შერმადინი: ისლანდიასთან გულშემატკივარი ექსტრა-ენერგიას მოგვცემს

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, გასვლაზე ნიდერლანდების ძლევის (88:80) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა ისაუბრა:

"ჩვენი ფიქრები კვირის მატჩისკენაა. ნიდერლანდები დავამარცხეთ და ერთი ნაბიჯი გადავდგით მსოფლიო ჩემპიონატისკენ. დარჩა ერთი მოგება, 26 თებერვალს ისლანდიასთან, რომელსაც მთელი საქართველო ელის. 10-ათასიანი დარბაზი ბოლომდე გაივსება და გულშემატკივარი ექსტრა-ენერგიას მოგვცემს. თავს არ დავზოგავთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ. მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ხომ განსაკუთრებული მოვლენაა".

altზუროსი: კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ ისტორია უნდა შევქმნათ

altკარგი ამბები საქართველოს ნაკრებისთვის - ისლანდიამაც წააგო და უკრაინამაც

altსაქართველოს

ნაკრებმა ნიდერლანდებთან მძიმე მატჩი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლასთან ახლოსაა [VIDEO]

alt"შევხვდებით მსოფლიო თასზე" - ანტეტოკუნმპომ ქართველ კალათბურთელებს მიმართა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბიჭო !!! სროლა ისწავლეთ და დაცვას რამე მოუხერხეთ, თორემ სულ რომ მთელი საქართველო მოვიდეთ სპორტის სასახლეში, თქვენს მაგივრად ჩვენ ვერ ვითამაშებთ. გინება და გაბრაზება კი იცოცხლე, ყველაზე ადვილი საქმეა. დიდი იმედი მაქვს, მაქამდე საქმე არ მივა
?????
13:02 24-02-2023
4
მთლად გულშემატკივრების იმედად ნუ იქნებით, ნიშადურიც იქონიეთ კაცზე ლიტრა იქნებ გიშველოთ.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული