საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებთან მძიმე მატჩი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლასთან ახლოსაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ალმერეში ნიდერლანდებს 88:80 სძლია.

მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. მასპინძლები ჩვენს გუნდს გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდნენ, 13:6 დაწინაურდნენ და ზუროსმა წუთშესვენება აიღო. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 10-ქულიანი გაქცევა და წინ გასვლა მოახერხა, თუმცა პირველი მეოთხედი 17:19 წავაგეთ. მეტოქე სამქულიანებს უკეთ ისროდა, ფარზეც არაფერს გვითმობდა, საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა, პერიმეტრს ვერ კეტავდა და პირველი ტაიმი 35:42 დათმო.

დიდი შესვენების შემდეგ ნიდერლანდები, რომლის რიგებში შეუჩერებელი იყო 20 წლის კრააგი, 10
ქულით გაიჭრა წინ. მაკფადენმა სამი ზუსტი სამიანით უპასუხა, შენგელიას და შერმადინის ძალისხმევით ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, შეცვლაზე კარგად შესულმა ბურჯანაძემ ზედიზედ 4 ქულა ჩააგდო და დასკვნითი პერიოდის წინ 66:62 გავედით წინ. მეოთხე მეოთხედიც დაძაბული გამოვიდა, ზუროსის შეგირდები 6 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ მოწინააღმდეგე ისევ გავიდა წინ, რასაც ჩვენი გუნდის გაქცევა და უმძიმეს შეხვედრაში გამარჯვება მოჰყვა.

ჩვენი გუნდიდან შენგელიამ 25 ქულა ჩააგდო, შერმადინმა - 22, ხოლო მაკფადენმა - 20. ნიდერლანდელთაგან 23 ქულით ყველაზე შედეგიანი კრააგი იყო, დე ვრისმა კი 20 ქულა მიითვალა.

დასკვნით მატჩს საქართველოს ნაკრები 26 თებერვალს თბილისში ისლანდიასთან გამართავს და მოგების შემთხვევაში პირველად გავა მსოფლიო ჩემპიონატზე.

მკითხველის კომენტარები / 55 /
პირველია, რასაც ვუყურებ, რომ ზუროსმა ძალიან ცუდად წარმართა მატჩი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა მისი ტაქტიკა.
რა დაემართა?
24 თებერვალი 2023 11:05
0
სუსტ ჰოლანდიასთან ჰო, მაგრამ უფრო ძლიერ გუნდებთან შანცი არ გვაქ, თუ პერიმეტრზე თამაში არ გამოვასწორეთ, წარმატებები ბიჭებს ისლანდიასთან.
გოგა
24 თებერვალი 2023 14:34
1
გამარჯვება კარგი და მნიშვნელოვანია, მაგრამ გუნდის თამაში კრიტიკას ვერ უძლებს. აქ წერენ და სრულიად სამართლიანად - დაცვა გუნდს არა ჰყავს და პერიმეტრიდან მოწინააღმდეგე ყოველთვის თავისუფლად ესვრის. 100%-ით დარწმუნებული ვარ, ისლანდიასთან თამაში მონაგონი იქნება, ისე გაგვიჭირდება. ღმერთმა ქნას , ვცდებოდე, მაგრამ გუნდმა სროლა არ იცის და მითუმეტეს ასეთი დაცვით შეიძლება ამდენი შრომა წამებში ჩავყაროთ წყალში
:)))))))))))
24 თებერვალი 2023 12:53
1
1) შენგელი, შერმადინი - ბრავო. ამათ გარეშე ნაკრები 0-ია
2) მაკფადენმაც ჩაყარა ბურთები, მაგრამ ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს
3) ანდრონიკაშვილი სულ უფრო და უფრო ცუდად თამაშობს
4) ბერიშვილს რას ერჩის ზუროსი?
5) სანაძე - ცუდი იყო
6) ბურჯანაძის წინა თამაშები რაც მახსოვს, ამის ფონზე დღეს კარგად თამაშობდა

1) სტატისტიკა: საკალათბურთო ნაკრებს აქვს სულ 262 თამაში ჩატარებული, ისევე როგორც სარაბგო ნაკრებს

2) სტატისტიკა: რატი ანდრონიკაშვილმა ჩააგდო მხოლოდ 2 ქულა და ეს იყო ნაკრების არსებობის ისტორიაში საიუბილეო 20 000 ქულა.
დააT
24 თებერვალი 2023 12:48
0
მოგება კარგია მაგრამ შევხედოთ ნიდერლანდების ნაკრებს რამდენი ახალგაზრდა ბავშვი და პერსპექტიული ბავშვები წამოწიეს.გაგვიჭირდა და 20 წლის ბავშვმა აგვაწიოკა სხვებიც რომ მიხმარებოდნენ ალბათ წავაგებდით.არანაირი კომბინაცია არ გვქონდა გაგვიმართლა რასაც ქვია.ჩვენ 20 წლის ვინ გვყავს საერთოდ და ვის წამოვწევთ წინ საინტერესოა,მაგრამ არავის 40 წლისანები რომ გახდებიან მაგათი შვილები ბიძაშვილები და მეგობრის შვილები წამოვლენ.დაიკარგებიან 207 სმ სიმაღლის უპატრონო ბავშვი დაიკარგება 15 წლის ბავშვი 195სმ სიმაღლის 3 წლით დიდებში 10 ქულაზე ნაკლები არა აქვს და ამდენი რამდენია.დაიკარგებიან უფულო კარგი ბავშვები ვინც ვერ მიდის ევროპაში ან ამერიკაში.ამ ნაკრებით მსოფლიოზე 30 ქულაზე ნაკლებით წავაგებთ.გასვლა კარგია და წარმატებული ,მაგრამ გამოსვლაც ხომ ჩინებული უნდა გვქონდეს.გვყავს ბითაძე მამუ და ამათი გამოყენება ვნახეთ ევროპაზე.მწვრთნელს ხედვა და გონიერება არა აქვს როგორ გამოიყენოს მამუ ან ბითაძე.მარტო შენგელია შენგელია და რა ვითამაშეთ ჩანს კიდეც.
აბდულაი
24 თებერვალი 2023 09:21
2
შენგელიაზე მაგარი კალათბურთელი ჩვენ არ გვყავს. კარგად გამოჩნდა რაც მოხდა ევროპაზე სად იყო იქ შენი მამუ და ბითაძე არსად იმიტომ რომ მათ არ შეუძლიათ თავის თავზე თამაშის აღება შენგელიასგან განსხვავებით.
maroko
24 თებერვალი 2023 10:30
0
ბავშვთა მწვრთნელებიო რომ ამბობთ. მივიყვანე ბავშვი კალათბურთზე. მე იმდენად კარგად ვერ ვერკვევი კალათბურთში, მაგრამ ერთხელ არ მინახავს, სროლის ტექნიკაზე ემუშავა მწვრთნელს ბავშვთან, ფარქვეშ შესვლა ესწავლებინა. ზუსტად ისევე ესვრის და თამაშობს, როგორც 1 წლის წინ. მოთელვები, ერთი რაღაც კომბინაცია და ათამაშებს მერე უბრალოდ ერთმანეთში. ამიტომაცაა რომ 5-10 წელიწადში ერთხელ ძლივს გამოჩნდება ვიღაც
ლუკა
24 თებერვალი 2023 11:29
1
ყველაზე სუსტის პერიმეტრი ჩვენ გვაქვს, ვისთანაც კი გვითამაშია ამ ბოლო წლებში და გამოსწორების რესურსიც რომ არ ჩანს სამწუხაროთ
ილია
24 თებერვალი 2023 14:06
1
ტურისტებად რომ დაყავთ უკვე რამდენი წელია მაინც აღარ სცხვენიათ, დალოცვილო ახალგაზრდები წამოიყვანე მაინც გახალისდებიან, მეტს ივარჯიშებენ მარტო თოკოს და შერმადინის იმედად როდემდე, არ შეიძლება. მივცეთ ახალგაზრდა პერსპექტიულ ახალგაზრდებს ვარჯიშის საშუალება უფასოდ, ბევრს არ აქვს საშუალება და იკარგება თაობა. კიდევ ფაჩულიას აკადემიაში როგორ არ გაიზარდა ამ ხნის მანძილზე ერთი კალათბურთელიც მაინც.
გია
24 თებერვალი 2023 14:03
1
გასაგებია ქართველი მწვრთნელები კრიტიკას ვერ უძლებენ,მაგრამ ხომ არსებობს ფაჩულიას ბავშვთა აკადემია, სადაც სერბი მწვრთნელი მუშაობს თანამედროვე მეთოდებით. იქ როგორ ვერ გაიზარდა 2-3 კარგი კალათბურთელი ესაა გასაკვირი
Giga
24 თებერვალი 2023 10:45
1
ისლანდიასთან წავაგებთ!!!
ლადო
24 თებერვალი 2023 00:40
59
შენ პირს დიდი წიწაკა ან სტაფილო
giorgi
24 თებერვალი 2023 00:44
4
შე კეთილო ..
ლადო
24 თებერვალი 2023 00:47
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული