საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებთან მძიმე მატჩი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლასთან ახლოსაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ალმერეში ნიდერლანდებს 88:80 სძლია.

მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი ხუთეული გაიყვანა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. მასპინძლები ჩვენს გუნდს გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდნენ, 13:6 დაწინაურდნენ და ზუროსმა წუთშესვენება აიღო. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა 10-ქულიანი გაქცევა და წინ გასვლა მოახერხა, თუმცა პირველი მეოთხედი 17:19 წავაგეთ. მეტოქე სამქულიანებს უკეთ ისროდა, ფარზეც არაფერს გვითმობდა, საქართველოს ნაკრები შეცდომებს უშვებდა, პერიმეტრს ვერ კეტავდა და პირველი ტაიმი 35:42 დათმო.

დიდი შესვენების შემდეგ ნიდერლანდები, რომლის რიგებში შეუჩერებელი იყო 20 წლის კრააგი, 10
ქულით გაიჭრა წინ. მაკფადენმა სამი ზუსტი სამიანით უპასუხა, შენგელიას და შერმადინის ძალისხმევით ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, შეცვლაზე კარგად შესულმა ბურჯანაძემ ზედიზედ 4 ქულა ჩააგდო და დასკვნითი პერიოდის წინ 66:62 გავედით წინ. მეოთხე მეოთხედიც დაძაბული გამოვიდა, ზუროსის შეგირდები 6 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ მოწინააღმდეგე ისევ გავიდა წინ, რასაც ჩვენი გუნდის გაქცევა და უმძიმეს შეხვედრაში გამარჯვება მოჰყვა.

ჩვენი გუნდიდან შენგელიამ 25 ქულა ჩააგდო, შერმადინმა - 22, ხოლო მაკფადენმა - 20. ნიდერლანდელთაგან 23 ქულით ყველაზე შედეგიანი კრააგი იყო, დე ვრისმა კი 20 ქულა მიითვალა.

დასკვნით მატჩს საქართველოს ნაკრები 26 თებერვალს თბილისში ისლანდიასთან გამართავს და მოგების შემთხვევაში პირველად გავა მსოფლიო ჩემპიონატზე.

მკითხველის კომენტარები / 55 /
არ ვიცი რა გითხრათ? ძალიან სუსტი გუნდი გვყავს ძალიან! სამიანების მსროლელი როგორ ვერ გავზარდეთ 30 წელია? ცინცაძეს მოვუხადოთ მადლობა და წავიდეს უკვე დროა დიდი ხანია! მაინც იმედიანად ვიყოთ ღმერთის წყალობით იქნებ გამოსწორდეს რაიმე! წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!!
ჯორდანა
24 თებერვალი 2023 16:12
2
სუსტ ჰოლანდიასთან ჰო, მაგრამ უფრო ძლიერ გუნდებთან შანცი არ გვაქ, თუ პერიმეტრზე თამაში არ გამოვასწორეთ, წარმატებები ბიჭებს ისლანდიასთან.
გოგა
24 თებერვალი 2023 14:34
1
ყველაზე სუსტის პერიმეტრი ჩვენ გვაქვს, ვისთანაც კი გვითამაშია ამ ბოლო წლებში და გამოსწორების რესურსიც რომ არ ჩანს სამწუხაროთ
ილია
24 თებერვალი 2023 14:06
1
ტურისტებად რომ დაყავთ უკვე რამდენი წელია მაინც აღარ სცხვენიათ, დალოცვილო ახალგაზრდები წამოიყვანე მაინც გახალისდებიან, მეტს ივარჯიშებენ მარტო თოკოს და შერმადინის იმედად როდემდე, არ შეიძლება. მივცეთ ახალგაზრდა პერსპექტიულ ახალგაზრდებს ვარჯიშის საშუალება უფასოდ, ბევრს არ აქვს საშუალება და იკარგება თაობა. კიდევ ფაჩულიას აკადემიაში როგორ არ გაიზარდა ამ ხნის მანძილზე ერთი კალათბურთელიც მაინც.
გია
24 თებერვალი 2023 14:03
1
ისევ ბებერმა ხარებმა მოხნეს რქებით,მაგრამ როდემდე?აგერ ევროპაზე ერთი გამოგვაკლდა,ერთიც ტრავმიანი თამაშობდა და სრული ფიასკო განვიცადეთ.ძალიან მიყვარს გიო ცინცაძე,მაგრამ რამდენი წლისაა და სად თამაშობს,უამრავი ტრავმაც გადაიტანა...აღარ აქვს ის სისწრაფე და გამძლეობა,შემცვლელი კი არავინ გვყავს.რაც უნდა ვთქვათ,რატი გამთამაშებლად ვერ ვარგობს.შინაგანად არ არის და თავს ვერაფერს უხერხებს.როგორც კი ბურთს იღებს,უკვე ვიცით,რომ ფარზეა დამიზნებული,მეტოქეებმაც იციან და გზას უბლოკავენ.სასწრაფოდ გვჭირდება ხარისხიანი გამთამაშებელი და ის,არსად ჩანს.კარგია პერსპექტიული ბიჭების ევროპის კლუბებში გაგზავნა,მაგრამ სანამ იქ წავლენ,უკვე აქ უნდა ჰქონდეთ საბაზისო საკალათბურთო განათლება მიღებული.ბურთის ხარისხიან ფლობას და ზუსტი სროლის უნარებს ვგულისხმობ,პირველ რიგში.ძალიან მიყვარს დუდა სანაძე და შვილის გაჩენასაც ვულოცავ.ბევრჯერ გადავურჩენივართ მის ზუსტ ტყორცნებს,მაგრამ სიზუსტეში,მამის სტაბილურ სიზუსტეს მაინც ვერ მიაღწია,ვერც ბურჯანაძეა,ზაზას მასშტაბის კალათბურთელი და გიო შერმადინიც,რატომღაც აღარ იყენებს,სამქულიან ტყორცნებს,უცხოეთში წასვლამდე რომ ძალიანაც კარგად გამოსდიოდა.ერთი თორნიკეა,მამას რომ გადააჭარბა მიღწევებით,თუმცა მამამისს,ისეთ დროს მოუწია თამაში,საერთოდ კალათბურთის თამაში რომ გააგრძელა,ეგეც დიდი მიღწევა იყო.ამ ბიჭებს საყვედურს კი არ ვეუბნები,არასოდეს ზოგავენ თავს,მაგრამ დღესაც ისინი არიან ნაკრების მესვეურები და სხვა ფენებიდან,საკმაოდ იშვიათად თუ წინაურდება ვინმე და ხმამაღლა აცხადებს საკუთარ თავზე.კონკურენცია ძალიან მცირეა ნაკრებში მოსახვედრად და ეს ნიშნავს,რომ საკალათბურთო აკადემიები ცუდად მუშაობენ.ალბათ აზრი ექნება,რაგბის აკადემიების და ასაკობრივი ნაკრებების განვითარების მოდელი შეისწავლონ,კალათბურთის ფედერაციაში.წლების განმავლობაში,იქ ძალიან კარგი სისტემა შექმნეს და ნაკრების წინსვლაც საგრძნობია.იგივეს გადმოტანა,კალათბურთშიც თავისუფლად იქნება შესაძლებელი.
წუხანდელ თამაშში,20 წლის ბიჭების ძლევა ასე გაგვიჭირდა და ისლანდიასაც რომ ვაჯობოთ,მსოფლიოს პირველობაზე,ასეთი თამაშით,თავს ვერავის მოვაწონებთ.მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გასვლა,საქართველოში კალათბურთის დონის ამაღლების შედეგი უნდა იყოს და აიწია ამ დონემ?არა მგონია.თვალებს ნუ დავიბრავებთ,რადგან ყველა პრობლემა ერთდროულად ყვირის,გამომასწორეთო და თუნდაც ისლანდიასთან გამარჯვება(თუ გავიმარჯვეთ),ამ პრობლემებს ვერ მიჩქმალავს.რაღაცა,გრძელვადიანი პროგრამის შემუშავება და განხორციელებაა საჭირო!
ნაკრებს ვულოცავ წუხანდელ მძიმე გამარჯვებას და ისლანდიასთანაც, კარგ თამაშს და გამარჯვებას ვუსურვებ.
სოსო
24 თებერვალი 2023 13:59
0

ისლანდიას როგორმე უნდა მოვუგოთ,მაგრამ ამდაგვარი თამაშით მსოფლიოზე ყველა შეხვედრას ხომ არ წავაგებთ,და მაგრად ხომ-არ შევრცხვებით(?!).
-მოკლედ,თუ ყოველ თამაშში სრული მობილიზება-დაცვაში მაგრად თამაშთან ერთად -მინიმუმ 15-3-ნი ვერ ჩავაგდეთ,ნებისმიერ თამაშს წავაგებთ(იქ არავინ ააცილებს 3-ებს გადამწყვეტ მომენტებში,პირიქით...),
მომავალისათვისაც-ვინ გვეიმედება შენგელია-შერმადინი შემცვლელებათ(?!),
ბავშვთა კალათბურთი-რატომ არ ვითარდება, რატომ არ არის პროგრესირებადი,
რატომ აქვთ თანატოლებშიც ცუდი შედეგები(?!).
თუ ფედერაციაში რაიმე არ შეიცვალა, პასუხისმგებლობა არ გამძაფრდა...-მე-3 ხარისხოვან ნაკრებად ხომ-არ ვიქცევით შენ- შერ-ცინცაძე-სანაძის წასვლის მერე,ევროპაზე რომ ვერ ხვდგებიან(?!).
კახაბერი
24 თებერვალი 2023 13:17
1
გამარჯვება კარგი და მნიშვნელოვანია, მაგრამ გუნდის თამაში კრიტიკას ვერ უძლებს. აქ წერენ და სრულიად სამართლიანად - დაცვა გუნდს არა ჰყავს და პერიმეტრიდან მოწინააღმდეგე ყოველთვის თავისუფლად ესვრის. 100%-ით დარწმუნებული ვარ, ისლანდიასთან თამაში მონაგონი იქნება, ისე გაგვიჭირდება. ღმერთმა ქნას , ვცდებოდე, მაგრამ გუნდმა სროლა არ იცის და მითუმეტეს ასეთი დაცვით შეიძლება ამდენი შრომა წამებში ჩავყაროთ წყალში
:)))))))))))
24 თებერვალი 2023 12:53
1
1) შენგელი, შერმადინი - ბრავო. ამათ გარეშე ნაკრები 0-ია
2) მაკფადენმაც ჩაყარა ბურთები, მაგრამ ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს
3) ანდრონიკაშვილი სულ უფრო და უფრო ცუდად თამაშობს
4) ბერიშვილს რას ერჩის ზუროსი?
5) სანაძე - ცუდი იყო
6) ბურჯანაძის წინა თამაშები რაც მახსოვს, ამის ფონზე დღეს კარგად თამაშობდა

1) სტატისტიკა: საკალათბურთო ნაკრებს აქვს სულ 262 თამაში ჩატარებული, ისევე როგორც სარაბგო ნაკრებს

2) სტატისტიკა: რატი ანდრონიკაშვილმა ჩააგდო მხოლოდ 2 ქულა და ეს იყო ნაკრების არსებობის ისტორიაში საიუბილეო 20 000 ქულა.
დააT
24 თებერვალი 2023 12:48
0
2-3 დღის უკან რომ წერდით აქ კომენტარებს და შეთქმულებას აწყობდით ისინი სად ხართ, რომ დამესიეთ? უკრაინას გაუშვებენ მსოფლიოზე და ჩვენ არაო. ფიბაში კრებას ჩაატარებენ და მსაჯებს დაავალებენ ამსტერდამში ქართველებს წააგებინეთ და იტალიაში უკარინას გაამარჯვებინეთო. ყველაფერი გაყიდული რომ გგონიათ ზუსტად მაგ რუსული დეზინფორმაციის ბრალია, რითიც თავები გაქვთ გამოტენილი. გულწფელად მეცოდეებით. მასე რუსულად რომ ფიქრობდნენ ყატარში გაუშვებდნენ მსოფლიოზე, ფეხბურთს მინიმუმ 15-20 ჯერ მეტი აუდიტორია ყავს. უკრაინა ვერ წავა მსოფლიოზე მაგრამ ასეთი თამაშით წავალთ ჩვენ სადმე საკითხავი ესაა და რომ წავიდეთ, უარესად ხომ არ შევრცხვებით როგორც ევროპაზე?
G.LA
24 თებერვალი 2023 12:29
2
უპირველეს ყოვლისა ვულოცავ ყველას ამ გამარჯვებას, თავდადებული თამაშისათვის მადლობა კალათბურთელებს! ახლა საქმეზე- რა დაემართა ზუროსს? ყველაზე მეტად რაც მომწონდა ამ მწვრთნელში- დაცვა ქონდა კარგად აწყობილი. და ზოგადად გუნდური თამაშიც. დაახლოებით ერთი წელია ეს ყველაფერი სადღაც გაქრა. სრული შთაბეჭდილება მაქვს რომ მწვრთნელის საქმეში სერიოზულად ერევიან.
გარდა ამისა, ამიხსენით ვინმემ, მაშინ როდესაც გუნდში არის საქართველოს ჩემპიონატიდან რამდენიმე მოთამაშე ვინცსაეთოდ არ გვინახავს მოედანზე, ამავე დროს არც ისიანს(ნორმპალური მსროლელია) არც ამერიკის სტუდენტურ ლიგაში საკმაოდ კარგად მოთამაშე ახალგაზრდებს, , არცერთ ამათგანს ნაკრებში შანსი არ ეძლევა? ნაკრები არ არის შრომითი მოწყობის ბიურო ან ვიღაცის სივის გასაუმჯობესებელი კანტორა!
არტ
24 თებერვალი 2023 12:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული