კარგი ამბები საქართველოს ნაკრებისთვის - ისლანდიამაც წააგო და უკრაინამაც

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე L ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, ორი მატჩი გაიმართა.

ესპანეთმა რეიკიავიკში ისლანდია 80:61 დაამარცხა, ხოლო იტალიამ ლივორნოში უკრაინა - 85:75.

ჯგუფიდან უკვე გავიდნენ ესპანეთი და იტალია. დარჩენილი ერთი საგზურისთვის ბრძოლაში საქართველო ფავორიტია, რომელსაც ბოლო ტურის წინ 5 მოგება აქვს. ისლანდია 1 მოგებით ჩამოგვრჩება, უკრაინა კი - ორით და უშანსოდ დარჩა.

26 თებერვალს, ფინალის ტოლფას მატჩში, საქართველო ისლანდიას უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში პირველად გავა მსოფლიო ჩემპიონატზე. თუმცა 2 ქულით წაგებითაც მიაღწევს მიზანს, მაგრამ ცხადია, საქმე აქამდე არ
უნდა მივიდეს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
ვერ გავიგე რატომ აკრიტიკებთ ნაკრებს. ამ შესარჩევში 3 ასაკიანი ვარსკვლავით მოვუგეთ მსოფლიოს ჩემპიონს ესპანეთს, უკრაინას ისლანდიას, ორივე თამაში მაკედონიას და ჰოლანდიას ბოლო წუთებამდე ვიბრძოლეთ იტალიასთან.. და ძალიან ახლოს ვართ მსოფლიოს საგზურთან პირველად ისტორიაში. შესაძლებლობის მაქსიმუმს აჩვენებენ ბიჭები!!
giorgi
24 თებერვალი 2023 16:26
0
ეს როგორ? ბოლო წამებზე თანაბარი ანგარიშის შემთხვევაში საკუთარ კალათაში უნდა ჩავაგდოთ ბურთი, დამატებულ 5 წუთში (ოვერტაიმში) რომ არ წავაგოთ სამ ქულაზე მეტით?
კონსტანტინე
24 თებერვალი 2023 20:41
3
თუ ვინმეს გულზე მოგვხდათ უკრაინაზე კომენტარები სჯობს დაწყნარდეთ. რახან ქვეყანაში ომია არაა აუცილებელი ყველგან ცამდე აიყვანოთ, სპორტია ეს და ჩვენთან მატჩში რაც ქნეს მაგის მერე მათი საკალათბურთო ნაკრების მიმართ სერიოზული ანტიპათია გამიჩნდა და ამიტომ არის კარგი რომ წააგეს. ქვეყანას და უკრაინელ ხალხს დიდი პატივისცემა და ღმერთი მათკენ.
Nick
24 თებერვალი 2023 16:23
0
რას ერჩით უკრაინელებს ისინიც მსოფლიოზე მოსახვედრად იბძოდნენ,ის რომ ბოლო წამებზე სხვაობის გაზრდას ცდილობდნენ საჭირო რომ ყოფილა ხომ გამოჩნდა რომ წაგვეგო ხომ რჩებოდათ გასვლის შანსი. ის რომ ჩვენს შტაბში არ იციან ტურნირის დებულება უკრაინელების ბრალია? რაც შეეხება ისლანდიასთან მომავალ თამაშს იმაზე წერა რომ 3 ბურთზე ნაკლებით წაგების შემთხვევაშიც გავდივართ უაზრობად მიმაჩნია ფეხბურთი ხომ არ არის წამები აკონტროლო შეიძლება ბოლო წამზე ერთი სროლა გაგეპაროს და დამთავრდა ყველაფერი.
w
24 თებერვალი 2023 15:15
4
უკრაინასᲗან დავნებდიᲗ მაᲨინ ქარᲗული მეტიᲩრობის გამო
კახა
24 თებერვალი 2023 10:39
7
აქაც შემოაღწიეს "რუსკი კარაბლის" ტროლებმა. თითქოს ამბები.ჯი არ ყოფნიდათ, თავის მოდერატორიანად. უფროსო,დაბლოკე ეს უკრაინის მაგინებლები ( რუსების მონები). ჩვენ აქ სპორტზე ვსაუბრობთ ესენი ხელს გვიშლიან.
დავით 67
25 თებერვალი 2023 03:46
4
შახტარი რატომ გაათრიიეს ძალად,ვერ გავიგე.პენალტების სერიაში არ მოიგო თუ რა?მეკარემ 3 პენალტი მოიგერია.გუგეშაშვილივით კი არ ერჭო სარივით.
ჯანაშია ვაგნერი.
24 თებერვალი 2023 10:44
11
გუგეშაშვილი მირჩევნია მთელ უკრაინას თავის შახტართან და დინამო კიევთან ერთად აღებული. და შენ თუ შენი ქვეყანა გიყვარს და აქ მაცხოვრებელი ადამიანები შენთვისაც წესით ეგრე უნდა იყოს. არ ჭირდება შენი სიტყვებით შეტენვა უკრაინას იმათ მარტო მილიარდები უნდათ და არა სიტყვები, მაგას მაინც თუ მიხვდები ეგეც შენთვის წინ ერთი კარგი გადადგმული ნაბიჯი იქნება.
მაროკო
24 თებერვალი 2023 11:58
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული