3 ქულით წაგებული მოგების ტოლფასი დრამატული მატჩი - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრები თბილისში ისლანდიასთან 77:80 დამარცხდა, მაგრამ მაინც გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე - პირველად ისტორიაში!

მწვრთნელმა ზუროსმა სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. პირთამდე სავსე „თბილისი არენაზე“ შესანიშნავი ატმოსფერო იყო, დასაწყისი დაძაბული და ნერვიული. მაკფადენის ზედიზედ 6 ქულას შერმადინმა 11 ქულა მიაყოლა, თუმცა შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა რამდენიმე შეტევა ვერ დააგვირგვინეს და პირველი მეოთხედი 19:19 დასრულდა.

აშკარა გახლდათ, რომ როგორც ზუროსი წამყვან მოთამაშეებს დასვენების საშუალებას აძლევდა, მეტოქე, რომელსაც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე 4 ქულით
გამარჯვება სჭირდებოდა, გაქცევას ახერხებდა. საქართველოს ნაკრებმა მეორე პერიოდის შუაში ამოწურა ჯარიმების ლიმიტი, ისლანდიელები ბურთს კარგად ათამაშებდნენ, საჯარიმოებს უზადოდ ასრულებდნენ, პერიმეტრიდან უკეთესად ისროდნენ და პირველი ტაიმი 42:43 დავთმეთ.

დიდი შესვენების მერე მოწინააღმდეგე 4 ქულით დაწინაურდა, შენგელიამ ზედიზედ 5 ქულა აიღო, თამაში ქულა ქულაში წავიდა, სანაძემ მეოთხე პერსონალური მიიღო და - 60:62 დასკვნითი მეოთხედის წინ. ბოლო პერიოდში ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს, მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე შენგელიამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ისლანდიელებმაც ვერ ჩააგდეს ბურთი, 77:80 წავაგეთ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავედით.

ჩვენი გუნდიდან 23 ქულა შერმადინმა ჩააგდო, 20 შენგელიამ, 17 მაკფადენმა, 6 სანაძემ, 5 ცინცაძემ, 3-3 ჯინჭარაძემ და ანდრონიკაშვილმა. სტუმართაგან 25 ქულა ფრიდრიკსონმა ჩააგდო.

მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება, კენჭისყრა კი 29 აპრილს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 124 /
გასვლა ერთია და მეორე სამარცხვინო ფედერაციას ამ ნაკრებით თან წაგებით გასვლა რომ გაუხარდებათ მარაზმია სუფთა რა.კარგია რომ გავედით და მარტო გასვლა ხომ არ არის.
მოქალაქე
26 თებერვალი 2023 22:59
11
კიდევ კარგი მაკფადენმა ბოლო წამზე გადაგდებული ბურთი როარ ჩააგდო თორე ნერვიულობა მერე გენახა,ოვერტაიმში გადადიოდა თამაში
Gio
26 თებერვალი 2023 22:57
4
სიმართლე უნდა ვთქვათ. მსოფლიო ჩემპიონატზე იმიტომ მოვხდით, რომ რუსეთი ჩახსნეს გათამაშებიდან და მათ მაგივრად ნიდერლანდები გავიდა, თორემ კარგა ხანია დაკარგული გვექნებოდა მსოფლიოზე გასვლის შანსი.
ზაზა
26 თებერვალი 2023 22:53
10
რუსეთის და საბჭოთა კავშირის გარეშე საქართველოც სულ სხვა ქვეყანა იქნებოდა ეხლა. ერთი მაგათი დ… მო… გაიხარეთ რა მიღწეულით! ეს სპორტია. და ამ მიღწევამ ბევრი ადამიანის მხრებზე გადაიარა პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით. იქნებ დაგავიწყდათ უკვე B ლიგაში რომ გამოვდიოდით წლები და A ლიგაში გადმოსვლა სანატრელი გვქონდა?! არც ის დაგავიწყდეთ რომ გაჭირვებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და გვინდა ესპანეთივით ვიფრინოთ?! რა რესურსით? შეირგეთ რა ხალხო ეს გამარჯვება! არ დაიღალეთ ამდენი ნეგატიურით?!
გიორგი
26 თებერვალი 2023 23:11
7
ეგრეა მაგ ჯგუფიდან რუსეთი გადმოვიდოდა პირველი ადგილით უკეთესი შედეგით
Soso
26 თებერვალი 2023 22:58
2
მეც ცოტა უკმაყოფილების გრძნობა დამრჩა მაგრამ გავიხსენოთ რომ ჯგუფში უკრაინა და ისლანდიაც დაახლოებით ჩვენი დონის იყვნენ, იმათმა შანსი ვერ გამოიყენეს, ისიც გავიხსენოთ როგორ ვითამაშეთ იტალიის და ესპანეთის უძლიერეს ნაკრებებს, ასე რომ დამსახურებულად გავედით, სანდრო და გოგა დაგვემატება და იქაც ვიბრძოლებთ, თოკო, შერმა და მაკფადენი ხელის გულზე უნდა ვატაროთ, დაგლიჯეს
კახა
26 თებერვალი 2023 22:51
5
მაგარიააააა გავედით ! მაგრამ რის ვაი ვაგლახით ! თანაც ისეთ გუნდთან ვისაც წესით 20 ქულით უნდა ვუგებდეთ და რისი ბრალია ეს ? რისი კი არა ვისი ბრალია ? ვისი და ზუროსის @ ან რა დაცვა იყო ან რა შეტევა @ არავითარი მონახაზი შეტევაში არავითარი კომბინაციები @ დაცვაში ღია კარის დღე გვქონდა და რომ გავედით სამი კაცის დამსახურებაა შენგელია-შერმადინი-მაკფადენის და არა ზუროსის! საინტერესოა როდემდე აქვს კონტრაქტი მაგ ანტი მწვრთნელს ? ცალკე მაგის ქცევაა სალაპარაკო-- თამაში არ გავა რომ მინიმუმ ერთი ტექნიკური არ აიკიდოს @ თუ ნერვები არა აქვს წესრიგში წავიდეს და იმკურნალოს @@ უნდა გაუშვან და ნორმალური მწვრთნელი მოიყვანონ ! კიდევ კარგი რომ მსოფლიოზე ბითაძე და მამუკელაშვილი დაგვემატებიან ბურჯანაძეც ჩადგება მწყობრში და იქნებარამე ვქნათ იქ
zura222
26 თებერვალი 2023 22:48
4
ბოდიშის ვიხდი, მოხსნებს კი არ ვიგებდით სამწუხაროდ ვაგებდით მოხსნებს და საკუთარ ფარზე რამდენიმე შეტევის საშუალებას ვაძლევდით და ვაძლევთ მოწინააღმდეგეებს
ბს
26 თებერვალი 2023 23:21
2
არა ძმაო ვერაფერს ვერ ვიზავთ ასე ინდივიდუალური ოსტატობის იმედად! არაფერი გამოვა და ლაგვემართებპ ის რაც დაგვემართა თბილისში , ევროპის ჩემპიონატზე, როცა ევროპაში უძლიერესი თავდამსხმელები გვყავდა და მოხსნებს ვიგებდით , კომბინაციების გათამაშებაზე აღარ ვლაპარაკობ
ბს
26 თებერვალი 2023 23:16
4
გილოვავთ! გილოცავთ! გილოცავთ!
საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს!
ხალხო, მეც ბევრი შენიშვნა მაქვს, მაგრამ ეხლა ამის დრო არ არის. ესეთი ბრძოლის შემდეგ ბიჭებს ეკუთვნით მადლობა და ზეიმი. მაგის დროც მოვა, აგვისტომდე არის დრო.
მადლობა ბიჭებო, დიდი მადლობა!
განსაკუთრებული მადლობა კაპიტანს!
გ ი ლ ო ც ა ვ თ !
ლევანი
26 თებერვალი 2023 22:48
5
შენგელიას თავგანწირვამ გვიშველა. შერმადინი სამაგალითოა! ამდენ ცარიელ სროლას ფეხბურთის გუნდი არ გააფუჭებდა.
იმედი
26 თებერვალი 2023 22:55
4
გგილოცავთ, ჩემს ქართველებს გილოცავთ, საქართველოს მოქალაქეებს ყველას ვისაც გაგეხარდათ! ეს მართლაც სასწაულებრივი შედეგია! საქართველო კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე! მაგრამ ისლანდია შემეცოდა, ჩვენგან განსხვავებით ძალიან გამართულ კალათბურთს თამაშობდნენ! ჩვენმა ბიჭებმა იბრძოლეს, თავი დადეს, ძალ-ღონე არ დაიშურეს, მაგრამ ..... ხომ ნახეთ ყველამ?! ამაზე ბევრს აღარ გავაგრძელებ, მაგრამ მსოფლიოზე, იქ რა უნდა გავაკეთთ?!
aburjga
26 თებერვალი 2023 22:46
0
მართლა ისტორიული ამბავია, ეს ისაა რისთვისაც დამოუკიდებლობა გვინდოდა და ვიბრძოდით, რისთვისაც ღირდა 30 წელი ტანჯვა-წამება, გილოცავთ!!! მაგრამ უფრო მეტი გვინდა, უფრო კარგი მწვრთნელი, უფრო მოწესრიგებული გუნდი და უფრო გონიერი კომენტატორები რომლებიც სისულეებს არ ილაპარაკებენ!
gogi
26 თებერვალი 2023 22:42
1
კარგია ვულოცავ ყველა ჭეშმარიტ გულშემატკივარს თუმცა ძალიან ნერვებს აწყვეტილი გამოფიტული
ვარ ესეთი გუნდით არაფერი გვესაქმება მსოფლიოზე, ნებისმიერი ნაკრები რომელიც გამართულ კალათბურთს თამაშობს უპრობლემოდ დაგვამარცხებს, ინდივიდუალიზმი მხოლოდ მომენტებში ამართლებს თვით მაიკლ ჯორდანი ვერაფერს ახერხებდა სანამ პიპენი რომანი არ მოიყვანეს გუნდში, დააკვირდით ერთი ორი მომენტის გარდა ყველა ვინც კი სამიანს ესვრის სახეზე შიში და ორჭოფობა აწერიათ ან რაღაც ახალი კომბინაცია დაამუშავონ კლუბებში ხომ აქვთ მაგის გამოცდილება ძირის მარტო რას მისჩერებიან, გაიგეთ გაჭირვებულ ხალხს თითუეული სპორტსმენის კლუბის ნაკრების გამარჯვება მალამოსავით ეცხება. დიახ გასაშვებია ზუროსი ამოწურა თავისი შესაძლებლობები. მწვრთნელს რომელსაც მოიყვანთ კონტრაქტის მთავარი პირობა უნდა დაუდოთ შემდეგნაირად სრულ ანაზღაურებას მიიღებს თუ ნაკრები ჯგუფიდან გასვლას მოახერხებს თუარად განახევრდება და ასე უნდა იყოს ყველა სპორტის სახეობაში იგივეს ვიტყოდი რეგბის შემთხვევაში კარგია მაისაშვილი ღირებული წარმატებები ჰქონდა მაგრამ ყველამ ვიცით რომ ნაკრები ექვსი ერის დონემდე ბევრი სამუშაოს ჩატარებაა საჭირო.
კახა
26 თებერვალი 2023 22:40
5
ისტორია დაიწერა, მთავარი ესაა! გილოცავთ ყველას! გული კინაღამ გამიჩერდა, მაგრამ მთავარი შედეგია!!!
მასტერს
26 თებერვალი 2023 22:38
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული