ეროვნული ნაკრების გენერალური ვარჯიში ნიდერლანდებთან მატჩამდე

AutoSharing Option
ბოლო ვარჯიში ნიდერლანდებთან მატჩამდე – ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრები თამაშის წინა დღეს სრული დატვირთვით ავარჯიშა.ეს გახლდათ თორნიკე შენგელიას პირველი ვარჯიში, რომელმაც ძირითადად სათამაშო დეტალების დამუშავებით, კომბინაციების გათამაშებით და ბლომად ფარში სროლების ფონზე ჩაიარა.

საქართველოს ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა ნიდერლანდებთან ასე გამოიყურება: გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, დუდა სანაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, კახა ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, თორნიკე შენგელია, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი შერმადინი, ბექა ბექაური, ილია ლონდარიძე.

თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდული იყო, საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებში რომ ჩამოვიდა. Topsportscentrum არენა, რომელიც 3000
მაყურებელს იტევს, სავსე იქნება. მასპინძლებს დიდი მხარდაჭერა ექნებათ და ჩვენს ნაკრებს იოლი გასეირნება რომ არ ელის. ეს ჩვენი გუნდის ყველა წევრს გაცნობიერებული აქვს.

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას 22:30 საათიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

GBF

alt"თითოეული ქართველი თქვენ გვერდშია, გგულშემატკივრობთ და ღმერთი თქვენკენ" - ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა კალათბურთელებს

altსაქართველოს ნაკრების მწვრთნელი ბერძნულ გუნდს ჩაუდგა სათავეში

მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგ თამაშს და გამარჯვებას ვუსურვებ ბიჭებს.თუ ეს ორი თამაში მოვიგეთ,მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ,ქართული კალათბურთის ისტორიაში,პირველად და მიუხედავად იმისა,რომ ევროპის,მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონებიც გვყავს,ეს მაინც ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა იქნება.იმედია ეს პერსპექტივა,ბიჭებს ფსიქოლოგიურად არ შებოჭავს და გასაკეთებელს გააკეთებენ.
სოსო
18:15 23-02-2023
2
ეს ლონდარიძე რა, თილისმაა???
S.K.K.
13:57 23-02-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული