"ქართველებმა შენგელიას ჩარტერებზე იმდენი ფული დახარჯეს, რამდენსაც ჩვენ წლის მანძილზე ვიღებთ" - ისლანდიის კალათბურთის ასოციაციის თავმჯდომარე

AutoSharing Option
ისლანდიის კალათბურთის ასოციაციის თავმჯდომარემ, ჰანეს სიგურბიორნ იონსონმა, საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს mbl-სთან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდნენ.

იონსონის თქმით, წარმატების მისაღწევად სპორტის სახეობების და კერძოდ, კალათბურთის დაფინანსების გაზრდაა საჭირო და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მაგალითი მოიყვანა, რომელმაც თორნიკე შენგელიას ჩარტერული რეისებით მატჩებზე ჩამოყვანაზე იმდენივე დახარჯა, რასაც ისინი სახელმწიფოსგან მთელი წლის განმავლობაში იღებენ.

"კალათბურთი იქნება თუ სპორტის სხვა სახეობები, მეტი ფინანსური ინვესტიციები გვჭირდება. თუ სხვა ქვეყნების მცირე მაგალითებს მოვიყვანთ, ისინი ჩარტერული რეისებით მგზავრობენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დრო დახარჯონ.
ბევრ ფულს არ ვითხოვთ, უბრალოდ ამ უდიდეს სხვაობას შეხედეთ.

ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, სხვა ქვეყნების ხელისუფლებები რა თანხებს იხდიან თავიანთი ეროვნული გუნდების დასახმარებლად. ერთი კონკრეტული მაგალითი: საქართველოს ნაკრების საუკეთესო მოთამაშე თორნიკე შენგელიაა. მას ევროლიგაზე მატჩი ჰქონდა და ფედერაციამ კერძო თვითმფრინავი დაუქირავა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ამაში იმდენი ფული დახარჯა, რამდენსაც ჩვენ ერთ წელიწადში სახელმწიფო მიღწევების ფონდიდან ვიღებთ. აი, ამიტომ გვჭირდება მეტი დაფინანსება".

altთორნიკე შენგელია: უდიდესი მადლობა გულშემატკივარს და ღმერთს, რომ ვართ ის ბიჭები, რომლებმაც ისტორია დაწერეს

alt"თავი ვერ შე­ვი­კა­ვე, ავ­ტირ­დი" - ინტერვიუ ვლადიმერ ბოისასთან

altგაორებული გრძნობები კალათბურთზე - ზეიმის დროა, პრობლემებს კი მსოფლიოზე არგასვლა ვერ აგვარებს!..

alt"კვარა", შეგინახოთ ბილეთები?" - FIBA-მ ხვიჩას მიმართა

მკითხველის კომენტარები / 40 /
რა იციან ეხლა ამ ისლანდიელებმა?
თვენ ჩვენი პოლიტიკოსები რა მაგარი მანქანებით დარბიან ეგ უნდა ნახოთ, თქვენსავით ველოსიპედებით კი არ დადიან პარლამენტის სხდომაზე. )))))
მეგრელი
28 თებერვალი 2023 22:20
11
მთავარი რაც დაწერა მწვრთნელმა, იმის შეფასება გაკეთებინა, აჯობებდა. ქილიკი რა შუაშია,მთავრობამ კერძო თვითმფრინავი დაუქირავა სპორტსმენს, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გასულიყო. ისლანდიელმა მწვრთნელმა ის იცის ყველა ჩვენთაგანზე კარგად,რაც მას და მის გუნდს ეხება და სინანულს გამოთქვამს, რომ მისი მთავრობა არ არის ასე ყურადღებიანი გუნდის მიმართ. მადლობის მეტი რა გვეთქმის გულშემატკივრებს, რა, ასე არ არის?
ლევანი
01 მარტი 2023 00:56
4
რა ფულიც ჩაიდო შენგელიაში, მაგის შესაბამისი თამაში არ უთამაშია
ძველი ფანი
01 მარტი 2023 11:11
13
საქართველო ევროპის საუკეთესო თორმეტ გუნდშია არ აქვს მნიშვნელობა როგორ გავედით,სამ მილიონიანი ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი მიღწევაა!!!შენი დრო მოდის ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ო!!!!!!!
სოსო
28 თებერვალი 2023 19:36
2
ბავშვთა კალათბურთს მიაქციეთ ყურადღება, 200-300 ლარი პლიუს ტრენერს ბონუსები სად გავქაჩოთ, ბავშვი რომელიც თამაშში 30 ქულაზე ნაკლებს არ აგროვებდა, 15 წლისა კალათში ბურთს ტენიდა, ბურთს რომ ვერ ართმევდა მოწინააღმდეგე, 3 ქულიანების უზადო მსროლელი, 1,92 სიმაღლის, მშობლების უქონრობის და დევნილობის გამო დღეს ქუჩაშია და დაკარგული ტალანტია, უპატრონოდ სხვა ტალანტ ბავშვებს მაინც მიხედეთ, ქართველები ბურთთან ძაან ახლოს ვართ და ნუ გადაგვაჰოლეთ ამ მამიკოს სპონსორ შვილებს, დღეს რომ მერსედესებით დაყავთ ვარჯიშზე და 500 დოლარიანი ბოტასებუთ ვარჯიშობენ, მათგან ერთი გამოსული კალათბურთელი თუ გინახავთ
Suxumchanin
28 თებერვალი 2023 23:52
2
რამდენი წლისაა დღეს ბავშვი?
დათო
01 მარტი 2023 08:08
0
ჩვენიც შურთ. კარგია!
გიორგი - 11
28 თებერვალი 2023 19:55
4
შენგელიასა და შერმადინის ნაირი კალთბურთელი, რომ არა გყავთ მაგაშია საქმე, თორემ არც საქართველო დახარჯავდა ფულს უბრალო კალათბურთელის გადაყვნა გადმოყვანაში!
მწრთვნელი
28 თებერვალი 2023 20:51
1
მახსოვს, ერთხელ გერმანიას რომ მოუგეს ქართველებმა რაგბიში, გერმანელები წუწუნებდნენ - ქართველების ოდენი დაფინანსება რომ გვქონოდა, რა გვიჭირდაო :D
საწყალი საქართველოსი რომ შეშურდება გაფუფუნებულ ევროპაში მცხოვრებს :) სასაცილო არაა?
არჩილა
28 თებერვალი 2023 22:09
2
სად არის ჩვენი რეგიონის ქვეყნები??!!თურქეთი,რუსეთი,უკრაინა,ბულგარეთი,სომხეთი,აზერბაიჯანი?? რომ დაგვცინოდნენ ეხლა გვიყურეთ მსოფლიოს ჩემპიონატიდან!!!!!!
ბექა
28 თებერვალი 2023 21:18
2
სად არის თურქეთი??რომ დაგვცინოდნენ დარჩა მსოფლიოს გარეშეე!!!!
ირაკლი
28 თებერვალი 2023 20:42
2
აუუუფ საწყლებიიიი ფული არ ქონია ისლანდიას DD
zura222
28 თებერვალი 2023 20:18
7
ფული კი აქვთ, მაგრამ ენანებათ რომ სპორტზე დახარჯონ, ამაზეა საუბარი, დაფინანსების გარეშე გამარჯვებები არ მოდის არცერთ სფეროში
##
28 თებერვალი 2023 21:41
2
აქვე იპოვი იაპონიის ძიუდოს ნაკრებზე სტატიას და მერე შეგრცხვება შენი კომენტარის
ნოდო
28 თებერვალი 2023 21:44
4
ფარერები რომ უგებს დინამოს ვიძახით ფინანსები არ აქვს ქართულ კლუბსო, კალათბურთში მოვიგეთ და ჩვენისთანა ტკივილი სხვამ ძლივს თქვა სასწაული ყოფილა ვიღაცას ჩვენი ფინანსების შეშურდა :)))
აჩი
01 მარტი 2023 01:08
0
კაი რა. რაც საქართველოს ფედერაციებშია შეჭმული, გინდა ბოლო 10 ან გინდა ბოლო 30 წელში. მაგდენი ფული არცერთ ისლანდიელ სახელწიფო ბიუროკრატს არ უნახავს ცხოვრებაში. ნუ პარლამენტარები რომ ფედერაციის პრეზიდენტები ხდებიან, მაგის გაგონებაზე საერთოდ გაგიჟდებოდა საშუალო ევროპელი ფედერაციის მოხელე.

შედეგიც შესაბამისი გვაქვს. თუ რამით შეიძლება ვიამაყოთ არის ინდივიდუალური შესაძლებლობები (ხვიჩა, თოკო, შერმადინი) გუნდად ჩამოყალიბებას კარგი (და ჭკვიანი) მენეჯმენტი სჭირდება, რაც აშკარად არაა ადგილზე
ძველი ფანი
01 მარტი 2023 11:10
3
ფედერაციის პრეზიდენტობა და თან პარლამენტში ტვინის "წყლეტვის" პრაქტიკა, რუსეთისგანაა დაკოპირებული. ყველა სფეროში რუსული ნარატივი დაამკვიდრა მამა მარჩენალმა.
ტიტო
03 მარტი 2023 10:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული