სლოვენიასთან მსაჯობასა და ვენესუელასთან მომავალ მატჩზე ზუროსმა და მამუკელაშვილმა ისაუბრეს

AutoSharing Option

. კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"

Sportall.Ge

სლოვენიისა და საქართველოს მატჩის დასრულების შემდეგ "ოკინავა არენის" შესაბამის დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ჩვენი ნაკრების მხრიდან მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი და ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი დაესწრნენ.

სანდრო მამუკელაშვილი – რთული თამაში გვქონდა, მესამე მეოთხედის ბოლომდე ვიბრძოლეთ, თუმცა მოწინააღმდეგე ზეწოლას და მარტივი სამქულიანების ჩაგდებას განაგრძობდა. სლოვენია ძალიან კარგი გუნდია, ფანტასტიკური ლიდერით. ვამაყობ ჩვენი ბიჭებით, იმით, თუ როგორ იბრძოლეს, როგორ ფიზიკურად ითამაშეს. დარწმუნებული ვარ, სახლში რომ დავბრუნდებით, ამ თამაშს დავივიწყებთ და ვენესუელაზე ვფოკუსირდებით,
მათ წინააღმდეგ პარკეტზე გავალთ და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.

ილიას ზუროსი – პირველ რიგში, ვულოცავ სლოვენიის ეროვნულ ნაკრებს, მათ დღეს ჩვენზე უკეთ ითამაშეს და თამაში მოიგეს. ჩვენ კი უნდა განვაგრძოთ და შემდეგ თამაშზე ვიფიქროთ, რადგან შანსი გვაქვს, საუკეთესო 16 გუნდში მოვხვდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი პირველი მსოფლიო ჩემპიონატია. ტრავმები უნდა მოვიშუშოთ, მძიმე თამაში იყო, ბევრი ჯარიმით და წინსვლა განვაგრძოთ.

განაპირობა თუ არა თამაშის შედეგი მატჩის მეორე მეოთხედში მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებებმა?

ილიას ზუროსი
– არ მინდა ამაზე საუბარი, რადგან ვფიქრობ, სათამაშო მომენტები სხვამ უნდა განსაჯოს. თუმცა შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ პირველ ნახევარში სლოვენიელებმა 26 საჯარიმო ესროლეს, ხოლო ჩვენ მხოლოდ 6. გადასამოწმებელია, რომ მსაჯებმა არასპორტული ერთ მხარეს მისცეს და მეორეს არა, ტექნიკური ერთმა გუნდმა მიიღო და მეორემ არა, 3-ქულიანზე ჯარიმა მხოლოდ ჩვენ მოგვცეს, მეტოქეს კი არა. მე ამ მომენტებზე არაფრის თქმა არ უნდა მიწევდეს. მსაჯების გადაწყვეტილებები ვინმემ უნდა შეაფასოს და გადაამოწმოს.

რა იმედებს ამყარებთ ვენესუელასთან მატჩზე?

ილიას ზუროსი
– უნდა მოვიგოთ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. უნდა გავიმარჯვოთ იმისთვის, რომ საუკეთესო 16 გუნდში მოვხვდეთ. ძალიან რთული მატჩი გვექნება ფიზიკურად ძლიერ გუნდთან. მიუხედავად იმისა, რომ მათ 2 თამაში დათმეს, ისინი ძალიან ძლიერები არიან, თუმცა, ამასთან, ჩვენც კარგი გუნდი ვართ. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი საუკეთესო თამაში ვერ ვაჩვენეთ, თუმცა ერთხელაც ხაზს გავუსვამ, რომ კონცენტრაცია სხვა გარკვეული მიზეზების გამო დავკარგეთ.

რამდენად კმაყოფილი ხართ სანდროს თამაშით, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავი იყო ბოლო 2 მატჩში?

ილიას ზუროსი
– ძალიან კმაყოფილი ვარ მისი თამაშით და გუნდთან ადაპტაციით. თუმცა, ამასთან, ვიტყვი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია. ინდივიდუალურად მასზე საუბრისას აღვნიშნავ, რომ მჯერა, მას წინ დიდი მომავალი ელოდება, შეუძლია დიდ წარმატებას მიაღწიოს; თავისთავად, უნდა გამოაწოროს თამაშის გარკვეული ასპექტები, თუმცა სანდრო ახალგაზრდაა და მწამს, რომ იგი ერთ-ერთი ტოპ-მოთამაშე გახდება არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში. ახლა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია. გუნდი იმარჯვებს და გუნდივე მარცხდება, ყველა მოთამაშე ერთად. შეიძლება ინდივიდუალურად ძალიან კარგი თამაში გვქონდეს, მაგრამ მატჩი დავთმოთ, ეს არავისთვისაა კარგი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. აქ სწორედ ამისთვის ჩამოვედით და იმედი მაქვს, ზეგ მზად ვიქნებით და ჩვენი გამარჯვებით კი ყველა ქართველს ვაამაყებთ.

- შენი და ლუკას დაპირისპირება, ნბა-ს 2 მოთამაშის შოუ ვიხილეთ! რა განასხვავებს ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებსა და NBA-ს ვარსკვლავებს, შეიძლება ეს იყოს მათი სათამაშო უნარ-ჩვევები?

სანდრო მამუკელაშვილი
– ლუკასთან დაპირისპირება დიდი შესაძლებლობაა, ამ ეტაპზე ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მსოფლიო ჩემპიონატზე მის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის პატივია. თუმცა, როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, ჩემი სამშობლოს ეროვნული ნაკრებისთვის თამაში ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. მე არა ჩემთვის, არამედ იმ ქვეყნისთვის ვთამაშობ, რომელიც მაისურზე მაწერია და იმ ხალხისთვის, რომელიც სახლიდან გვქომაგობს. ინდივიდუალურად, ლუკას წინააღმდეგ თამაში ისევ და ისევ მინდა; თუ მომიწევდა, ზედიზედ 10-ჯერ ვეთამაშებოდი, პარკეტზე გამოვიდოდი იმის დასამტკიცებლად, რომ კარგი მოთამაშე ვარ. თუმცა მგონია, რომ დღეს მან დაგვამარცხა. ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენს ნაკრებზე ვფიქრობ და ჯგუფიდან გასვლაზე ვართ კონცენტრირებულნი.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 21 /
კარგი თამაში იყო მ ფონზე, რომ თავიდანვე მხოლოდ ვენესუელასთან მატჩისათვის მზადების სტრატეგია შეირჩა და ძლიერ სლოვენიასთან ზედმეტ დატვირთვას აზრი არ ჰქონდა. ვინც მაგას ვერ ხვდება, ძნელია, რაიმე გააგებინო. ჰო, ისეთი "გულშემატკივრებიც" გვყავს, საპრიზო ადგილებს ითხოვენ:). უცნაურია. რეალურად შეაფასეთ.
ზურა
29 აგვისტო 2023 18:14
5
თორნიკე რა შუაშია და ამდენი კომენტარები...სლოვენიამ მაღალი და დაბალი ტემპი შემოგვთავაზა...დაცვა იყო ძაან აქტიური სლოვენიის მხრიდან.ზუროსზე არის საუბარი კერძოდ მომზადების გამო.
ზუროსი არის დასაჭერი რომ ხელფასს ტყუილად იღებს.გვაყაჩაღებს.ამაზეა უფრო მეტი სასაუბრო.საბერძნეთში ზუროსი გუნდი ლიგიდან გავარდა.
ყველას
29 აგვისტო 2023 17:30
6
საქართველოს ნაკრები შენგელიათი და მის გარეშე არის ორი აბსოლუტურად განსხვავებული გუნდი და თორნიკე შენგელია არის ერთადერთი ქართველი კალათბურთელი, რომელიც ნაკრებში უფრო მეტად იხარჯება, ვინემ-კლუბში...
ვოოტ
29 აგვისტო 2023 14:18
3
ზუროს წადი და სანიკიძეც თან გაიყოლე!!!!
გიორგი
29 აგვისტო 2023 13:48
1
აი როგორი გუნდი გვყავს იცით, არც ის გამიკვირდება ვენესუელასთან, რომ წააგო ან კიდე მერე რამე ძლიერ გუნდს რომ მოუგონ(უფრო წაგებაა სავარაუდო ისე), ძაან დაულაგებელი გუნდი გვყავს, მართლა მეგონა ევრობასკეტის მერე რამეს მაინც შევცვლიდით, მაგრამ გავაგრძელეთ იგივე სქემით, არადა ეგ უკვე ამოწურული ვარიანტია, პირველი ნომერი გვჭირდება საშუალო დონის მაინც
ზურა
29 აგვისტო 2023 13:39
5
თამაშს, რომ თავი დავანებოთ თოკოს ქცევაც არ მომეწონა სათადარიგოთა სკამზე ვიღაცაა ააყირავა და ა.შ, არაა ეგ კაპიტნის ქცევა, ვის არ წაუგია საფრანგეთი სულაც ჯგუფში ჩარჩა მარა ნორმალურად მიიღეს წაგება.
ტტტ
29 აგვისტო 2023 12:14
7
მეც არ მომეწონა რა საქციელი იყო საერთოდ??შენ ვერ თამაშობ სხვისი რა ბრალია?!
გიორგი
29 აგვისტო 2023 17:12
5
მეც არ მომეწონა რა საქციელი იყო საერთოდ??შენ ვერ თამაშობ სხვისი რა ბრალია?!
გიორგი
29 აგვისტო 2023 16:37
5
არც ჩემი ნათესავია და არც ჩემი მეგობრის მეგობარი... მაგრამ შენგელიას შეეშვით ვინც კალათბურთის აზრზე არ ხართ.

კი, ვერ ითამაშა გუშინ; მეტიც, ცუდად ითამაშა და არი იყო მისი საუკეთესო დღე. არავინ დაობს მაგაზე. კრიტიკაც უნდა იყოს. მაგრამ რამხელაა მისი დამსახურება სხვა თამაშებში(და არა მარტო მისი) და თუნდაც იმაში, რომ დღეს პირველად მსოფლიოზე ვართ და მერვედფინალში გასვლის შესაძლებლობას ვინარჩუნებთ მაშინ როცა საფრანგეთი უკვე გავარდნილია. რა არის ეს ხალხის "მიწასთან გასწორება"?! ეგ არაა კრიტიკა.

ქართვლებს გვჩვევია. საუბედუროდ უმადურობა ერთ-ერთი ჩვენი დიდი ჭირია.

ვისაც როგორც უნდა ისე გაიგოს!
შენგელიას შეეშვით
29 აგვისტო 2023 12:07
10
ზურო გასაშვებია
rembo
29 აგვისტო 2023 11:47
5
სამქულიანებში რომ თითქმის ყველა გუნდს ჩამოვრჩებით ეს თავდაპირველადაც ცხადი იყო, მაგრამ სამწამიან ზონაში ჩვენი უსუსური თამაში მხოლოდ მწვრთნელის უუნარობაზე მეტყველებს,ნუთუ ზუროსს არ უნახავს ტენერიფეს არცერთი თამაში? თუ როგორ ათამაშებენ ე.წ. "პიკენროლს" ოერტესი და შერმადინი? შნგელია სხვა თემაა,ყველა შეტევას მუხლებმოღუნული და ხელებმაღლააპყრობილი ამთავრებს, სადაც უდიდეს შემთხვევაში ბურთი უკვე დაკარული აქვს და თუ კიდევ მის ხელშია წონასწორობა დაკარგული გაუაზრებლად ესვრის ფარის მიმართულებით და არა ფარში. ამ დროს სად არის მწვრთნელი? არ ჩანს დალაგებული კომბინაციები და ყოველი შეტევა რაღაც ინდივიდუალურ იმპროვიზაციაზეა აგებული. რვა წელი რომ მწვრთნელი ხარ გუნდს შენი ხელწერა და სტილი უნდა ჰქონდეს,თამაშის მსვლელობაში უნდა შეგეძლოს კორექტივების შეტანა და მართვა, მხოლოდ შეწუხებული სახით ხელების ქნევა ვერანაირად წაადგება გუნდს.
რიგითი გულშემატკივარი
29 აგვისტო 2023 11:26
2
უერტასი მოიყვანე ჩვენს ნაკრებში და მხოლოდ შერმადინი კი არა,თორნიკე,გოგა და მამუკელაშვილიც იფრენენ,პიკენროლებზე.გამთამაშებელი არ გყავს,ნორმალური და მაღლებს,სხვა რა დარჩენიათ,ინდივიდუალური გარღვევების გარდა?!
სოსო
29 აგვისტო 2023 14:36
1
ბითაძე, მამუკელაშვილი, ჯინჭარაძე, ცინცაძე, მაკფადენი.

შენგელიას სისწრაფე აქვს დაკარგული და სათადარიგო უნდა იყოს, შერმადინს ნახტომი მგონი საერთოდ არ აქვს და ფარს მუდამ აგებს და მხოლოდ დროებით უნდა გამოვიყენოთ, ანდრონიკაშვილი ამ ჩემპიონატზე არ არის ფორმაში და მხოლოდ ზარალია გუნდის,
სანაძე ასევე ცვლილებებზე სათადარიგო სკამიდან,
სხვების თამაში ფაქტიურად არ გვინახავს და ვერაფერს ვიტყვი.
ქორ-პარიკმახერი
29 აგვისტო 2023 10:57
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული