ლიმნიატისი "ლავრიოს" საბერძნეთის უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ასისტენტმა გეორგიოს ლიმნიატისმა ბერძნული კლუბი "ლავრიო" უმაღლესი ლიგიდან გავარდნას გადაარჩინა. შეგახსენებთ, რომ ლიმნიატისი აღნიშნული გუნდის მთავარ მწვრთნელად გასულ თებერვალს დაინიშნა. ეს ინფორმაცია მაშინ გავრცელდა, როცა გეორგიოსი საქართველოს ნაკრებში იმყოფებოდა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დასკვნით 2 მატჩს ატარებდა – ნიდერლანდებში და თბილისში ისლანდიასთან.

საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ ლიმნიატისი საბერძნეთში დაბრუნდა და ბოლო ადგილზე მყოფი "ლავრიო" ჩაიბარა. საბერძნეთის რეგულარული ჩემპიონატის დასკვნითი 6 მატჩიდან მისმა გუნდმა 4 მოიგო და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

გეორგიოს ლიმნიატისი
ბერძნულ კალათბურთში ცნობილი პერსონა უფრო თავისი მოთამაშის კარიერითაა. ის ბერძნულ გრანდ “ოლიმპიაკოსში” სამჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ჯორჯი (საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მას ასე მიმართავენ) საბერძნეთის ეროვნული ნაკრების წევრიც იყო და სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა დაიწყო. “ლავრიო” არის პირველი კლუბი, სადაც ლიმნიატისი მთავარი მწვრთნელი იქნება. აქამდე მას მთავარ მწვრთნელად მხოლოდ საბერძნეთის 16-წლამდელთა ნაკრებში უმუშავია, ხოლო ასისტენტი ოთხ კლუბში – "ნეა კიფისაში", "კიმისში", პაოკ-სა და აეკ-ში ყოფილა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენი ნაკრები ხომ ააყვავეს რა და ახლა საბერძნეთს ჰა ჰა ჰა ჰა
მოქალაქე
18:44 28-04-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული