საქართველოს ნაკრებმა რეიკიავიკში უმძიმეს მატჩში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა რეიკიავიკში ისლანდია 88:85 დაამარცხა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: სანაძე, ცინცაძე, მაკფადენი, შენგელია, შერმადინი. დებიუტში მარცხენა ფეხი შერმადინმა იტკინა და მოედნის დატოვება მოუწია. მეტოქეს სამქულიანები არ წაუვიდა, საქართველოს ნაკრები კი ქულებს ძირითადად შენგელიას ძალისხმევით აგროვებდა, ცინცაძემ ორი სამიანი, ხოლო მაკფადენმა ერთი ჩააგდო და 20:10 დავწინაურდით. შემდეგ შერმადინიც დაბრუნდა და პირველი მეოთხედი 9 ქულით მოვიგეთ.

მეორე პერიოდის დასაწყისში ზუროსმა შენგელია დაასვენა, მასპინძლებმა ანგარიშის 2 ქულამდე შემცირება მოახერხეს, თუმცა
თორნიკეს დაბრუნებისთანავე სიტუაცია შეიცვალა და პირველი ტაიმი 45:38 დასრულდა.

მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა ცუდად დაიწყო, უამრავი შეცდომა დაუშვეს, რითაც მოწინააღმდეგემ ისარგებლა და 7 ქულით წინ გავიდა. ამას ანდრონიკაშვილის ჩაჭრა, მისი ორი ზუსტი სამიანი და შენგელიას ორიანი მოჰყვა და სხვაობა 3 ქულამე შემცირდა. გადამწყვეტი მეოთხედი ისლანდიამ უკეთ დაიწყო, 8 ქულით გაიქცა, ბერიშვილმა 2 სამიანით უპასუხა, მაგრამ მასპინძლებმა უპირატესობა მალევე დაიბრუნეს. მერე ბერიშვილმა, სანაძემ და შენგელიამ სამიანები ჩააგდეს და 7 ქულით გავედით წინ. ისევ დაუშვა საქართველოს ნაკრებმა შეცდომები, მეტოქემ ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა, სიტუაცია უკიდურესად დიძაბა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება ჩვენს გუნდს დარჩა.

27 ქულითა და სარგებლიანობის 26-იანი კოეფიციენტის მატჩის ყველაზე შედეგიანი და საუკეთესო მოთამაშე შენგელია გახდა, რომელმაც 11 მოხსნა და 4 პასიც მიითვალა. შერმადინმა ორმაგი დუბლი შეასრულა (10 ქულა და 11 მოხსნა), სანაძემ 13 ქულა ჩააგდო, მაკფადენმა 12, ბერიშვილმა 9, ცინცაძემ 7, ანდრონიკაშვილმა 6, ბოქოლიშვილმა და ჯინჭარაძემ 2-2. მასპინძელთაგან 19 ქულა ფრიდრიკსონმა ჩააგდო, 16 სტეინარსონმა, 15 ჰინასონმა (პლუს 10 მოხსნა), 13 იონსონმა.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 14 ნოემბერს თბილისში იტალიასთან გამართავს და მოგების შემთხვევაში, მსოფლიოს ჩემპიონატს მიუახლოვდება.

მკითხველის კომენტარები / 16 /
შეკითხვა: რამდენი შედეგიანი კომბინაცია გაათამაშა საქართველოს ნაკრებმა შეტევაში თამაშის მეორე ნახევარში?
მე ერთიც კი არ მახსენდება, თქვენ?
და ამაზე ვინმე მუშაობს საერთოდ? თუ მუშაობს როდისმე დავინახავთ შედეგს?
ქორ-პარიკმახერი
13 ნოემბერი 2022 01:32
0
პირველი ტაიმის მეორე პერიოდის დამთავრებამდე 3:11 წუთზე ისლანდიელმა N6 ჯონ გუდმუნდსონმა ზუსტი საჯარიმოთი ჩაგვიგდო მე-20 000-ე ქულა (იგულისხმება საქართველოს ნაკრების ყველა თამაში). საქართველოს ნაკრებს მე-20 000 ქულის ჩაგდება მეტოქის კალათში უწევს ან იტალიასთან ან შემდეგ ნიდერლანდებთან.
სტატისტიკა
12 ნოემბერი 2022 18:58
1
არავის კრიტიკა არ მიყვარს, მარა როგორ არ ვუსაყვედურო დუდას და რატის მათი ნიჭის და მონაცემების კალათბურთელი, რატომ უნდა იყოს უგუნდოთ, მიზეზი ერთია სიზარაცე.
გოგი
12 ნოემბერი 2022 14:11
2
ყოჩაღ ბიჭებო მოსაგები მოიგეთ , რამხელა ძალაა თოკო ფაქტიურად წინა დღეს ჩავიდა თამაში მოიგო ეგ არი პატრიოტიზმი , ევროპაზე თოკოს ქულუბი მინიმუმ ჯქუფიდან გავიდოდით ფაქტიბრივად მისმა ტრამვამ დაანგრია ნაკრები ტაქტიკურად და მორალურად, უნდა ვითამაშოთ მსოფლიო აუცილებლად , იტალიასთან თქვენ გვერდით ვართ
Soso
12 ნოემბერი 2022 13:07
0
პრესინგის წინააღმდეგ ყველა სპორტში გვიჭირს, 7 ქულიდან 1 ზე ისე ჩამოვედით იმათ ნახევარზე არ გადავსულვართ
მ.მ
12 ნოემბერი 2022 10:57
2
Da es berishvili evropaze skamze kavdat mteli turniti...makfadeni da shermadini daberdnen tu ra chirt?evopac chaagdes da gushinac ragac inertulebi ikvnen...
Givi
12 ნოემბერი 2022 10:41
0
ამ ჯინჭარაძეს ან სროლა ასწავლონ ან უთხრან ისროლოს ხოლმე, კარგია დაცვაში მარაა შეტავში სულ 4 ვრჩებით ეგ რო მოედანზეა, მეტოქე არ იყვანს იციან რო არ ისვრის , პიროვნულად არაფერს ვერჩი, მარა ასეთ მეტოქესთან არმგონია აუცილბელი იყოს ასეთი პერსონალური მცველი
Giga
12 ნოემბერი 2022 10:20
0
კარგია რომ გავიმარჯვეთ, მაგრამ არ ველოდი რომ ასეთ უსახელო გუნდთან ასე გაგვიჭირდებოდა, ჩვენი გუნდიც ერთ ორ კალათბურთელზეა დამოკიდებული, რაც ცუდია, არ გვყავს სრულყოფილი შემცვლელები, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ გუშინ ყველამ თავი დადო და შესანიშნავად ითამაშეს, შენგელია ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ ბოლოს ის ორი შეცდომა კინაღამ ძვირად დაგვიჯდა, ბერიშვილი კარგი იყო, ანდრონიკაშვილმაც გააკეთა თავისი საქმე,ცალკე აღსანიშნავია სანაძის თამაში, რომელმაც განაპირობა დიდწილად თამაშის მოგება
Nukri
12 ნოემბერი 2022 10:19
3
usaxelo rogoraa she kai adamiano chempionatic shenze uketesi akvt da 15 clis cinac mogigo da yvela isvris mshvenivrad.
suares
12 ნოემბერი 2022 11:49
3
ყოჩაღ ბიჭებს, ხედავთ? ოდნავ გამოსწორდა სამქულიანებისა და საჯარიმოების სროლა, ეგრევე მოვიგეთ. ბოლოში აღებული ჯარიმა სწორი იყო, მაგრამ იმ წამში კი არა, 4-5 წამის შემდეგ უნდა აეღოთ და თამაშის დამთავრებამდე 2-3 წამი დარჩებოდა.
ჟორა გაბრიჭიძე
12 ნოემბერი 2022 10:04
0
დიდი მადლობა ჩვენს ნაკრებს ასეთი თამაშისთვის. თავი არ დაუზოგავთ. სამქულიანები შესამჩნევად გამოვასწორეთ. და რაც მთავარია, მთელი თამაში იგრძნობოდა, რომ კლასით მაღლა ვიდექით ისლანდიელებზე
გიორგი
12 ნოემბერი 2022 02:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული