მწვრთნელმა ზუროსმა სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. პირთამდე სავსე „თბილისი არენაზე“ შესანიშნავი ატმოსფერო იყო, დასაწყისი დაძაბული და ნერვიული. მაკფადენის ზედიზედ 6 ქულას შერმადინმა 11 ქულა მიაყოლა, თუმცა შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა რამდენიმე შეტევა ვერ დააგვირგვინეს და პირველი მეოთხედი 19:19 დასრულდა.
აშკარა გახლდათ, რომ როგორც ზუროსი წამყვან მოთამაშეებს დასვენების საშუალებას აძლევდა, მეტოქე, რომელსაც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე 4 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა, გაქცევას ახერხებდა. საქართველოს ნაკრებმა მეორე პერიოდის შუაში ამოწურა ჯარიმების ლიმიტი, ისლანდიელები ბურთს კარგად ათამაშებდნენ, საჯარიმოებს უზადოდ ასრულებდნენ, პერიმეტრიდან უკეთესად ისროდნენ და პირველი ტაიმი 42:43 დავთმეთ.
დიდი შესვენების მერე მოწინააღმდეგე 4 ქულით დაწინაურდა, შენგელიამ ზედიზედ 5 ქულა აიღო, თამაში ქულა ქულაში წავიდა, სანაძემ მეოთხე პერსონალური მიიღო და - 60:62 დასკვნითი მეოთხედის წინ. ბოლო პერიოდში ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს, მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე შენგელიამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ისლანდიელებმაც ვერ ჩააგდეს ბურთი, 77:80 წავაგეთ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავედით.
ჩვენი გუნდიდან 23 ქულა შერმადინმა ჩააგდო, 20 შენგელიამ, 17 მაკფადენმა, 6 სანაძემ, 5 ცინცაძემ, 3-3 ჯინჭარაძემ და ანდრონიკაშვილმა. სტუმართაგან 25 ქულა ფრიდრიკსონმა ჩააგდო.
მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება, კენჭისყრა კი 29 აპრილს გაიმართება.
ზუროსი გასშვებია, გასაგდები უფრო!!!
სამწუხაროდ 3 კალათბურთელით ვეთამაშეთ.სხვა არ გვყავს :((( ძალიან ცუდი მწვრთნელი გვყავსს , არანაირი ტაკტიკა. თავისი პროფესიონალიზმით იგებს თოკა, შერმადინი და მაგდაფენი. მე იმაზე მწყდება გული რომ , ახლა დაამთავრააა კალთბურთის თამაში სანიკიძემ არის თან პრეზიდენტი, ნუთუ არ ფიქრობს იმაზე რომ მწვრთნელი ნორმალური მოიყვანოსს. ბოლო წამზე რომ ჩაეგდო ისლანდიას, მაინც და მაინც უნდა გვეგინებინა ყველას რომ გააგდოს ეს მწვრთნელი, ამოწურა თავაისი ყველაფერი , აღარ შეუძლია. მსოფლიოზე კიდე თუ არ გამოასწორა სროლები, ანდრონიკაშვილმა სანააძემ და სსვებმა არ ვიცი რა რა მოხება იქოთ. 10 სროლიდან რომ 2 ბურთს ვეე აგდებს სანაძე და ანდრონიკაშვილი მიკვირსსსსს რააა. გაუმარჯოს ჩვენ სამშობლოს
(ოღონდ მწვრთნელი გამოსაცვლელია)