ფიბამ ევრობასკეტზე მომხდარ ინციდენტზე გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებსა და თურქეთს შორის 2022 წლის ევრობასკეტის მატჩში (88:83) მომხდარ ინციდენტზე ფიბამ გამოძიება დაასრულა და კონფლიქტში მონაწილე კალათბურთელები, ასევე ფედერაციები დააჯარიმა.

ფიბას რეგულაციების შესაბამისად, სადისციპლინო კომიტეტმა შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო:

გოგა ბითაძე - 15 000 შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდა, ასევე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე მსგავს საქციელს ჩაიდენს, 5 ოფიციალურ შეხვედრას გამოტოვებს და ახალ სანქციებს მიიღებს.

დუდა სანაძე - 3 000 შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდა და 3 წლიანი გამოსაცდელი ვადა მიიღო. მსგავს ინციდენტში კიდევ ერთხელ მონაწილეობის შემთხვევაში კი 1
ოფიციალურ მატჩს გამოტოვებს და ახალი სანქციები დაეკისრება.

თორნიკე შენგელია - 5 000 შვეცარიული ფრანკით დაჯარიმდა და 3 წლიანი გამოსაცდელი ვადა მიიღო. მსგავსი საქციელის ჩადენის შემთხვევაში, მოთამაშე 2 ოფიციალურ მატჩს გამოტოვებს და ახალ სანქციებს მიიღებს.

ფურკან კორკმაზი - დაჯარიმდა 6 000 შვეიცარიული ფრანკით და თუ მსგავს ინციდენტში მიიღებს მონაწილეობას 3 ოფიციალურ მატჩს გამოტოვებს და ახალი სანქციები დაეკისრება.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია 40 000 შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდა, თურქეთის კალათბურთის ფედერაცია კი 15 000 შვეიცარიული ფრანკით - ნათქვამია FIBA-ს ოფიციალურ წერილში

alt"ასეთი დონის მოთამაშეებისგან ამგვარ საქციელს არ ველოდი" - ერგინ ატამანის ვრცელი კომენტარი გუშინდელ მატჩზე

მკითხველის კომენტარები / 15 /
გავუკოტრებივართ ამ ნა@@@@@ფიბას.
ჯანაშია ვაგნერი.
18 დეკემბერი 2022 01:55
2
მადლობა ვთქვათ, რომ დისკვალიფიკაცია არ მოგვცეს თორემ თოკოს და დუდას დაკლება მსოფლიოს ბოლო ორი შესარჩევისთვის თებერვალში კატასტროფა იქნებოდა.
გოგი
17 დეკემბერი 2022 19:14
3
არტ-ს:ქაჯებს ქაჯურად უნდა მოექცე თორემ ქართველებს წესად გვექცა ყველა ქაჯს ძმა და მეგობარს ვეძახით
გიუშა
17 დეკემბერი 2022 17:22
10
ყველგან მთავარ როლს გეოპოლიტიკა თამაშობს.საქართველოს დასჯაც ამის შედეგია.დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი.
niania
17 დეკემბერი 2022 16:59
4
ეს ჯარიმები სიმაღლის მიხედვითჩამოარიგეს თუ ხელფასების მიხედვით?
აღმრიცხველი
17 დეკემბერი 2022 16:42
1
ისევ ჩვენ დაგვჩაგრეს იმ ნა....ბმა @@@@
zura222
17 დეკემბერი 2022 16:27
2
სანიკიძე!ყველაზე სუსტი კალათბურთის პრეზიდენტი ვინც კი გვყოლია,რაღას უყურებ გაატარე ნორმალური რეფორმები კალათბურთში,შენგელია ვეღარ ქაჩავს,შერმადინი დაბერდა,მაქფადენი საშინლად თამაშობს და ვის იმედზე ვართ ბურჯანაძის?!ახალგაზრდები წამოწიეთ ნაკრებში,მოიძიეთ ნიჭიერი კალათბურთელები და ხელი შეუწყეთ განვითარებაში,რატომ არ თამაშობენ ჩვენი კალათბურთელები გერმანიის,იტალიის,საფრანგეთის,თურქეთის, ესპანეთის ლიგებში??
სოსო
17 დეკემბერი 2022 15:52
7
სანიკიძის მუშაობის შესაფასებლად ჯერ ვერც ცუდს ვიტყვი და ვერც კარგს , იმიტომ რომ რეალურად ეხლა იწყებს მუშაობას ახალი გუნდი და გამოჩნდება რისი გამკეტებლები არიან ! აი გურასპაულისა და გაბრიჩიძის გაკეთებული იქნება ჩამოთვალოთ რამე ! მე თუ მკითხავთ ყველაზე უარესი სწორედ მაგათი მოღვაწეობა იყო , ლიპარტელიანიც კი მაგათზე მაგარი პრეზიდენტი იყო . მარტო ბასკონიას სკანდალი და მილიონების მოტეხვა საკმარისია მაგათი მუშაობის შესაფასებლად .
ATP 16
17 დეკემბერი 2022 20:11
6
მართო არ იყო მანდ თოკო, ყველაზე მეტი, როგორც ჩანს გოგამ მოსცხო, ამიტომაც ყველაზე მეტად დასაჯეს, თოკომ როგორც ჩანს მარტო ფეხი იხმარა.დდდ ხუმრობა იქეთ იყოს და არ მიმაჩნია სწორად სამმა ერთი სცემოს.
ნოდოს
17 დეკემბერი 2022 14:57
2
მხარ ამოვარდნილი კაცი დააჯარიმეს? რანაირად უნდა ექნა ცალი ხელით რამე როცა მოქნევას შეეძლო ტრაცმირებული მხარის ამოვარდნა თურქი ფაქტიურად წყლიდან მშრალი ამოძცრა და ტრავმირებული შენგელია უფრო მკაცრად დაჯარიმდა თუმცა რა მიკვირს რას გაუბედავენ თურქებს რამეს
ნოდო
17 დეკემბერი 2022 12:46
9
თურქების მწვრთნელიც დასასჯელი იყო აუცილებლად! ისე კი ჩვენები მართლა ქაჯებივით მოიქცნენ. რა გასახდელში უვარდები და საქმეებს ურჩევ.საერთოდ ეგ ევრობასკტი სრული ჩავარდნა იყო ჩვენთვის, თან ყოველმხრივ.
არტ
17 დეკემბერი 2022 12:37
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული