კარგი ამბები საქართველოს ნაკრებისთვის - ისლანდიამაც წააგო და უკრაინამაც

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე L ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, ორი მატჩი გაიმართა.

ესპანეთმა რეიკიავიკში ისლანდია 80:61 დაამარცხა, ხოლო იტალიამ ლივორნოში უკრაინა - 85:75.

ჯგუფიდან უკვე გავიდნენ ესპანეთი და იტალია. დარჩენილი ერთი საგზურისთვის ბრძოლაში საქართველო ფავორიტია, რომელსაც ბოლო ტურის წინ 5 მოგება აქვს. ისლანდია 1 მოგებით ჩამოგვრჩება, უკრაინა კი - ორით და უშანსოდ დარჩა.

26 თებერვალს, ფინალის ტოლფას მატჩში, საქართველო ისლანდიას უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში პირველად გავა მსოფლიო ჩემპიონატზე. თუმცა 2 ქულით წაგებითაც მიაღწევს მიზანს, მაგრამ ცხადია, საქმე აქამდე არ
უნდა მივიდეს.

მკითხველის კომენტარები / 26 /
აქაც შემოაღწიეს "რუსკი კარაბლის" ტროლებმა. თითქოს ამბები.ჯი არ ყოფნიდათ, თავის მოდერატორიანად. უფროსო,დაბლოკე ეს უკრაინის მაგინებლები ( რუსების მონები). ჩვენ აქ სპორტზე ვსაუბრობთ ესენი ხელს გვიშლიან.
დავით 67
03:46 25-02-2023
4
ეს როგორ? ბოლო წამებზე თანაბარი ანგარიშის შემთხვევაში საკუთარ კალათაში უნდა ჩავაგდოთ ბურთი, დამატებულ 5 წუთში (ოვერტაიმში) რომ არ წავაგოთ სამ ქულაზე მეტით?
კონსტანტინე
20:41 24-02-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული