საქართველოს ნაკრებმა დრამატულ მატჩში იტალიასთან სამწუხარო მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები „თბილისი არენაზე“ იტალიასთან 84:85 დამარცხდა.

მეტოქე რიგი წამყვანი კალათბურთელების გარეშე გვეწვია და დანაკლისი მეტადრე წინა ხაზში ჰქონდათ, რისი გამოყენებაც ჩვენს გუნდს მართებდა. თქვა კიდევაც მოწინააღმდეგის მწვრთნელმა პოცეკომ, რომ ქართველებს სიმაღლეში უპირატესობა ექნებოდათ და შერმადინისა და შენგელიას შესაჩერებლად დიდი ტაქტიკური სამუშაოს შესრულება მოუწევდათ.

დებიუტი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, სტუმრები 5:0 დაწინაურდნენ, თუმცა მასპინძლებმა მალევე მოახერხეს წინ გასვლა. იტალიელები დაცვაში კარგად თამაშობდნენ, შენგელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, პერიმეტრიდან ზუსტად ისროდნენ და პირველი მეოთხედი 19:25 წავაგეთ. მეორე
პერიოდში ვიზავიმ სამი ტექნიკური მიიღო, პოცეკო განერვიულდა, ჰალსტუხი მოიძრო, გადააგდო, მანიონის მატჩის დასრულება მოუწია, სანაძემ საჯარიმოები გამოიყენა, შემდეგ სამქულიანიც მიაყოლა, მაგრამ პირველი ტაიმი 40:43 დავთმეთ.

საქართველოს ნაკრები მოწინააღმდეგეს სამწამიანში არ უშვებდა, თუმცა პერიმეტრზე გვჯაბნიდნენ. შენგელია ქულებს ვერ აგროვებდა და მესამე მეოთხედის დასაწყისში 8 ქულით გაგვექცნენ. მერე სანაძისა და ცინცაძის ძალისხმევით და თამაშიდან თორნიკეს მიერ მოპოვებული პირველი ქულებით წინ გავედით, მაგრამ იტალიამ მაინც შეძლო გადამწყვეტი პერიოდის წინ 2 ქულით დაწინაურება.

ისევე, როგორც მთელი შეხვედრა, მესამე მეოთხედიც ძალიან დაძაბული გამოვიდა. ბერიშვილის ორი სამიანით 5 ქულით წინ გავედით. ამას იტალიელთა 4 სამქულიანი და მათი დაწინაურება, ბერიშვილის მორიგი სამიანი მოჰყვა. უკანასკნელ წუთზე პაიოლამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ბოლოს შენგელიამ ბურთი ვერ ჩააგდო და სამწუხარო მარცხი განვიცადეთ.

ჩვენი გუნდიდან 15 ქულით ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო, 14-14 ქულა შერმადინმა და სანაძემ ჩააგდეს, 13 - მაკფადენმა, 11-11 - ცინცაძემ და ბერიშვილმა, 4 - ანდრონიკაშვილმა, 2 კი - ბექაურმა. სტუმართაგან 15-15 ქულა სპისუსა და ტესიტორის ანგარიშზეა.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს გასვლაზე აუტსაიდერ ნიდერლანდებთან გამართავს, 26 თებერვალს ისლანდიას უმასპინძლებს (რომელიც დღეს უკრაინასთან 72:79 დამარცხდა) და მესამე ადგილით მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის კარგი შანსი აქვს.

მკითხველის კომენტარები / 53 /
კალათბურთზე პოპულარული რანაირადაა რაგბი ვერ ამაომიხსნია. საოცარი თამაში იყო
Semi
14 ნოემბერი 2022 22:08
11
ნამდვილად საოცარი თამაში იყო, მაგრამ რაგბი რა შუაშია?
ჯაბა
14 ნოემბერი 2022 23:07
1
ეხლა დიდი ექპერტი არ ვარ ,მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე.ხედავ რომ სამქულიანებს თითქმის ყველას აგებენ და დაახლოებით ერთ მეტრში უდგანან ან საერთოდ არ უდგანან მსროლელს.ხომ შეიძლება უფრო ახლოს ეთამაშო,აი ფეხბურთში რომაა გამოთქმა,ფეხზე დააჯექიო,იმ პონტში.არ ვიცი რა,ისეთავისუფლად ესროდნენ რო რავიცი.მერე შეტევაში ამდენი ბურთის დაკარგვა....ვინ ფანატიკოსი ამდენს.კი იბრძოლოს, მაგრამ ძალი ან ბევრი, ასე ვთქვათ ბრაკი აქვთ.არ შემიძლია არ გამოვყო ბერიაშვილი.რა საჭირო დროს აგდებდა სამქულიანებს.დაჟე თამაში რომ მორჩა,იტალიელთა მწვრთნელი რაღაცას ეუბნებოდა,ეტყობოდა კომპლიმენტის პონტში.წარმატებები ბიჭებს,მაგრამ ამდენი შეცდომებით ძნელია მოგება.
კახა ქ.
14 ნოემბერი 2022 21:52
2
ასეთ საჩუქარს რომ მიიღებ და 6 წამში სროლაზე ვერ გახვალ, დანარჩენი რაზე უნდა ისაუბრო?! ზუროსი წლების წინ იყო გასაშვები, მაგრამ რაღაც ვალი გვაქვს ეტყობა.
???
14 ნოემბერი 2022 23:33
1
ჰოლადიაში მოგება და მერე ისლანდია უნდა გავანადგუროდ მოთამაშეებმა და დარბაზმა მაგარი აურა იყო არადა რა კარგი დასასრული გამოდიოდა
Soso
14 ნოემბერი 2022 21:47
1
კარგით რაა, არ მოვდიოდი ნერვეზმნთქი და მაინც გამამწარეს!
სამწამიანი როგორ სამარცხვინოდ წააგეს! არ დაიწყოთ ახლა სამქულიანებით ამოგვავსეს და არ გაგვიმართლა და ა.შ. ამდენი უაზრო შეცდომა, ამდენი უაზრო დაკარგვა და სამწამიანში ასე სამარცხვინოდ ჩასვრა.
არ ვიმსახურებდით გამარჯვებას , არანაირად!
ბს
14 ნოემბერი 2022 21:24
8
მაკფადენმა წააგო ეს თამაში ამის დასტურად ბევრი არგუმენტი არსებობს
geo
14 ნოემბერი 2022 23:20
8
სამწამიანში რომ ბურთი თავზე დაგვახიეს, ეგეც მაკძადენის ბრალია? სირცხვილია ბოლობოლო საკუთარ ფარზე რომ ვერ ხსნი ბურთს და ამას გამთამაშებელს აბრალებ
ბს
15 ნოემბერი 2022 13:08
0
მაკფადენი გასაგდებია , მაგან წააგო ბოლოს რაც ისროლა ყველა გააფუჭა, თუ არადა სანამ გააფუჭებდა მანამდე ჩააბარა ბურთი უაზროდ, ბოლოს კი დააგვირგვინა -- რაღაც სასწაულად მოცემულ შანსში 6 წამიან მონაკვეთში ბურთი ათრია და ისეთ დროს მიაწოდა თოკოს აზრი რომ აღარ ჰქონდა ! ვინ გამოიძიება თუ არა და გაყიდულ თამაშს თამაშობდა ნაღდი
ვახსიმონტო
14 ნოემბერი 2022 21:48
10
რომ წერთ ,, სამწამიანში მოწინააღმდეგეს არ უშვებდაო" თქვენ მგონი ამ თამაშს არ უყურებდით.. რამდენი მოგვიხსნეს ჩვენ ფარზე?! და რამდენჯერ ქონდათ ამის გამო ერთ შეტევაში რამდენიმე შანსი? ერთ შეტევაში რომ იმდენჯერ მოგიხსნიან და იმდენჯერ ესვრიან სამქულიანი ვიდრე არ ჩაგიგდებენ წააგებ აბა რა იქნება, იძახეთ მერე სამწამიანიდან არ ვასროლიებთო. ესვრიან სამიანს მოგიხსნიან კიდევ ესვრიან კიდევ მოგიხსნიან და ასე სანამ არ ჩააგდებენ.
ქორ-პარიკმახერი
15 ნოემბერი 2022 13:17
0
ჰაერში თამაშზე საერთოდ ნუ ვილაპარაკებთ. 99% გვაჯობეს ყველანაირად
:)))))))))))
15 ნოემბერი 2022 13:38
0
მაკდაფენი უნა გავუშვათ
მაკდაფენი უნა გავუშვათ
14 ნოემბერი 2022 21:53
12
მართალია, თორნიკეს თითქოს მთელი თამაში ეძინა...
გიორგი 50
15 ნოემბერი 2022 14:04
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული