"ქართველებმა შენგელიას ჩარტერებზე იმდენი ფული დახარჯეს, რამდენსაც ჩვენ წლის მანძილზე ვიღებთ" - ისლანდიის კალათბურთის ასოციაციის თავმჯდომარე

AutoSharing Option
ისლანდიის კალათბურთის ასოციაციის თავმჯდომარემ, ჰანეს სიგურბიორნ იონსონმა, საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს mbl-სთან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდნენ.

იონსონის თქმით, წარმატების მისაღწევად სპორტის სახეობების და კერძოდ, კალათბურთის დაფინანსების გაზრდაა საჭირო და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მაგალითი მოიყვანა, რომელმაც თორნიკე შენგელიას ჩარტერული რეისებით მატჩებზე ჩამოყვანაზე იმდენივე დახარჯა, რასაც ისინი სახელმწიფოსგან მთელი წლის განმავლობაში იღებენ.

"კალათბურთი იქნება თუ სპორტის სხვა სახეობები, მეტი ფინანსური ინვესტიციები გვჭირდება. თუ სხვა ქვეყნების მცირე მაგალითებს მოვიყვანთ, ისინი ჩარტერული რეისებით მგზავრობენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დრო დახარჯონ.
ბევრ ფულს არ ვითხოვთ, უბრალოდ ამ უდიდეს სხვაობას შეხედეთ.

ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, სხვა ქვეყნების ხელისუფლებები რა თანხებს იხდიან თავიანთი ეროვნული გუნდების დასახმარებლად. ერთი კონკრეტული მაგალითი: საქართველოს ნაკრების საუკეთესო მოთამაშე თორნიკე შენგელიაა. მას ევროლიგაზე მატჩი ჰქონდა და ფედერაციამ კერძო თვითმფრინავი დაუქირავა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ამაში იმდენი ფული დახარჯა, რამდენსაც ჩვენ ერთ წელიწადში სახელმწიფო მიღწევების ფონდიდან ვიღებთ. აი, ამიტომ გვჭირდება მეტი დაფინანსება".

altთორნიკე შენგელია: უდიდესი მადლობა გულშემატკივარს და ღმერთს, რომ ვართ ის ბიჭები, რომლებმაც ისტორია დაწერეს

alt"თავი ვერ შე­ვი­კა­ვე, ავ­ტირ­დი" - ინტერვიუ ვლადიმერ ბოისასთან

altგაორებული გრძნობები კალათბურთზე - ზეიმის დროა, პრობლემებს კი მსოფლიოზე არგასვლა ვერ აგვარებს!..

alt"კვარა", შეგინახოთ ბილეთები?" - FIBA-მ ხვიჩას მიმართა

მკითხველის კომენტარები / 40 /
ორივე თამაშს ვუყურე. ჯამში ორივე თამაშში ერთი ნორმალური კომბანიცია არ გაუკეთებიათ. ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გავფორთხდით. გუნდი არ არსებობს
ძველი ფანი
01 მარტი 2023 11:05
2
Martla didi migwevaa,magram shengeliac asakshia da shermadinic, eseni rom wavlen...gafiqrebac ki mzaravs sadamde davecemit...unda miexedos kalatburts, arcerti nichieri bavshvi ar unda darches ukuradgebod.
Givi
01 მარტი 2023 10:38
0
ეგენი რომ წავლენ, შეიძლება ევრობასკეტის შესარჩევში გასვლაც კი გაგვიჭირდეს, არამცთუ ევრობასკეტზე და მსოფლიოზე.
შაკო
01 მარტი 2023 11:03
0
სიმართლე გითხრათ კი გავედით მაგრამ გაგვიმართლა რუსეთი ომის გამო რო გაგდეს თორემ არგვყავს ის გუნდი რო მსოფლიოზე გავსულიყავით ისლანდია სახში რო მოგიგებს და ძლივს რო გახვალ მაგას ჯობია ვაფშე არ გახვიდე... მერე კიდე შენგელია გასახდელში ინგლისურად რო ლაპარაკობთ 15 ქართველი ხართ და 3-ი უცხოელი და ინგლისურად საუბრობ რაპონტია თუ გვებლატავები შენი ინგლისურით თუ რაიყო ისაუბრე იმ ენაზე ვის ნაკრებშიც თამაშობ თუ არა წადი ცესკაში ფულის გასაკეთებლად....
sa...qa..rt..ve..lo
01 მარტი 2023 09:36
25
კერძო თვითმფრინავებით რომ დაყავათ მაგიტომ გაგვაგდეს კინაღამ მსოფლიოდამ!
ბაქარ
01 მარტი 2023 09:31
6
ფარერები რომ უგებს დინამოს ვიძახით ფინანსები არ აქვს ქართულ კლუბსო, კალათბურთში მოვიგეთ და ჩვენისთანა ტკივილი სხვამ ძლივს თქვა სასწაული ყოფილა ვიღაცას ჩვენი ფინანსების შეშურდა :)))
აჩი
01 მარტი 2023 01:08
0
ფედერაციის პრეზიდენტობა და თან პარლამენტში ტვინის "წყლეტვის" პრაქტიკა, რუსეთისგანაა დაკოპირებული. ყველა სფეროში რუსული ნარატივი დაამკვიდრა მამა მარჩენალმა.
ტიტო
03 მარტი 2023 10:00
0
კაი რა. რაც საქართველოს ფედერაციებშია შეჭმული, გინდა ბოლო 10 ან გინდა ბოლო 30 წელში. მაგდენი ფული არცერთ ისლანდიელ სახელწიფო ბიუროკრატს არ უნახავს ცხოვრებაში. ნუ პარლამენტარები რომ ფედერაციის პრეზიდენტები ხდებიან, მაგის გაგონებაზე საერთოდ გაგიჟდებოდა საშუალო ევროპელი ფედერაციის მოხელე.

შედეგიც შესაბამისი გვაქვს. თუ რამით შეიძლება ვიამაყოთ არის ინდივიდუალური შესაძლებლობები (ხვიჩა, თოკო, შერმადინი) გუნდად ჩამოყალიბებას კარგი (და ჭკვიანი) მენეჯმენტი სჭირდება, რაც აშკარად არაა ადგილზე
ძველი ფანი
01 მარტი 2023 11:10
3
ბავშვთა კალათბურთს მიაქციეთ ყურადღება, 200-300 ლარი პლიუს ტრენერს ბონუსები სად გავქაჩოთ, ბავშვი რომელიც თამაშში 30 ქულაზე ნაკლებს არ აგროვებდა, 15 წლისა კალათში ბურთს ტენიდა, ბურთს რომ ვერ ართმევდა მოწინააღმდეგე, 3 ქულიანების უზადო მსროლელი, 1,92 სიმაღლის, მშობლების უქონრობის და დევნილობის გამო დღეს ქუჩაშია და დაკარგული ტალანტია, უპატრონოდ სხვა ტალანტ ბავშვებს მაინც მიხედეთ, ქართველები ბურთთან ძაან ახლოს ვართ და ნუ გადაგვაჰოლეთ ამ მამიკოს სპონსორ შვილებს, დღეს რომ მერსედესებით დაყავთ ვარჯიშზე და 500 დოლარიანი ბოტასებუთ ვარჯიშობენ, მათგან ერთი გამოსული კალათბურთელი თუ გინახავთ
Suxumchanin
28 თებერვალი 2023 23:52
2
რამდენი წლისაა დღეს ბავშვი?
დათო
01 მარტი 2023 08:08
0
რა იციან ეხლა ამ ისლანდიელებმა?
თვენ ჩვენი პოლიტიკოსები რა მაგარი მანქანებით დარბიან ეგ უნდა ნახოთ, თქვენსავით ველოსიპედებით კი არ დადიან პარლამენტის სხდომაზე. )))))
მეგრელი
28 თებერვალი 2023 22:20
11
რა ფულიც ჩაიდო შენგელიაში, მაგის შესაბამისი თამაში არ უთამაშია
ძველი ფანი
01 მარტი 2023 11:11
13
მთავარი რაც დაწერა მწვრთნელმა, იმის შეფასება გაკეთებინა, აჯობებდა. ქილიკი რა შუაშია,მთავრობამ კერძო თვითმფრინავი დაუქირავა სპორტსმენს, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გასულიყო. ისლანდიელმა მწვრთნელმა ის იცის ყველა ჩვენთაგანზე კარგად,რაც მას და მის გუნდს ეხება და სინანულს გამოთქვამს, რომ მისი მთავრობა არ არის ასე ყურადღებიანი გუნდის მიმართ. მადლობის მეტი რა გვეთქმის გულშემატკივრებს, რა, ასე არ არის?
ლევანი
01 მარტი 2023 00:56
4
წარმოიდგინე, ტიპი კერძო თვითმფრინავით აფრინეს და ისე ახლოს ვიყავით კატასტროფასთან როგორც არასდროს :)) ეგ მართლა ასეულ ათასობით დოლარია.
odala
28 თებერვალი 2023 22:14
39
მახსოვს, ერთხელ გერმანიას რომ მოუგეს ქართველებმა რაგბიში, გერმანელები წუწუნებდნენ - ქართველების ოდენი დაფინანსება რომ გვქონოდა, რა გვიჭირდაო :D
საწყალი საქართველოსი რომ შეშურდება გაფუფუნებულ ევროპაში მცხოვრებს :) სასაცილო არაა?
არჩილა
28 თებერვალი 2023 22:09
2
ზატო თქვენ განათლებაში დებთ დიდ ფულს, ჩვენ განათლება რად გვინდა ტრიში-ტრიში გვირჩევნია, გულავი ხვევნა კოცნა, შენ ის არ იცი ბანკეტებში და ქეიფებში რა დაიხარჯებოდა ამ თამაშის მერე.DDD თუ ეს გეხარბება ჩამოდი და დასახლდი აქ.D
yogo
28 თებერვალი 2023 21:31
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული