ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრები კაუნასში მსუბუქად ავარჯიშა

AutoSharing Option
ლიეტუვასთან გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები კაუნასში დარჩა და "ჟალგირისის" მცირე დარბაზში ივარჯიშა. ილიას ზუროსმა, მანუჩარ მარკოიშვილმა და ანატოლი ბოისამ კალათბურთელების ნაწილი დაასვენეს. ის მოთამაშეები, რომლებსაც ლიეტუვასთან მატჩში მოედანზე სხვებზე მეტი დროით ყოფნა მოუწიათ, მხოლოდ მოთელვებით და სროლებით შემოიფარგლნენ.

გიორგი შერმადინი, თორნიკე შენგელია და სანდრო მამუკელაშვილი მოედნის ერთ მხარეს იყვნენ და ძირითადად ფარში სროლით იყვნენ დაკავებული, დანარჩენები კი მოედნის ნახევარზე ილიას ზუროსის მეთვალყურეობით კომბინაციებს ათამაშებდნენ. მთლიანობაში, არც დანარჩენები დატვირთულან, რადგან ლიეტუვასთან რთული თამაშის შემდეგ კალათბურთელებს ძალების აღდგენა
მართებთ.

არ უვარჯიშია გოგა ბითაძეს, რომელმაც ლიეტუვასთან მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა. ბითაძე მოედანზე ბიჭებთან ერთად იყო, თუმცა სავარჯიშო ფორმის გარეშე და მხოლოდ პერიოდულად ფარში ისროდა. ვარჯიშმა დაახლოებით 1 საათს გასტანა, რის შემდეგაც ნაკრები სასტუმროში დაბრუნდა და რიგაში გასამგზავრებლად სამზადისს შეუდგა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ლატვიის დედაქალაქში ავტობუსით 3 აგვისტოს, დილის 9 საათზე გაემგზავრება. რიგამდე გზის დაფარვას 3,5 საათი დასჭირდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
დაცვას მიხედე ხვედელიძე დაცვას.
G.LA
07:24 03-08-2023
0
რა გვეშველება შენგელია, შერმადინი რომ წავა ნაკრებიდან?!სამწუხაროდ გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებენ ბითაძე, მამუკეკაშვილი,ანდრონიკაშვილი!!ღმერთმა ქნას ვცდებოდე!!
ლადო
17:43 03-08-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული