57:82. საქართველოს ნაკრები რიგაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში სტუმრად ლატვიასთან 57:82 დამარცხდა.

ზუროსის გუნდს მცირე ტრავმის გამო ისევ ვერ დაეხმარა ბითაძე, ხოლო მასპინძლებს ოთხი წამყვანი კალათბურთელი აკლდათ - პორზინგისი, პასეჩნიკი, ტიმასი და ბერტანსი.

ჩვენმა გუნდმა თამაში კარგად დაიწყო და 7 ქულით დაწინაურდა, თუმცა მეტოქემ ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება შეძლო და პირველი მეოთხედი 19:20 დასრულდა. მეორე პერიოდი პირველის მსგავსად წარიმართა, საქართველოს ნაკრები 6 ქულით გავიდა წინ, ლატვიამ კი პირველი ტაიმი 6 ქულით მოიგო.

დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრების შეცდომებმა იმატა, მოწინააღმდეგე დომინირებდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრები
12-13 აგვისტოს თბილისში ჩასატარებელი ტურნირისთვის შეუდგება სამზადისს და ცხადია, ჩვენს გუნდს თამაშის გამოსწორება სჭირდება.

მკითხველის კომენტარები / 40 /
ვატყობ მსოფლიოზე 32 ადგილს არავის დავუთმობთ
ბნელი გრუზინი
06 აგვისტო 2023 16:23
3
ზუროსმა ჩვენს ნაკრებში თავი უკვე ამოწურა, ახალს ვერაფერს გვძენს; დაცვა სუსტი, მოძრაობა ნელი, კომბინაციები ცოტა და უხარისხო ... მსოფლიოზე რომ გავედით, თორემ ის თამაშები და განსაკუთრებით ბოლო, ცუდი იყო ...
ნოე
06 აგვისტო 2023 13:46
1
და ამ გუნდის იმედზე ვართ მსოფლიო ჩემპიონატზე?! ნაკრებში ძალით შეტენილი არაფრისმაქნისი კალათბურთელები, სანიკიძის ფედერაციაც არაფრის მაქნისია.ამდენი ფული დაახურდავეს ვინ იცის სად.ერთი ნორმალური მწვრთნელი და ერთი ძლიერი უცხოელი გამთამაშებელი რა გახდა მარტლა ამათიც.....
კომენტატორი ხომ გვყავს იცოცხლე, შეგაზარებს კალათბურთის ყურებას!
KOSTAKURTA
06 აგვისტო 2023 13:32
1
უკანა ხაზი ნოლი, დაცვა ნოლი, შეტევაში გადასვლა ნოლი, დაცვაში გადმოსვლა ნოლი, ფიზიკურად ტლანქი მოუქნელი გუნდი - ამაშიც ნოლი, ბურთის ტყორცნის ტექნიკა ნოლი მთელი ნოლ ერთი, მონდომება მინუს უსასრულობა, და ჯუგარიც ასევე. სამწვრთნელო შტაბი უსუსური.. რაღა დარჩა? ფორმებია კარგი ...
simartle
06 აგვისტო 2023 12:34
0
დღეს დღეობით გვყავს ძლიერი კალათბურთელები ბითაძე და მამუ...ნათქვამია ბებრი ხარის რქაც ხნავსო...გვყავს ახალწვეულებიც რაც ძალიან კარგია....ამას ყველას ერთად გაერთიანება უნდა მაგრამ არაფერს აკეთებენ გაერთიანებისთვის.ფედერაციას ძინავს 100 მილიონით რომ მოვიდა სანიკიძე ერთი ნორმალური ევროპის მაღალი დონის მწვრთნელის მოყვანა შეიძლებოდა.ეს ზუროსი ვინ არის საერთოდ...გადააყენეთ ზუროსი და მოიყვანეთ ნორმალური.ზუროსი გაიტანეთ ვააა
აბდულაი
06 აგვისტო 2023 12:20
1
კი არ დამარცხდა, ამას ქვია განადგურდა. ძალიან მაინტერესებს რას ელით ამ რესურს ამოწურული მწვრთვნელისგან...?!
გუნდი რომელიც პროგრეს ვერ განიცდის...ვისი ბრალია?
გუნდი გადის მსფ.ჩემპიონატზე წაგებით, საკუთარ სახლში აგებს და ამ წაგებას ვზეიმობთ... რას ველით სხვას ზუროსისგან.... იღბალს..! მორჩა, სხვა არაფრის იმედი არ მაქვს მე პირადათ. იღბალი და გამართლება.
დავით
06 აგვისტო 2023 11:35
1
დიმა 25 წელია ვითომ კომენტატორია..აზზე არ არი არაფრის გეფიცებით ყველაფერს!!!
აქაური
06 აგვისტო 2023 11:04
1
და როდის იყო აზრზე?!
?
06 აგვისტო 2023 13:04
0
ვისთან ბიჭო ლატვიის მე-3 ნაკრებთან? 5 კაცი აკლდათ ლიდერები.ბითაძე არც ნბაში თამაშობს არც აქ..ერთი დიდი დინამიკი აქ მხარზე გადებული და დაათრევს სულ იმას
ჯორჯო ბიძია
06 აგვისტო 2023 11:03
1
ძალიან ნელი და არამობილური გუნდი გვყაავს, თითქოს, ეძინათო და ლოგინიდან ახლა წამოყარესო... ბალტიისპირელები ვერცხლისწყალივით არიან... ისეთი შტაბეჭდილება იქმნება თითქოს ახალგაზრდები ეთამაშებიან ვეტერანებსო... შეიძლება, ტყორცნები არ წაგივიდეეეს, მაგრააამ მოძრაობა ხომ უნდა შეგეძლოს? ტეხააავს.... ან რაის ირანი და იორდანიასთან ტურნირი? მაგათთან უნდა გაიზარდოოოო?
გიორგი-50
06 აგვისტო 2023 10:00
0
ძალიან ნელი და არამობილური გუნდი გვყაავს, თითქოს, ეძინათო და ლოგინიდან ახლა წამოყარესო... ბალტიისპირელები ვერცხლისწყალივით არიან... ისეთი შტაბეჭდილება იქმნება თითქოს ახალგაზრდები ეთამაშებიან ვეტერანებსო... შეიძლება, ტყორცნები არ წაგივიდეეეს, მაგრააამ მოძრაობა ხომ უნდა შეგეძლოს? ტეხააავს.... ან რაის ირანი და იორდანიასთან ტურნირი? მაგათთან უნდა გაიზარდოოოო?
გიორგი-50
06 აგვისტო 2023 09:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული