სლოვენიამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე სლოვენიაა, რომლის მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდერ სეკულიჩმა 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. საწვრთნელ შეკრებაზე დარჩენილი იყო 14 კანდიდატი, რომელთაგან 2 ნატურალიზებული მოთამაშე იყო – მაიკ ტობი და ჯორდან მორგანი. მთავარი ინტრიგაც ის გახლდათ, თუ რომელ ამერიკელ მოთამაშეს აიყვანდა სეკულიჩი. არჩევანი გაკეთდა ტობიზე, რომელიც სლოვენიის ნაკრებში წინა ჯერზეც თამაშობდა და ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი გახლდათ.

გასულ ევრობასკეტზე საშუალოდ 24.6 წუთში 11.2 ქულა და 7.0 მოხსნა ჰქონ
და და ნაკრებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ. მორგანთან ერთად შემადგენლობიდან ალიაზ კუნციც ამოვარდა და სლოვენიის ნაკრებმა საბოლოოდ ასეთი სახე მიიღო:

ზიგა სამარი, ალეკსეი ნიკოლიჩი, კლემენ პრეპელიჩი, მაიკ ტობი, იაკა ბლაჟიჩი, გრეგორ ჰროვატი, ზიგა დიმეცი, ზორან დრაგიჩი, ბინე პრეპელიჩი, გრეგორ გლასი, იაკობ ჩებაშეკი, ლუკა დონჩიჩი.

შეგახსენებთ, რომ მოსამზადებელ ციკლში სლოვენიამ უკვე 6 მატჩი ჩაატარა, თუმცა მაინცდამაინც ვერ ბრწყინავდა, რაც შედეგებზეც აისახა: მხოლოდ 2 გამარჯვება და 4 მარცხი. სეკულიჩის შეგირდებმა ჩინეთსა (75:73) და მონტენეგროს (104:100) გაჭირვებით აჯობეს, სამაგიეროდ, 2-ჯერ წააგეს საბერძნეთთან (91:98, 77:88), თითოჯერ კი - ესპანეთთან (79:99) და აშშ-სთან (62:92).

სლოვენია, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე "დალასის" ვარსკვლავი ლუკა დონჩიჩი უკაპიტნებს, სწორედ დღეს მიემგზავრება იაპონიაში, სადაც 19 აგვისტოს ტოკიოს "არიაკე არენაზე" მასპინძლებთან დასკვნით საკონტროლო მატჩს ჩაატარებს.

სლოვენიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედ იასპარეზებს. მათ დებიუტი 2006 წელს იაპონიაში ჰქონდათ, 2010-ში თურქეთში ითამაშეს, 2014-ში კი – ესპანეთში. ახლანდელ განაცხადში მხოლოდ 4 კალათბურთელია, რომელთაც წინა მსოფლიო პირველობაზე უთამაშიათ: ალეკსეი ნიკოლიჩი, კლემენ პრეპელიჩი, იაკა ბლაჟიჩი და ზორან დრაგიჩი.

საქართველოსა და სლოვენიის საკალათბურთო ნაკრებები მსოფლიო პირველობაზე F ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ვენესუელა და კაბო-ვერდეც ითამაშებენ. ამ ჯგუფის მატჩები იაპონიის ქალაქ ოკინავაში შედგება. საქართველოსა და სლოვენიის მატჩი 28 აგვისტოსაა დანიშნული.

GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 11 /
აუუუ,ვინ შეაჩერებს ახლა დონჩიჩს??მარტო მოგვიგებს თამაშს!!!!
საბა
13:23 16-08-2023
8
რა წესია ასეთი შედარებები,არ მესმის.მაგრამ,თუკი მაინც ამ ხაზს გავყვებით,მაშინ შეედაროს მსოფლიოს რაგინდარა ქვეყნის მოქმედი სპორტსმენიდან რომელიმე ან ტიტულებით ან შედეგ-რეკორდებით ჩვენს სახელოვან ,სახელგანთქმულ,ამავდროულად უდიდეს პატრიოტ ახალგაზრდა კაცს - ლაშა ტალახაძეს!!!
მინდია
12:04 16-08-2023
2

სიახლეები პოპულარული