამაშა ევროზე. სანაძე არ ვიცი, მაგრამ ბითაძის გამკვირვებია-წაიკინკლავეს თამაშისას, გააძევეს ორივე, გაგრძელდა თამაში, მოიგე რის ვაივაგლახით, რაღა გინდაა.ეს კალიდორებში დახვედრა, საქმის გარჩევა და ჩხუბი რაღა უბედურეაააა..... შეიძლება მბა-ში მოსულა არ ვიცი..........
შულაია
16 სექტემბერი 2022 15:39
11
უკრაინის მწვრთნელს ურჩიეთ საქმეები,sixth man-ის ბიჭებს ურჩიეთ,ქორქმაზს ურჩიეთ და ვერ გავიგე კალათბურთელები ხართ თუ UFC-ის მებრძოლები,კარგით რაა, ვუყურებ ევრობასკეტს და თქვენნაირად არავინ იქცევა,მით უმეტეს რომ თქვენზე მაღალი დონის კალათბურთელები თამაშობენ!!ახლა ქართველ გულშემატკივრებსაც გაგვირჩიეთ საქმეები!!!ყველგა თავი როგორ უნდა შეირცხვინოთ!?
!!
16 სექტემბერი 2022 15:01
4
ნეტა ევრობასკეტი არ ჩატარებულიყო თბილისში,არაფერი სარგებელი ჩვენ არ მიგვიღია,პირიქით პრობლემები უფრო მეტი მივიღეთ!!!!!!!!
ირაკლი
16 სექტემბერი 2022 12:48
6
ჩვენს გარდა ევრობასკეტი, სამ ქვეყანაში ჩატარდა და არც ერთგან ასეთი ინციდენტი არ მომხდარა,ეს ძალინ ცუდია და დაარტყამს ჩვენს იმიჯს
გიორგი
16 სექტემბერი 2022 12:25
3
სანაძე უკლუბოდ არის და ვინღა აიყვანს კლუბში!!
ბექა
16 სექტემბერი 2022 12:12
1
ხოდა იმოქმედეთ ქართველნო, ჩვენ სამი ვზარალდებით ისინი ერთი ? როცა მაგათმა წამოიწყეს კომფლიქტი, რატომ არ ისჯება მწვრთნელი ? ინფასტრუქტურა დაგვიმტვრია, მსაჯი ფაქტობრივად გალახა და ჩვენი სახელმწიფო შეურაცყო, მეტი რა უნდა გაეკეთებინა ? რა შუაშია ცალ ხელა შენგელია ?
sport
16 სექტემბერი 2022 11:36
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული