ესპანეთმა რეიკიავიკში ისლანდია 80:61 დაამარცხა, ხოლო იტალიამ ლივორნოში უკრაინა - 85:75.
ჯგუფიდან უკვე გავიდნენ ესპანეთი და იტალია. დარჩენილი ერთი საგზურისთვის ბრძოლაში საქართველო ფავორიტია, რომელსაც ბოლო ტურის წინ 5 მოგება აქვს. ისლანდია 1 მოგებით ჩამოგვრჩება, უკრაინა კი - ორით და უშანსოდ დარჩა.
26 თებერვალს, ფინალის ტოლფას მატჩში, საქართველო ისლანდიას უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში პირველად გავა მსოფლიო ჩემპიონატზე. თუმცა 2 ქულით წაგებითაც მიაღწევს მიზანს, მაგრამ ცხადია, საქმე აქამდე არ
უნდა მივიდეს.