საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებთან მძიმე მატჩი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლასთან ახლოსაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ალმერეში ნიდერლანდებს 88:80 სძლია.

მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. მასპინძლები ჩვენს გუნდს გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდნენ, 13:6 დაწინაურდნენ და ზუროსმა წუთშესვენება აიღო. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 10-ქულიანი გაქცევა და წინ გასვლა მოახერხა, თუმცა პირველი მეოთხედი 17:19 წავაგეთ. მეტოქე სამქულიანებს უკეთ ისროდა, ფარზეც არაფერს გვითმობდა, საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა, პერიმეტრს ვერ კეტავდა და პირველი ტაიმი 35:42 დათმო.

დიდი შესვენების შემდეგ ნიდერლანდები, რომლის რიგებში შეუჩერებელი იყო 20 წლის კრააგი, 10
ქულით გაიჭრა წინ. მაკფადენმა სამი ზუსტი სამიანით უპასუხა, შენგელიას და შერმადინის ძალისხმევით ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, შეცვლაზე კარგად შესულმა ბურჯანაძემ ზედიზედ 4 ქულა ჩააგდო და დასკვნითი პერიოდის წინ 66:62 გავედით წინ. მეოთხე მეოთხედიც დაძაბული გამოვიდა, ზუროსის შეგირდები 6 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ მოწინააღმდეგე ისევ გავიდა წინ, რასაც ჩვენი გუნდის გაქცევა და უმძიმეს შეხვედრაში გამარჯვება მოჰყვა.

ჩვენი გუნდიდან შენგელიამ 25 ქულა ჩააგდო, შერმადინმა - 22, ხოლო მაკფადენმა - 20. ნიდერლანდელთაგან 23 ქულით ყველაზე შედეგიანი კრააგი იყო, დე ვრისმა კი 20 ქულა მიითვალა.

დასკვნით მატჩს საქართველოს ნაკრები 26 თებერვალს თბილისში ისლანდიასთან გამართავს და მოგების შემთხვევაში პირველად გავა მსოფლიო ჩემპიონატზე.

მკითხველის კომენტარები / 55 /
ესეიგი საქართველოში რომ საერთაშორისო ექსპერტები გვყავს,როგორც ფეხბურთში კალათბურთში რეგბში! არსად არ არის ამდენი.
კი არ იყო შეიძლება ნაკრების საუკეთესო თამაში,არ წაუვიდათ. ხომ იბრძოლეს მოიგეს ერთ ნაბიჯში ვართ მსოფლიო ჩემპიონატდე! ექსპერტების აზრით არ უნდა წავიდეთ,შენგელია სტიარდესასავით დაფრინავს რომ ნაკრებს დაეხმაროს,ეს კომენტარები რომ წაიკითხოს ,ალბათ ძან გაუხარდება!
დავიდუსი
24 თებერვალი 2023 01:35
2
ხალხო შეირგეთ რა მოგება,შენგელია/შერმადინი/მაკფადენი თუ ხასიათზეა,ბურჯანაძე არ მომწონს,ცინცაძე გასაშვებია,სანაძე ვერ ქაჩავს,ბერიშვილი ხანდახან ისვრის,რატი დასაღვინებელია,სხვა რესურსი არ გვაქვს ისლანდიამდე,დაგვემატება მამუკელაშვილი და ბითაძე და უკეთესის იმედი გვექნება,მთავარია გავიდეთ,მსოფლიოს მერე კი დასაფერთხია ნაკრებიდან ბერიშვილო,სანაძე,ცინცაძე ეს სამეული გახდა ტოლია ბოისას ვარიანტი და დროა წავიდნენ,მანამდე კი გილოცავთ და პესიმიზმს ნუ სთესავთ, მადლობა თოკოს თავგანწირვისთვის დააფასეთ ეს კაცი
ნიკო
24 თებერვალი 2023 00:55
11
ბურჯანაძის შემოსვლა გადამწყვეტი იყო ხოშიანი სამიანიც ხია და დაცვაშიც მაგრად დადგა, მაგის შემოსვლის მერე დაიქაჩა თამაში.
ეეე
24 თებერვალი 2023 01:22
2
რა სიტყვაა დასაფერთხი?ისე გამოგყავს,რომ არაფერი გაუკეთებიათ ქართული კალათბურთისათვის და გარეკეთო!კარგი ბატონო და გაუშვეს.მერე?გეგულება სამი ისეთი კაცი,ვინც მათ,თუნდაც მიახლოებით მაინც ჩაანაცვლებს?ჩამოთვალე,იქნებ არც ჩვენ ვიცით და არც მწვრთნელებმა,მათი სახელები.
სოსო
24 თებერვალი 2023 22:48
0
სანიკიძევ, მარტო გამოპრანჭვა არ არის საქმე, ახსენი ვინ წვრთნის ბავშვება და ეს რა უბედურება გვჭირს............
mmm
24 თებერვალი 2023 02:30
5
მოვიგეთ, თუ ამას მოგება ქვია, რისი ვაივაგლახით, წვალებით, ამ ოცი წლის ბავშვებმა მაგრად გვაბურთავეს, სამიანებს ისროდნენ საიდან მოესურვებოდათ და როგორ თავისუფლად თამაშობდნენ, თუ მსოფლიოზე გავედით ღმერთმა ქნას და რაიმეს თუ არ შევცვლით, ძალიან შევრცხვებით
Nukri
24 თებერვალი 2023 01:07
7
ფედერაცია ბოლო კაცამდე გასაშვებია მინიმუმ. ბავშვებს რა პროფესიის ხალხი ავარჯიშებს, ამდენი ხანი ერთი ბავშვი რომ ვერ აღზარდეს. გაგვცეს პასუხი სანიკიძემ გულასპაურზე აღარაფერს ვამბობ
გუგა
24 თებერვალი 2023 02:18
3
საქართველოს ისტორიულ შედეგამდე დარჩა ერთი შეხვედრა და ეს ბიჭები, რომელსაც ასე გულმოდგინეთ ლანძღავს ადამიანების და არა გულშემატკივრების გარკვეული ნაწილი ძალიან ახლოს არიან ისტორიის დაწერასთან. მგონი კარგად ვერ გავიაზრეთ თუ სად გავდივართ და რასთან ვართ ახლოს. მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, იგივე პერიმეტრიდან სროლასთან და მის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, მწირი სათადარიგო რესურსისა, ბიჭები უდიდესი შრომისა და მეტოქის სამწიამიანში დომინანტური თამაშის ხარჯზე ერთ ნაბიჯში არიან მსოფლიოსთან. ამ მნიშვნელოვანი თამაშის წინ თუ გამხნევება არ შეგვიძლია, საჯაროდ მაინც ნუ გავლანძღავთ მათ. მიდით ბიჭებო, თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ისტორია. წარმატებები ჩვენს ნაკრებს.
ისტორია იწერება აქ და ახლა
24 თებერვალი 2023 09:31
1
ჰოლანდიის იუნიორთა ნაკრები საქართველოს ვეტერანთა ნაკრების წინააღმდეგ
ტრინერი
24 თებერვალი 2023 01:50
10
გილოცავთ ბუჭებო მადლობა ჯიგფები ხართ !!!
გილოცავთ!
24 თებერვალი 2023 04:19
0
ეტყობა ბავშვთა მწვრთნელები გვყავს აბსოლუტურად ყველა ჭჭჭჭჭჭჭჭ კლასის, თორემ ამდენი ხანი ერთი წესიერი თუნდაც არა მსროლელი როგორ ვერავინ გაზარდა. მეხაშეები ავარჯიშებენ ბავშვებს, სანიკიძე რომ გამოიჭიმა პარლამენტში, მარტო კოსტუმის ჩაცმა კი არ არის საქმე.......
სტალინი
24 თებერვალი 2023 01:01
5
ასეთი მოგების... კაცად აღარ ვარგივარ ნერვიულობისაგან, კინაღამ შევეწირე ამ თამაშს.
გიორგი
24 თებერვალი 2023 01:21
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული