"ქართველებმა შენგელიას ჩარტერებზე იმდენი ფული დახარჯეს, რამდენსაც ჩვენ წლის მანძილზე ვიღებთ" - ისლანდიის კალათბურთის ასოციაციის თავმჯდომარე

AutoSharing Option
ისლანდიის კალათბურთის ასოციაციის თავმჯდომარემ, ჰანეს სიგურბიორნ იონსონმა, საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს mbl-სთან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდნენ.

იონსონის თქმით, წარმატების მისაღწევად სპორტის სახეობების და კერძოდ, კალათბურთის დაფინანსების გაზრდაა საჭირო და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მაგალითი მოიყვანა, რომელმაც თორნიკე შენგელიას ჩარტერული რეისებით მატჩებზე ჩამოყვანაზე იმდენივე დახარჯა, რასაც ისინი სახელმწიფოსგან მთელი წლის განმავლობაში იღებენ.

"კალათბურთი იქნება თუ სპორტის სხვა სახეობები, მეტი ფინანსური ინვესტიციები გვჭირდება. თუ სხვა ქვეყნების მცირე მაგალითებს მოვიყვანთ, ისინი ჩარტერული რეისებით მგზავრობენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დრო დახარჯონ.
ბევრ ფულს არ ვითხოვთ, უბრალოდ ამ უდიდეს სხვაობას შეხედეთ.

ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, სხვა ქვეყნების ხელისუფლებები რა თანხებს იხდიან თავიანთი ეროვნული გუნდების დასახმარებლად. ერთი კონკრეტული მაგალითი: საქართველოს ნაკრების საუკეთესო მოთამაშე თორნიკე შენგელიაა. მას ევროლიგაზე მატჩი ჰქონდა და ფედერაციამ კერძო თვითმფრინავი დაუქირავა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ამაში იმდენი ფული დახარჯა, რამდენსაც ჩვენ ერთ წელიწადში სახელმწიფო მიღწევების ფონდიდან ვიღებთ. აი, ამიტომ გვჭირდება მეტი დაფინანსება".

altთორნიკე შენგელია: უდიდესი მადლობა გულშემატკივარს და ღმერთს, რომ ვართ ის ბიჭები, რომლებმაც ისტორია დაწერეს

alt"თავი ვერ შე­ვი­კა­ვე, ავ­ტირ­დი" - ინტერვიუ ვლადიმერ ბოისასთან

altგაორებული გრძნობები კალათბურთზე - ზეიმის დროა, პრობლემებს კი მსოფლიოზე არგასვლა ვერ აგვარებს!..

alt"კვარა", შეგინახოთ ბილეთები?" - FIBA-მ ხვიჩას მიმართა

მკითხველის კომენტარები / 40 /
სად არის ჩვენი რეგიონის ქვეყნები??!!თურქეთი,რუსეთი,უკრაინა,ბულგარეთი,სომხეთი,აზერბაიჯანი?? რომ დაგვცინოდნენ ეხლა გვიყურეთ მსოფლიოს ჩემპიონატიდან!!!!!!
ბექა
28 თებერვალი 2023 21:18
2
შენგელიასა და შერმადინის ნაირი კალთბურთელი, რომ არა გყავთ მაგაშია საქმე, თორემ არც საქართველო დახარჯავდა ფულს უბრალო კალათბურთელის გადაყვნა გადმოყვანაში!
მწრთვნელი
28 თებერვალი 2023 20:51
1
იმიტომაც თამაშობთ ჯიგრიან და ნამდვილ კალათბურთს. ჩვენს გუნდში კი ერთი ორის გარდა , მოჭიდავეები უფრო არიან, თანაც კალათბურთის ანა-ბანა არ იციან, ზედმეტი წონით , ასაკით, გამრუდებული ფოკუსით და ა. შ.
თუმცა რაღა ჩვენ გვედრება , ჩვენზე მეტი დაფინანსება მსოფლიოს ბევრ გუნდს აქვს.
?
28 თებერვალი 2023 20:45
21
სად არის თურქეთი??რომ დაგვცინოდნენ დარჩა მსოფლიოს გარეშეე!!!!
ირაკლი
28 თებერვალი 2023 20:42
2
აუუუფ საწყლებიიიი ფული არ ქონია ისლანდიას DD
zura222
28 თებერვალი 2023 20:18
7
აქვე იპოვი იაპონიის ძიუდოს ნაკრებზე სტატიას და მერე შეგრცხვება შენი კომენტარის
ნოდო
28 თებერვალი 2023 21:44
4
ფული კი აქვთ, მაგრამ ენანებათ რომ სპორტზე დახარჯონ, ამაზეა საუბარი, დაფინანსების გარეშე გამარჯვებები არ მოდის არცერთ სფეროში
##
28 თებერვალი 2023 21:41
2
ჩვენიც შურთ. კარგია!
გიორგი - 11
28 თებერვალი 2023 19:55
4
საქართველო ევროპის საუკეთესო თორმეტ გუნდშია არ აქვს მნიშვნელობა როგორ გავედით,სამ მილიონიანი ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი მიღწევაა!!!შენი დრო მოდის ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ო!!!!!!!
სოსო
28 თებერვალი 2023 19:36
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული