ბითაძის 21 ქულა, მაკფადენის 6 სამიანი - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის საერთაშორისო თასის ფინალში საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო 84:79 დაამარცხა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია ბითაძე. მაყურებელმა თავიდანვე თვალსასეირო თამაში იხილა, კარგი იყო ბითაძე, რომელმაც ხუთი ქულა ჩააგდო, მათ შორის ერთი სამიანი. ასევე გამორჩეული გახლდნენ სანაძე და მამუკელაშვილი და პირველი მეოთხედი 26:16 დასრულდა. მეორე პერიოდში მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა საქართველოს ნაკრებმა 11-ქულიანი გაქცევით უპასუხა. აღსანიშნავია შენგელიას აქტიურობა და მაკფადენის ზუსტი ოთხი სამქულიანი. მონტენეგრომ ბოლოსკენ ანგარიში შეამცირა და პირველი ტაიმი 45:39 მოვიგეთ.

დიდი
შესვენების
შემდეგ საქართველოს ნაკრებმა რამდენიმეჯერ დაკარგა ბურთი, სლავები კი წინ გავიდნენ, რომელთა რიგებში ვუჩევიჩი გამოირჩეოდა, ბოლოს მაკფადენმა სამიანი ჩააგდო და დასკვნითი მეოთხედის წინ ტაბლოზე 58:60 დაფიქსირდა.

ბოლო მეოთხედიც ძალიან დაძაბული გამოვიდა, ბითაძის ძალისხმევით 7 ქულით დავწინაურდით, მაკფადენის მეექვსე სამიანმა უწია მიზანს, მონტენეგრომ შეხვედრის დასასრულს სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს ნაკრებს დარჩა.

21 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ბითაძე გახდა. მაკფადენმა 19 ჩააგდო, შენგელიამ 14, მამუკელაშვილმა და სანაძემ  10-10, შერმადინმა 7, ანდრონიკაშვილმა 3, ჯინჭარაძემ კი - 1. სტუმართა გუნდიდან 18 ქულა ივანოვიჩის ანგარიშზეა, ხოლო ვუჩევიჩმა 15 ქულა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ასეთი აგრესიული გოგა ჯერ არ მახსოვს, ამდენი სამქულიანებიც არ მახსოვს, მაღლებზე როტაციის ფუფუნება გვქონდა, დაცვასაც არა უშავდა და ამან თავისთავად შედეგი გამოიღო. წარმატებები საქართველოს!!!
მინდია
22:10 13-08-2023
0
თუ ცინცაძე თამაშობს, უკეთეს შემთხვევაში 4 ვეთამაშებით 5 მეტოქეს და უარეს შემთცვევაში - 4 - 6-ს. მარტივია გადახედონ გუნდის მაჩვენებლებს მასთან ერთად და მის გარეშე, მაგრამ ეტყობა ამის გარეშეც კარგად იციან, მაგრამ ძმაკაცობაში ვერ ელევიან. ძმაკაცებთან სათევზაოდ იარეთ, ბიჭო და მსოფლიოზე წაიყვანეთ სპორტსმენები. ვერც კი დარბის ტიპი.
vaaaah
21:29 13-08-2023
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული