ილიას ზუროსმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს. პირველ ეტაპზე ერთკვირიანი შესარჩევი ვარჯიშები გაიმართება თბილისში, რომლის შედეგად ის 16 მოთამაშე შეირჩევა, რომლებითაც ჩვენი ნაკრები იტალიის ქალაქ ტრევიზოში, გენერალურ შეკრებაზე გაემგზავრება.

თბილისში დაგეგმილი შეკრებისთვის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა 34 კალათბურთელი გამოიძახეს. სიაში ყველა ის კალათბურთელია, რომლებიც ნაკრების ჭრილში პერსპექტიული არიან და შესაძლოა, ეროვნული გუნდი გააძლიერონ.

გაფართოებულ სიაში არ არის 4 კალათბურთელი, რომლებიც ეროვნულ გუნდს იტალიაში, გენერალურ შეკრებაზე შეუერთდებიან. ესენი არიან ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, ნატურალიზებული წევრი თად მაკფადენი
და ამერიკაში მყოფი სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე.

ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულნი არიან, თუმცა შეკრებაზე არ იქნებიან ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მოთამაშე საბა გიგიბერია და ალექსი მერკვილაძე. თბილისში ჩამოსულმა გიგიბერიამ ტრავმა მიიღო, ხოლო მერკვილაძეს თავისი კოლეჯი არ აძლევს უფლებას, სავარჯიშოდ ეროვნულ ნაკრებში რომ გამოცხადდეს.

5-დან 12 ივლისამდე ვარჯიშები დიღმის არენაზე გაიმართება, რომლებსაც ძირითადად სასელექციო სახე ექნება და მას ეროვნული ნაკრების სტაჟიანი მოთამაშეები თავისუფალი გრაფიკით, ფორმის აღსადგენად დაესწრებიან.

საქართველოს ნაკრების გენერალური შეკრება ტრევიზოში, 21 ივლისს დაიწყება, სადაც ჩვენი გუნდი 10 დღეს ინტენსიურად ივარჯიშებს. იტალიაში ნაკრები 16 კალათბურთელით იქნება, საიდანაც საბოლოოდ ის 12 მოთამაშე შეირჩევა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე, იაპონიაში გასამგზავრებელ შემადგენლობაში მოხვდებიან.

საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობას შემუშავებული აქვს მოსამზადებელი გეგმა, რომელიც 7 ამხანაგურ მატჩს მოიცავს. იტალიაში, კემპის დასრულების შემდეგ ილიას ზუროსის გაწვრთნილი ნაკრები პირველ მატჩს ტრევიზოშივე, ეგვიპტის ეროვნულ გუნდთან გამართავს, რის შემდეგაც ლიეტვუვაში, შემდეგ კი ლატვიაში გაემგზავრება და ამ ქვეყნების ნაკრებებთან შესაბამისად – 1-ელ და 5 აგვისტოს ითამაშებს.

12-13 აგვისტოს თბილისში საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი გაიმართება, რომელშიც საქართველოსთან ერთად მონტენეგრო, იორდანია და ირანი ითამაშებენ. 12-ში - ნახევარფინალები: საქართველო-იორდანია და მონტენეგრო-ირანი გაიმართება, ხოლო 13 აგვისტოს - ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის. ტურნირის დასრულებიდან მეორე დღეს საქართველო ირანთან დახურული ტიპის სპარინგ-მატჩს გამართავს, რომელსაც მაყურებლები არ დაესწრებიან და ტელევიზიითაც არ გადაიცემა.

17 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 კალათბურთელით იაპონიის კუნძულ ონიკავაზე გაემგზავრება.

Sportall.Ge

GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 14 /
ლონდარიძე რატომ არ არის? მაგის გარეშე სად მიდიან? მაგან მოაგებინა შესარჩევი.
გია პაპა
20 ივლისი 2023 17:46
0
ეე პროფესორებო :) ყველა საკითხის მცოდნეებო. რას ელოდით ? ლებრონს, ჰარდენს? რასელს თუ ვის? ვინც გვყავს უველა გამოიძახა კაცმა და მინც გამოჩხრიკეთ ვიღაცეები:) სახლში სკამიდან ადგომა გეზარებათ მაგრამ კრიტიკაში მაგრები ვართ ქართველები.
თქვენ რა არგეთ ქვეყანას?
გიორგი
06 ივლისი 2023 02:43
6
უსუსური ნაკრები საერთოდ არაფრის გამკეთებლები.ზუროსს რატო არ ანთავისუფლებთ საერთოდ.ლექსო ლაფანაშვილი დანიშნეთ ჩემპიონი გახადა გუნდი სადაც ზემოთ ჩამოთვლილი კალათბურთელების უმეტესობა სუპერლიგაში თამაშობს.
აბდულა
05 ივლისი 2023 19:33
8
მთავარია რომ ბურჯანაძე განაცხადშია, კინაღამ გამისკდა გული
ირაკლი
04 ივლისი 2023 17:04
2
ვერ გავიგე, სადაა ბითაძე, თორნიკე, მამუ?
Geo
04 ივლისი 2023 16:37
8
რთული სეზონი ქონდათ და ისვენებენ
ლაშა
04 ივლისი 2023 20:42
3
ბეჟანიშვილთან დაკავშირებით რა ხდება.
გია
04 ივლისი 2023 14:46
0
ამათიც აღარ მჯერავს დაგვაწყვიტეს ნერვები ფეხბურთი გინდა თუ კალათბურთი
Giga
04 ივლისი 2023 14:44
9
მსოფლიოზე გავიდნენ ისტორიაში პირველად, მგონი დროა დაიჯერო :)
Giga-ს
04 ივლისი 2023 16:01
1
იქნებ დაგეწერათ რამე ინფორმაცია იმ ამერიკელზე რა ისმის რეალის მოთამაშე რომაა. გადაწყდა ნაკრებში მის თამაში თუ ჯერ პროცესი არ დამთავრებულა? თუ არ გავძლიერდებით ტყული ნერევების შლა იქნება იქაც.
G.LA
04 ივლისი 2023 13:08
2
ახლა ამათმა უნდა დაგვაწყვიტონ ნერვები!!!!მაგრამ ესენი ევროპაზე და მსოფლიოზე მაინც გავიდნენ,აი ფეხბურთელები კი ერთ წრეზე ტრიალებენ!!
სანდრო
04 ივლისი 2023 12:25
3
ასაკობრივი ნაკრებები როგორ კომპლექტდება , ვინც ჩახედულია კარგად იცის და აქაც არავის არ უნდა გაუკვირდეს . თუმცა გაფართოვებულ შემადგენლობაშიც არ დაუძახო თავაქარაშვილს , ძალიან დიდი უნამუსობაა თქვენი მხრიდან , თუმცა რა უნდა მოგთხოვოთ კაცმა , როცა არც არასოდეს გაგაჩნდათ ღირსება და ნამუსი . თქვენი მდგომარეობა მხოლოდ სტატუსია და მაგის გამო კარგად ვიცი როგორი დაუნდობლებიც ხართ . დავიჯერო საკუთარ თავს ერთხელ მაინც არ უყურებთ სარკეში და იქიდან ვინ შემოგცქერით არ დაფიქრებულხართ არასოდეს ?! მაგრამ როგორც დოჩანაშვილი იტყოდა , ისევ ის ბითური ხარ რაც ხინკლის ჭამამდე იყავიო , მასეა სწორედ თქვენი საქმე .
ATP 16
04 ივლისი 2023 12:18
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული