ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
გერმანიის ქალაქ მიუნხენში ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.

ჩვენი გუნდი G ჯგუფში სერბეთთან, ფინეთთან და დანიასთან ერთად იასპარეზებს.

გათამაშების ფორმატი და თამაშების ჩატარების თარიღები ცნობილია. როგორც აქამდე, საკვალიფიკაციო ციკლი 3 ფანჯარაზე გადანაწილდება.

პირველი ფანჯარა 2024 წლის 19-დან 27 თებერვლის ჩათვლით გაიმართება და მის ფარგლებში გუნდები 2-2 მატჩს ითამაშებენ. მე-2 ფანჯრის თამაშები 2024 წლის 18-26 ნოემბერს ჩატარდება, ხოლო ბოლო ფანჯარა 2025 წლის 17-25 თებერვალს გაიმართება.

24-დან 4 საგზური დაკავებულია. მათი მფლობელები ევრობასკეტ 2025-ის მასპინძლები –
კვიპროსი, ლატვია, ფინეთი და პოლონეთი არიან. ეს ნაკრებები საკვალიფიკაციო ტურნირში მაინც მონაწილეობენ, თუმცა ჯგუფებში, სადაც მოხვდებიან, რომელი ადგილიც გინდა დაიკავონ, ევრობასკეტზე მაინც ითამაშებენ.

გარდა იმ ჯგუფებისა, რომლებშიც ევრობასკეტ 2025-ის მასპინძლები იქნებიან, საგზურებს 3-3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს, კვიპროსის, ლატვიის, პოლონეთისა და ფინეთის ჯგუფებიდან კი - ამ გუნდებს დამატებული 2 საუკეთესო. მაგალითისთვის, თუკი, დავუშვათ, პოლონეთმა ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა, მასთან ერთად ევრობასკეტზე ჯგუფში პირველ და მე-3 ადგილებზე გასული გუნდები გავლენ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
იმის მაგივრად, რომ ჩვენი ჯგუფიდან ფინეთის მაგალითი მოიყვანოთ, პოლონეთიო.

ასე იცის უსულგულოდ წერამ და სხვისი სტატიების მოპარვამ.
ფინელი
15:34 08-08-2023
4
ფინეთი არ ითვლება ჯგუფში, დანიას უნდა მოუგოთ და ჯგუფიდან გავალთ. ძალიან რომ მოვინდომოთ არ გასვლა, მაინც უნდა გავიდეთ ჯგუფიდან.
G.LA
15:37 08-08-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული