ზუროსის გუნდს მცირე ტრავმის გამო ისევ ვერ დაეხმარა ბითაძე, ხოლო მასპინძლებს ოთხი წამყვანი კალათბურთელი აკლდათ - პორზინგისი, პასეჩნიკი, ტიმასი და ბერტანსი.
ჩვენმა გუნდმა თამაში კარგად დაიწყო და 7 ქულით დაწინაურდა, თუმცა მეტოქემ ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება შეძლო და პირველი მეოთხედი 19:20 დასრულდა. მეორე პერიოდი პირველის მსგავსად წარიმართა, საქართველოს ნაკრები 6 ქულით გავიდა წინ, ლატვიამ კი პირველი ტაიმი 6 ქულით მოიგო.
დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრების შეცდომებმა იმატა, მოწინააღმდეგე დომინირებდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები 12-13 აგვისტოს თბილისში ჩასატარებელი ტურნირისთვის შეუდგება სამზადისს და ცხადია, ჩვენს გუნდს თამაშის გამოსწორება სჭირდება.