შერმადინი: ისლანდიასთან გულშემატკივარი ექსტრა-ენერგიას მოგვცემს

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, გასვლაზე ნიდერლანდების ძლევის (88:80) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა ისაუბრა:

"ჩვენი ფიქრები კვირის მატჩისკენაა. ნიდერლანდები დავამარცხეთ და ერთი ნაბიჯი გადავდგით მსოფლიო ჩემპიონატისკენ. დარჩა ერთი მოგება, 26 თებერვალს ისლანდიასთან, რომელსაც მთელი საქართველო ელის. 10-ათასიანი დარბაზი ბოლომდე გაივსება და გულშემატკივარი ექსტრა-ენერგიას მოგვცემს. თავს არ დავზოგავთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ. მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ხომ განსაკუთრებული მოვლენაა".

altზუროსი: კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ ისტორია უნდა შევქმნათ

altკარგი ამბები საქართველოს ნაკრებისთვის - ისლანდიამაც წააგო და უკრაინამაც

altსაქართველოს

ნაკრებმა ნიდერლანდებთან მძიმე მატჩი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლასთან ახლოსაა [VIDEO]

alt"შევხვდებით მსოფლიო თასზე" - ანტეტოკუნმპომ ქართველ კალათბურთელებს მიმართა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
მეკვლესი არიყოს,, მთლად ჩვენს იმედზე წუიქნებით ცოტა სროლაც ისწვლეთ და დაცვას მიხედეთ დაცვას
ბროლია
07:10 26-02-2023
0
გიო,მაყურებელი რომ მხარს დაგიჭერთ,ეგ რა სალაპარაკოა,ყველანი ძალიან რომ ეცდებით,არც მაგაში გვეპარება ეჭვი,მაგრამ თუ უკანა ხაზმაც ნორმალურთან ახლოს მაინც არ ითამაშა,არაფერი გამოგვივა.აგერ 20 წლის ბიჭუნებმა,კინაღამ სირცხვილი გაჭამეს.იმედი მაქვს,უფრო ორგანიზებულები ითამაშებთ და ისტორიიულ მიზანსაც მიაღწევთ.იქნებ სამქულიანებზეც განაახლო ვარჯიში.ხომ შეგიძლია და ძალიანაც გამოგადგება.
სოსო
23:02 24-02-2023
0

სიახლეები პოპულარული