საქართველოს ეროვნული ნაკრები ისლანდიაში 14 კალათბურთელით მიემგზავრება

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები ელის. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი გუნდისთვის მომავალი ფანჯრის მატჩები უაღრესად მნიშვნელოვანია – განსაკუთრებით კი მატჩი ისლანდიასთან, რომელიც ჩვენი უშუალო კონკურენტია მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლისთვის ბრძოლაში.

საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას სწორედ ისლანდიასთან გამართავს. მატჩი ჩვენგან შორეულ რეიკიავიკში, 11 ნოემბერს, თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება. ჩვენი გუნდი ისლანდიიდან ჩარტერული რეისით, მატჩის შემდეგ გამოემგზავრება, რათა თბილისში, იტალიასთან 14 ნოემბერს დაგეგმილი მატჩისთვის მოემზადოს. ესპანეთთან ერთად ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი იტალია “თბილისი არნაზე” ილიას ზუროსის გუნდს 14 ნოემბერს,
19:00 საათზე დაუპირისპირდება.

მომავალი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ეროვნული გუნდი 7 ნოემბერს პირდაპირ ისლანდიაში შეიკრიბება, სადაც ნაკრების წევრები იმ ქვეყნებიდან ჩავლენ, სადაც ამჟამად იმყოფებიან. საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშეები, ლეგიონერები და ნაკრების უცხოელი მწვრთნელები ერთმანეთს მიუნხენის აეროპორტში შეხვდებიან და რეიკიავიკში 7 ნოემბერს, გამთენიისას იქნებიან. ჩვენი გუნდი რეიკიავიკში 4 დღის განმავლობაში ივარჯიშებს, ხოლო 11 ნოემბერს, “ლაუგარდალსჰოლში” ისლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელსაც საქართველოზე 1 მოგებით მეტი აქვს და ყველაფერი იქით მიდის, რომ სწორედ ამ ორი გუნდიდან ერთ-ერთი მიიღებს ჩვენი ჯგუფიდან მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 საგზურს. დიდი ალბათობით, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურებს მოიპოვებენ ამჟამად ჯგუფის 1-2 ადგილებზე თანაბარი ქულებით მყოფი ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი და იტალია.

სასიხარულოა, რომ ისლანდიაში საქართველოს ნაკრებს თორნიკე შენგელია დაეხმარება, რომელმაც მსოლფიო საკვალიფიკაციოს წინა ფანჯრის დროს, 24 აგვისტოს, ჰოლანდიასთან მატჩში მხრის ტრავმა მიიღო და მწყობრში ამ დღეებში ჩაგდა. შენგელია ნაკრებში ჩასვლამდე თავის იტალიურ კლუბ “ვირტუსში” ითამაშებს სერია A-სა და ევროლიგის მატჩებს და ნაკრებს რეიკიავიკში 10 ნოემბერს შეუერთდება. ორი დღით ადრე, 8 ნოემბერს ჩავლენ ისლანდიაში ესპანეთში მოთამაშე ჩვენი ნაკრების წევრები – გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი. იმ 12 კალათბურთელს, რომლებიც 11 ნოემბერს ისლანდიას დაუპირისპირდებიან, ილიას ზუროსი თამაშის წინა დღეს დაასახელებს.

ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ილიას ზუროსს 2 ასისტენტი: გეორგიოს ლიმნიატისი და ანატოლი ბოისა ეყოლება. ჩვენს ეროვნულ ნაკრებში 10-წლიანი მუშაობის შემდეგ მილოშ გლიგორიევიჩმა საქართველო დატოვა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამდენი უგუნდო კალათბურთელი უკვე სირცხვილია რა.
რრრ
19:15 04-11-2022
2
სამარცხვინოდ ჩაგდებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ყველამ პირში წყალი დაიგუბა. Aრანაირი ანალიზი, არანაირი კრიტიკა, არანაირი პასუხისმგებლობა. ვითომც არაფერი. "რა ვქნათ კალათბურთელები არ გვყავს" და მორჩა, არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს. ასაკობრივი ნაკრებების წარუმატებლობა
წარუმატებლობაზე - ასევე სრული სიჩუმე და არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს.არ შეიძლება ასე. დაღუპავენ ქართულ კალათბურთს.
არტ
01:53 06-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული