საქართველოს ნაკრებმა დრამატულ მატჩში იტალიასთან სამწუხარო მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები „თბილისი არენაზე“ იტალიასთან 84:85 დამარცხდა.

მეტოქე რიგი წამყვანი კალათბურთელების გარეშე გვეწვია და დანაკლისი მეტადრე წინა ხაზში ჰქონდათ, რისი გამოყენებაც ჩვენს გუნდს მართებდა. თქვა კიდევაც მოწინააღმდეგის მწვრთნელმა პოცეკომ, რომ ქართველებს სიმაღლეში უპირატესობა ექნებოდათ და შერმადინისა და შენგელიას შესაჩერებლად დიდი ტაქტიკური სამუშაოს შესრულება მოუწევდათ.

დებიუტი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა, სტუმრები 5:0 დაწინაურდნენ, თუმცა მასპინძლებმა მალევე მოახერხეს წინ გასვლა. იტალიელები დაცვაში კარგად თამაშობდნენ, შენგელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, პერიმეტრიდან ზუსტად ისროდნენ და პირველი მეოთხედი 19:25 წავაგეთ. მეორე
პერიოდში ვიზავიმ სამი ტექნიკური მიიღო, პოცეკო განერვიულდა, ჰალსტუხი მოიძრო, გადააგდო, მანიონის მატჩის დასრულება მოუწია, სანაძემ საჯარიმოები გამოიყენა, შემდეგ სამქულიანიც მიაყოლა, მაგრამ პირველი ტაიმი 40:43 დავთმეთ.

საქართველოს ნაკრები მოწინააღმდეგეს სამწამიანში არ უშვებდა, თუმცა პერიმეტრზე გვჯაბნიდნენ. შენგელია ქულებს ვერ აგროვებდა და მესამე მეოთხედის დასაწყისში 8 ქულით გაგვექცნენ. მერე სანაძისა და ცინცაძის ძალისხმევით და თამაშიდან თორნიკეს მიერ მოპოვებული პირველი ქულებით წინ გავედით, მაგრამ იტალიამ მაინც შეძლო გადამწყვეტი პერიოდის წინ 2 ქულით დაწინაურება.

ისევე, როგორც მთელი შეხვედრა, მესამე მეოთხედიც ძალიან დაძაბული გამოვიდა. ბერიშვილის ორი სამიანით 5 ქულით წინ გავედით. ამას იტალიელთა 4 სამქულიანი და მათი დაწინაურება, ბერიშვილის მორიგი სამიანი მოჰყვა. უკანასკნელ წუთზე პაიოლამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ბოლოს შენგელიამ ბურთი ვერ ჩააგდო და სამწუხარო მარცხი განვიცადეთ.

ჩვენი გუნდიდან 15 ქულით ყველაზე შედეგიანი შენგელია იყო, 14-14 ქულა შერმადინმა და სანაძემ ჩააგდეს, 13 - მაკფადენმა, 11-11 - ცინცაძემ და ბერიშვილმა, 4 - ანდრონიკაშვილმა, 2 კი - ბექაურმა. სტუმართაგან 15-15 ქულა სპისუსა და ტესიტორის ანგარიშზეა.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს გასვლაზე აუტსაიდერ ნიდერლანდებთან გამართავს, 26 თებერვალს ისლანდიას უმასპინძლებს (რომელიც დღეს უკრაინასთან 72:79 დამარცხდა) და მესამე ადგილით მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის კარგი შანსი აქვს.

მკითხველის კომენტარები / 53 /
საქმე არის მარტივად - მუდმივად კაცი გვრჩება პერიმეტრზე და მეტოქეს სულ უპირატესობა აქვს. იტალიელებმა ბევრი გააფუჭეს და ამიტომ ეს ანგარიში მათ უპირატესობას არ ასახავს. ბოლო რამდენიმე შეტევაც პირდაპირ შევასეირნეთ ფარში და ეხლა ვაბრალებთ მაკ ფადენს და შენგელიას - აი, რომ ჩაეგდო და ა.შ. მანამდე ანგარიშში ,5 ქულით წინ ვიყავით და მარტივად გავანიავეთ. იქამდეც ქვეყნის შეტევა გავაფუჭეთ და ასე იტალია კი არა, ნებისმიერი მოგვიგებს. თუ რამე არ შევცვალეთ, იმედი იმისა, რომ ჰოლანდიას გასვლას მოვუგებთ და შემდეგ ისლანდიას , ტყუილად გვექნება
: )))))))
15 ნოემბერი 2022 09:45
0
ჩვენი ღვაწლმოსილი კალათბურთელები ცოტა მალე გვეღლებიან.
ახალი მწვრთნელი გვინდა, აშკარად!
მაკფადენიც მოგვიძველდა!
თენგო
15 ნოემბერი 2022 09:04
1
სამდღიან ინტერვალში ამხელა მანძილის დროულ და ორგანიზებულ დაფარვას ჭირდება ჩარტერული რეისი. იმის მაგივრად რომ გუნდმა ნორმალურად დაისვენოს, ძალები აღიდგინოს და ნორმალური შეკრება ჩაატაროს, დროს ვკარგავთ უაზრო გადაჯდომებში, რამდენიმე საათიან ლოდინში აეროპორტებში და მერე გვიკვირს, რატომ იყო ამდენი კარგვები, რატომ ვერ მოასწრო თოკომ სროლა, რატომ ვერ ვმოძრაობდით და რატომ გვიჭირდა პრესინგის დაძლევა. ფედრაციავ და მთავრობავ, თუ ხალხის გახარება გინდათ, მარტო ეროვნული ნაკრების მაისურით საჯაროდ გამოჭიმვა არ კმარა. დაგენიშნათ ერთი ჩარტერული რეისი, გუნდი მოწესრიგებულად მოივლიდა ამხელა გზას და დასვენებისა და ვარჯიშის დროც დარჩებოდა. მთავრობას თუ მაგის შნო არა აქვს, გეთქვათ რომელიმე ატკატიან და ბიუჯეტური სახსრების მჭამელ მილიონერ პარლამენტარისთვის, ის მოგიგვარებდათ მაგ საკითხს. თფუი, თქვენი, ამას თუ სახელმწიფო და ქვეყანა ქვია.
კოკო
15 ნოემბერი 2022 05:54
2
რით წავაგეთ ეს და ევროპის ჩემპიონატის თამაშები?პერიმეტრიდან გაშვებული ქულებით.ხომ ასეა?რა არის საჭირო,პერიმეტრი რომ დაკეტო?დაცვის სწრაფი მოძრაობა და ბურთის მიმღების სწრაფი დაკეტვა,რომ სროლა დამიზნებულად ვერ შესძლოს.ამისათვის საჭიროა ყველა კალათბურთელი მონაწილეობდეს მატჩში და ინარჩუნებდეს მაღალ ტემპს.ჩვენ კი,მთელ თამაშს,მაქსიმუმ 8-9 კაცით ვატარებთ,რომელთა ნაწილიც,უკვე ასაკშია და აღარც სისწრაფე ჰკმარა და აღარც გამძლეობა,მთელი თამაში,ასეთი დატვირთვებისათვის.გადაღლილს,მოძრაობის კოორდონაციაც უფუჭდება,აზროვნების სისწრაფეც და ტყორცნის სიზუსტეც.აქედანაა ბოლო წუთებში მუდმივად არასწორი გადაწყვეტილებებს მიღება და აიხსნელი დაკარგვები. გუნდში თუ სულ ცოტა 10 საიმედო კალათბურთელი მაინც არაა,შეუძლებელი ხდება,ზედიზედ ორი დაძაბული მატჩის მოგება.ლიდერებს ასაკი ემატებათ,საქართველოს ჩემპიონატი კი,საკმაოდ დაბალი დონისაა და სტაბილურად საიმედო კალათბურთელებს ვერ გვაძლევს.ნბაში წასულებიც,ვერაფერში გვადგებიან და ვართ იქ,სადაც ვართ.დღეს ისეთი მდგომარეობაა,რომ ისლანდიას სახლშიც თუ მოვუგეთ,მსოფლიოს პირველობაზე გავალთ,მაგრამ ეს პრობლემებს ვერ მოგვიხსნის.2-3 წელიწადში,საკადრო კრიზისი,კიდევ უფრო გამძაფრდება და საეჭვოა ქართულმა კალათბურთმა იმ დროისათვის ნაკრებიდან წამსვლელი ვეტერანების სრულფასოვანი ჩანაცვლება შესძლოს.უფრო სწორად,დღევანდელი გადასახედიდან,ეს გამორიცხულია.კარგია,რომ ევროპის ჩემპიონატმა,ეს საკალათბურთო სასახლე მაინც დაგვიტოვა,იმ საშინელი იმედის გაცრუების გარდა,მაგრამ თუ ამ დარბაზის რესურსი,ქართული საკალათბურთო კადრების მაღალ დონეზე მოსამზადებლად ვერ გამოვიყენეთ,მაშინ კაპიკი ყოფილა მისი ფასი.უცხოეთში ბავშვების გაგზავნა,ჩვენ პრობლემებს ვერ აღმოფხვრის.მათი აქ გაზრდაა საჭირო და მერეღა გაშვება.
სოსო
15 ნოემბერი 2022 18:22
0
ესენი იტალიელებს არ გვანან. არც კალათბურთელებს. ფეხბურთელებივით იზეიმეს. გუნდური თამაში უნდა ასწავლონ ბავშვებს, გაიზრდებიან და შედეგიც მოვა
-
15 ნოემბერი 2022 00:57
3
ოდნავ ჩახედულისთვის მგონია ყველაფერი გასაგებია, კი მწირია რესურსი და რაც გვაქვს იმასაც ვერ ვიყენებთ, ვისი ბრალია ან სისუსტეა ეს? ზუროსის და ლეგიონერის, გავაქართველეთ ეტყობა თედი, არასტაბილურია... არაპროფესინალურია როცა არ მიგდის თამაში და ჯიუტად იღებ საკუთარ თავზე, რას აკეთებს ამ დროს ზუროსი? ..პრეტენზიები სხვა კალათბურთელებსაც ეკუთვნით პროგრესის უქონლობის გამო. რა გვინდა ამ დონით მსოფლიოზე ?, ჩავაგდეთ ევროპა და განალიზდა ეს ფედერაციისგან. მარტო გულანთებულობით თამაშებს ვერ მოიგებ....კიდევ დამტკიცდა ბაგაცკისის რეპლიკის საფუძლიანობა...
გუსანი
14 ნოემბერი 2022 22:51
5
Makfadens ashkarad regresi aqvs wina tamashis merec davwere,tokom pirveli taimi chaagdo mere araushavda, berishvils wauvida srola da gadamwkvet momentshi mainc makfadeni isroda ver gavige raa...da kidev bevrjer vkargavt uazrot burts da gasaxdelidan nasrolic vardeba chvens kalatshi ukve meramdeneed...
Givi
14 ნოემბერი 2022 22:30
1
თოკოს ენაცვალოს ყველა, ყველას გვიყვარს, მაგრამ კაპიტანს, რომელსაც ერთ თამაშში 6 დაკარგვა ააქვს(შეიძლება მეტიც), არ ეკადრება... მე მინდა ვთხოვო ჩვენს ღირსეულ კაპიტანს, რომელმაც, წინა თამაშში ისლანდიასთან მართლა კაპიტანი იყო, გადაახვიოს იტალიასთან თამაში და გაანალიზოს საკუთარი თამაში და ფიზიკური მზადყოფნა, მე ხაზს ვუსვამ ,,ფიზიკურს'', თორემ ბურთი ზოგჯერ შეიძლება ვერ ჩავარდეს ან თამაში ვერ წაგივიდეს... თორნიკე, ჩვენი იმედი ხაარ და მაგიტომ გვეტკინა განსაკუთრებით შენი ,,ჩავარდნა''... ეს აღარ უნდა განმეორდეს...
გიორგი-50
15 ნოემბერი 2022 19:06
0
არადა სულ ცოტა დაგვაკდა მოგებამდე მოგება მაინც სულ სხვააა :)
nika
15 ნოემბერი 2022 12:37
0
დასანანი მარცხი იყო...
tngh
15 ნოემბერი 2022 12:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული