მწვრთნელმა ზუროსმა სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. პირთამდე სავსე „თბილისი არენაზე“ შესანიშნავი ატმოსფერო იყო, დასაწყისი დაძაბული და ნერვიული. მაკფადენის ზედიზედ 6 ქულას შერმადინმა 11 ქულა მიაყოლა, თუმცა შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა რამდენიმე შეტევა ვერ დააგვირგვინეს და პირველი მეოთხედი 19:19 დასრულდა.
აშკარა გახლდათ, რომ როგორც ზუროსი წამყვან მოთამაშეებს დასვენების საშუალებას აძლევდა, მეტოქე, რომელსაც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე 4 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა, გაქცევას ახერხებდა. საქართველოს ნაკრებმა მეორე პერიოდის შუაში ამოწურა ჯარიმების ლიმიტი, ისლანდიელები ბურთს კარგად ათამაშებდნენ, საჯარიმოებს უზადოდ ასრულებდნენ, პერიმეტრიდან უკეთესად ისროდნენ და პირველი ტაიმი 42:43 დავთმეთ.
დიდი შესვენების მერე მოწინააღმდეგე 4 ქულით დაწინაურდა, შენგელიამ ზედიზედ 5 ქულა აიღო, თამაში ქულა ქულაში წავიდა, სანაძემ მეოთხე პერსონალური მიიღო და - 60:62 დასკვნითი მეოთხედის წინ. ბოლო პერიოდში ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს, მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე შენგელიამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ისლანდიელებმაც ვერ ჩააგდეს ბურთი, 77:80 წავაგეთ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავედით.
ჩვენი გუნდიდან 23 ქულა შერმადინმა ჩააგდო, 20 შენგელიამ, 17 მაკფადენმა, 6 სანაძემ, 5 ცინცაძემ, 3-3 ჯინჭარაძემ და ანდრონიკაშვილმა. სტუმართაგან 25 ქულა ფრიდრიკსონმა ჩააგდო.
მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება, კენჭისყრა კი 29 აპრილს გაიმართება.
საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს!
ხალხო, მეც ბევრი შენიშვნა მაქვს, მაგრამ ეხლა ამის დრო არ არის. ესეთი ბრძოლის შემდეგ ბიჭებს ეკუთვნით მადლობა და ზეიმი. მაგის დროც მოვა, აგვისტომდე არის დრო.
მადლობა ბიჭებო, დიდი მადლობა!
განსაკუთრებული მადლობა კაპიტანს!
გ ი ლ ო ც ა ვ თ !
ვარ ესეთი გუნდით არაფერი გვესაქმება მსოფლიოზე, ნებისმიერი ნაკრები რომელიც გამართულ კალათბურთს თამაშობს უპრობლემოდ დაგვამარცხებს, ინდივიდუალიზმი მხოლოდ მომენტებში ამართლებს თვით მაიკლ ჯორდანი ვერაფერს ახერხებდა სანამ პიპენი რომანი არ მოიყვანეს გუნდში, დააკვირდით ერთი ორი მომენტის გარდა ყველა ვინც კი სამიანს ესვრის სახეზე შიში და ორჭოფობა აწერიათ ან რაღაც ახალი კომბინაცია დაამუშავონ კლუბებში ხომ აქვთ მაგის გამოცდილება ძირის მარტო რას მისჩერებიან, გაიგეთ გაჭირვებულ ხალხს თითუეული სპორტსმენის კლუბის ნაკრების გამარჯვება მალამოსავით ეცხება. დიახ გასაშვებია ზუროსი ამოწურა თავისი შესაძლებლობები. მწვრთნელს რომელსაც მოიყვანთ კონტრაქტის მთავარი პირობა უნდა დაუდოთ შემდეგნაირად სრულ ანაზღაურებას მიიღებს თუ ნაკრები ჯგუფიდან გასვლას მოახერხებს თუარად განახევრდება და ასე უნდა იყოს ყველა სპორტის სახეობაში იგივეს ვიტყოდი რეგბის შემთხვევაში კარგია მაისაშვილი ღირებული წარმატებები ჰქონდა მაგრამ ყველამ ვიცით რომ ნაკრები ექვსი ერის დონემდე ბევრი სამუშაოს ჩატარებაა საჭირო.