"კვარა", შეგინახოთ ბილეთები?" - FIBA-მ ხვიჩას მიმართა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე 3 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა და ისტორიაში პირველად, აღნიშნულ ტურნირზე ითამაშებს.

FIBA-მ საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე საქართველოს გამარჯვება მიულოცა: "საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს".

ამასთან ერთად, FIBA-მ კომენტარებში ხვიჩა კვარაცხელიასაც მიმართა: "კვარა", შეგინახოთ ბილეთები?".

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან 77:80 დამარცხდა, თუმცა მსოფლიო პირველობაზე გასვლა მაინც მოახერხა. საუკეთესო მექულე გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც თავი 23 ქულით (9/9), 6 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

თორნიკე შენგელიამ 20, ხოლო თად მაკფადენმა 17 ქულა ჩააგდო.

377:&catid=131:&Itemid=296" target="_blank">alt3 ქულით წაგებული მოგების ტოლფასი დრამატული მატჩი - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესეც, ხვიჩას მორიგი აღიარება.
მიშა
12:47 27-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული