57:82. საქართველოს ნაკრები რიგაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში სტუმრად ლატვიასთან 57:82 დამარცხდა.

ზუროსის გუნდს მცირე ტრავმის გამო ისევ ვერ დაეხმარა ბითაძე, ხოლო მასპინძლებს ოთხი წამყვანი კალათბურთელი აკლდათ - პორზინგისი, პასეჩნიკი, ტიმასი და ბერტანსი.

ჩვენმა გუნდმა თამაში კარგად დაიწყო და 7 ქულით დაწინაურდა, თუმცა მეტოქემ ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება შეძლო და პირველი მეოთხედი 19:20 დასრულდა. მეორე პერიოდი პირველის მსგავსად წარიმართა, საქართველოს ნაკრები 6 ქულით გავიდა წინ, ლატვიამ კი პირველი ტაიმი 6 ქულით მოიგო.

დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრების შეცდომებმა იმატა, მოწინააღმდეგე დომინირებდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრები
12-13 აგვისტოს თბილისში ჩასატარებელი ტურნირისთვის შეუდგება სამზადისს და ცხადია, ჩვენს გუნდს თამაშის გამოსწორება სჭირდება.

მკითხველის კომენტარები / 40 /
ვატყობ მსოფლიოზე 32 ადგილს არავის დავუთმობთ
ბნელი გრუზინი
16:23 06-08-2023
3
ზუროსმა ჩვენს ნაკრებში თავი უკვე ამოწურა, ახალს ვერაფერს გვძენს; დაცვა სუსტი, მოძრაობა ნელი, კომბინაციები ცოტა და უხარისხო ... მსოფლიოზე რომ გავედით, თორემ ის თამაშები და განსაკუთრებით ბოლო, ცუდი იყო ...
ნოე
13:46 06-08-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული