საქართველოს ეროვნული ნაკრები ნიდერლანდებთან სათამაშოდ ამსტერდამში ჩავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ნიდერლანდებში გაემგზავრა, სადაც ფინალის ტოლფასი მატჩი ელის. ნიდერლანდებს მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციოში 8-ვე წაგება აქვს, თუმცა ნაკრებში იმ ახალგაზრდებს უხმეს, რომლებმაც 20-წლამდელებში თავი ისახელეს და მათ საქართველოსთან მატჩით ნაკრებში თავის დამკვიდრების შანსი აქვთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაქსიმუმს გააკეთებენ. ამას დავუმატოთ ისიც, რომ საქართველოს ნაკრებს წაგების უფლება არ აქვს, რადგან ასეთ შემთხვევაში უკვე სხვა მატჩების შედეგებზე იქნება დამოკიდებული და შესაძლოა, ისტორიული მიზანი, რასაც მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ჰქვია, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

ასე რომ არ მოხდეს, ილიას
ზუროსის ნაკრებს მარტივად შეუძლია მიზნის მიღწევა: საკვალიფიკაციო ტურნირის დარჩენილი ორივე მატჩი უნდა მოიგოს და ამ მიზნის მისაღწევად ჰოლანდიაში მოგება მთავარი ქვაკუთხედია. ჩვენი ნაკრების ყველა წევრი მეტად მოტივირებული და შემართულია და ამ განცდას ჩვენი გუნდის კაპიტნის, თორნიკე შენგელიას სამაგალითო საქციელიც აძლიერებს. თოკო ჩარტერული რეისით ხვალ ჩაფრინდება ამსტერდამში, 23 თებერვალს ნიდერლანდების წინააღმდეგ ითამაშებს და ბოლონიაში 24 თებერვლის საევროლიგო მატჩის სათამაშოდ დაბრუნდება, რის შემდეგაც, იმავე ღამეს, ჩარტერული რეისით თბილისში გამოფრინდება და ისლანდიასთან ჩვენს ნაკრებს ზეპრინციპულ მატჩში უკაპიტნებს.

შენგელიამდე დღეს ჩვენს ნაკრებს გიორგი შერმადინი, თად მაკფადენი და ცოტა მოგვიანებით ბექა ბურჯანაძე შეუერთდებიან. ამსტერდამში პირველი ვარჯიში დღეს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზეა (თბილისში 22:00) დანიშნული. მანამდე ნაკრების წევრები ამსტერდამის “აიაქსის” სტადიონის გვერდით მდებარე სასტუმრო Holiday Inn Towers-ში ისვენებენ, რომელიც პატარა ქალაქ ალმერესა და ამსტერდამის ცენტრის შუაში მდებარეობს. სწორედ ალმერეში ჩატარდება 23 თებერვალს მატჩი ნიდერლანდებსა და საქართველოს ნაკრებებს შორის.

საქართველოს ნაკრებმა ამსტერდამში პირდაპირი რეისით იმგზავრა. ჩვენი ნაკრები ნიდერლანდების დედაქალაქის რეისზე სამთავრობო გასასვლელით ავიდა და 5-საათიანი ფრენის შემდეგ ნიდერლანდების დედაქალაქში ჩაფრინდა. ავტობუსით 20-წუთიანი მგზავრობის შემდეგ ჩვენი გუნდი სასტუმრო Holiday Inn-ში დაბინავდა. ნაკრებს რამდენიმე საათში გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი შემოუერთდნენ და დღეს, თბილისში რომ 22:00 საათი იქნება, ილიას ზუროსი ნიდერლანდებში პირველ, მსუბუქ და აღდგენით ვარჯიშს ჩაატარებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 14 /
არაფრით არ შეიძლება ამ თამაშუს წაგება,თორემ უკრაინა აუცილებლად გამოიყენებს შანსს და გადაგვასწრებს.მაქსიმალური მობილიზება მართებთ ბიჭებს.ასეთი შანსის გამოუყენებლობა უბრალოდ არ შეიძლება.მშვიდად მეთოდურად უნდა მოვუგოთ ნიდერლანდებს,როგორც რაგბში,დაახლოებით ისე...
Master
19:07 20-02-2023
0
ძირითადი ბირთვი,ჰოლანდიელებს შენარჩუნებული ეყოლებათ და პერსპექტიულ ბიჭებს,ალბათ მათ დასასვენებლად და გამოცდილების მისაღებად შეიყვანენ მოედანზე.წესით,ჩვენს დუბლებსაც არ უნდა გაუჭირდეთ,მათთვის დაჭარბება.ძირითადი ხუთეული კი,ჰოლანდიელთა ძირითადებს დაუპირისპირდება და იმედია დიდი დატვირთვა არ შეხვდებათ.შერმადინს და შენგელიას,უზარმაზარი დატვირთვები შეხვდათ,ამ ბოლო დღეებში,თანაც ორივემ წააგეს ფინალები, დიდი დროც გაატარეს მოედანზე და საშიშია,ეს ყველაფერი, ტრავმებით არ დასრულდეს.სიმართლე გითხრათ,მე ისლანდიასთან თამაშის უფრო მეშინია,რადგან შენგელიაც გადაქანცული იქნება და ფსიქოლოგიური დაძაბულობაც,შეუდარებლად მაღალი ექნებათ, ბიჭებს.თუნდაც ის ფაქტი,რომ ამ თამაშზე იქნება დამოკიდებული,ჩვენი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა-არგასვლის საკითხი,უკვე სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხი იქნება,ბიჭებისათვის.ევროპის ჩემპიონატისათვის,მაინც მგონია,რომ ბიჭები,პირველ რიგში ფსიქოლოგიურად იყვნენ გადამწვრები და აქაც შესაძლოა, რაიმე მსგავსი დაგვემართოს.ზუროსი რა თქმა უნდა იმუშავებს ამაზე,მაგრამ მაინც.იმედია ყველაფერი კარგად იქნება,თუმცა ცუდი მსაჯობისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.ჩვენი კონკურენტი ხომ ომში ჩაბმული და ამიტომ ყველასათვის(ჩემთვისაც)სიმპათიური უკრაინაა,რომლისთვისაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა,დიდი გამარჯვებაა და ქვეყანას დიდ სიხარულს მოუტანს.
სოსო
21:06 20-02-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული