საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფში სლოვენიასთან, ვენესუელასთან და კაბო-ვერდესთან მოხვდა

AutoSharing Option
ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა, რომლის შედეგად მუნდიალზე გასული 32 ქვეყნის ნაკრები 8 ჯგუფში გადანაწილდა.

საქართველოს ეროვნული გუნდი F ჯგუფში სლოვენიასთან, ვენესუელასთან და კაბო-ვერდესთან მოხვდა. ამ ჯგუფის მატჩები იაპონიის ქალაქ ოკინავაში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები 26 აგვისტოს კაბო-ვერდეს შეხვდება, 28 აგვისტოს სლოვენიას, 30 აგვისტოს კი ვენესუელას.

სხვა ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:

A ჯგუფი: ანგოლა, დომინიკის რესპუბლიკა, ფილიპინები, იტალია
B ჯგუფი: სამხრეთ სუდანი, სერბეთი, ჩინეთი, პუერტო-რიკო
C ჯგუფი: აშშ, იორდანია, საბერძნეთი, ახალი ზელანდია
D ჯგუფი: ეგვიპტე, მექსიკა, მონტენეგრო, ლიეტუვა
E
ჯგუფი: გერმანია, ფინეთი, ავსტრალია, იაპონია
G ჯგუფი: ირანი, ესპანეთი, კოტ დ'ივუარი, ბრაზილია
H ჯგუფი: კანადა, ლატვია, ლიბანი, საფრანგეთი

A, B, C და D ჯგუფებს ფილიპინები უმასპინძლებს, E და F ჯგუფებს იაპონია, ხოლო G და H ჯგუფებს – ინდონეზია.

მსოფლიოს ჩემპიონატი სტარტს 25 აგვისტოს აიღებს და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო შემდეგ ეტაპზე გავა, ხოლო რომლებიც ჯგუფურ ბარიერს ვერ დასძლევენ, ბრძოლას მეჩვიდმეტე-ოცდამეთორმეტე ადგილებისთვის გააგრძელებენ.

მკითხველის კომენტარები / 35 /
ვენესუელა ნამდვილად სუსუტია და კაბო ვერდეს მგონი ყავთ ვიღაც ერთი ორი NBA-ში თუ სწორად მახსოვს. გასვლისთვის ბრძოლა შეიძლება.
G.LA
29 აპრილი 2023 17:43
9
ვენესუელამ მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი არგენტინა ჩატოვა შესარჩევში :) რო იცოდე
შაკო
29 აპრილი 2023 18:17
1
ამ ნაკრების მაქსიმუმი იყო მსოფლიო ჩემპინარტზე სამარცხვინოდ გასვლა
ირაკლი
29 აპრილი 2023 20:38
88
შენ მგონი იმისიც გრცხვენია რომ ქართველი ხარ, თუ ხარ კიდე საკითხავია
ირაკლის
29 აპრილი 2023 22:36
2
ეს არ არის ჩემპიონატზე სამარცხვინოდ გასული ნაკრების მაქსიმუმი
ბს
29 აპრილი 2023 22:53
10
ყველა გამოხმაურება
ცინცო არ დამიტოვოთ, ცინცო. ამ "შედევრის" გარეშე ვერ წარმომიდგენია ნაკრები
დინამოელი
30 აპრილი 2023 00:01
22
უეთესები ვინ გყავს, იქნებ ჩამოთვალო.
ზურა
01 მაისი 2023 13:35
0
თემურიმ ძალიან კარგი ჩამონათვალი მოგვცა იმ მოთამაშეების, რომლებსაც რეალურად შეუძლიათ ნაკრების გაძლიერება. ყოველშემთხვევაში მარტო პირსახოცის ქნევით არ დაკმაყოფილდებიან.
ჰოდა მე კიდევ 2 კაცს დავამატებდი: ოთარ ბულიავას, რომელიც მართლაც შთამბეჭდავად ირჯება შიდა ჩემპიონატში და ვილი ისიანს.
მართალია ეს უკანასკნელი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში არ თამაშობს, მაგრამ სამიანების სროლა ეხერხება და თამაშს არ გააფუჭებდა. ყოველშემთხვევაში სატესტო თამაშებში მაინც უნდა გამოვცადოთ.
ალექსანდრე ფევაძე რომ უნდა იყოს ეს ერთნიშნველოვანია.
მაკფადენს რაც შეეხება დაგვიბერდა და ძალიან არასტაბილური გახდა.

მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან მასზე და მთავარ მწვრთნელზე გადაწყვეტილების მიღება.

თუმცა ამ უსაქმური, მუქთამჭამელი ფედერაციის ხელში, მეტი არაა ჩემი მტერი რაიმე ცვლილებები მოხდეს.
დათო
30 აპრილი 2023 14:02
2
უკაცრავად, მაგრამ ახლოსაც არ ხართ რეალურ შეფასებებთან. ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეებზეც ძალზე ზედაპირული ხედვა გაქვთ. სხვა თემებზე ხომ საერთოდ.
დათო-ს
01 მაისი 2023 13:34
0
სანიკიძე და მარკოიშვილი რომ დავაბრუნოთ ნაკრებში? არ გამოვა ვითომ ეგ ამბავი? ბარე ორს აჯობებს.
გია პაპა
30 აპრილი 2023 11:32
2
დიდი შანსი აქვთ. BLM ასპოსორებს.
გოგი
29 აპრილი 2023 17:49
4
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პროგრამა მაქსიმუმს, დასახულ გეგმას, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას უკვე მიაღწია, რაც ისტორიული შედეგია. რა თქმა უნდა, ამ წარმატებაში ლომის წილი მთავარ მწვრთნელს, ილიას ზუროსს აქვს. თუ ვინმეს რაიმე პერსპექტივა აქვს, ყველას სანსს აძლევს და ათამაშებს. რა თქმა უნდა, მოკლე სკამი პრობლემაა, მაგრამ, რაც არის, ეგ არის. გუნდში 3 ქულიანების მსროლელის დეფიციტია, არც არავინ ჩანს. თუ ჩემპიონატისთვის ყველა მოთამაშე ოპტიმალურ ფორმაში იქნება, კაბო-ვერდეს, და ძალიან ძლიერი ვენესუელის დამარცხების შესაძლებლობა არსებობს.
კოტე
01 მაისი 2023 13:16
0
მწვრთნელი უნდა შეიცვალოს და მოიყვანონ ისეთი, აქ გატარებს დიდ დროს დაესწრება შიდა ჩემპიონატის თამაშებს, დარწმუნებული ვარ აწყობს კარგ გუნდს,მაკფადენიც არა უკვე გამოსაძახებელი, ვერ ესვრის ძველებურად, სამიანების გარეშე ვერავის ვერ მოვუგებთ.
გოგა
30 აპრილი 2023 15:57
1
ეროვნული ნაკრების მწვრთნელი 10 დღეა საქართველოშია და პლეი-ოფის მატჩებს ესწრება. მას ჰყავს თანაშემწეები, ვინც ინფორმაციას მუდმივად აწვდის. ზუროსი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და იმ რესურსით, რაც გააჩნია, სუპერ საუკეთესო შედეგს მიაღწია. ნაკრები ევროპის საუკეთესო 12 გუნდში მოხვდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა. ანუ, პროგრამა მაქსიმუმი მიღწეულია. რაც შეეხება მაკფადენს. მისი შემცვლელის მონახვა ძალზე რთულია, რადგან უფრო მაღალი დონის მოთამაშეს, რომელიც ევროპაშია და სხვა ქვეყნის ნაკრებში არ ირიცხება, საქართველოს მოქალაქეობის მიღება და ნაკრებში თამაში დიდად არ ხიბლავს. სამქულიანების შესრულებას ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვერავის ასწავლი, ეგ შეუძლებელია. მსოფლიოზე ჯგუფიდან გასვლა ძალიან რთულია, მაგრამ შანსი მაინც არსებობს. სლოვენია უკონკურენტოა, ვენესუელა რეიტინგით ბევრად მაღლა, 20 საფეხურით წინ არის.
გოგა-ს
01 მაისი 2023 13:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული