როგორია შანსები - ვენესუელასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა "გიმნაზიუმ არენაზე" ივარჯიშა

AutoSharing Option
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მატჩი ელის. ხვალ, 30 აგვისტოს, ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი ეროვნული გუნდი ვენესუელის ნაკრებს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე გავა. წარმატების შემთხვევაში, საქართველო შესაძლებელი 6 ქულიდან 5-ს მოაგროვებს და მეორე ჯგუფურ ეტაპზე 2 გამარჯვებას გაიყოლებს. მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს 3 მოგების მქონე გერმანია და ჩვენსავით 2 მოგების მქონე ავსტრალია დახვდება, რომლებთან ორთაბრძოლაშიც კიდევ უფრო შორს – მანილაში წასვლისა და მეოთხედფინალში თამაშის შანსი ექნება.

Sportall.Ge

ჯგუფში ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ დიდი შანსია, საქართველო ვენესუელასთან მარცხის შემთხვევაშიც გავიდეს ჯგუფიდან, თუმცა ასეთ შემთხვევაში მეორე ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 1 (კაბო ვერდესთან) გამარჯვება გაჰყვება და მეოთხედფინალში გასვლის ჭრილში, ფაქტობრივად, უშანსო იქნება. ამიტომ, ვენესუელასთან მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და საქართველოს ნაკრები გასამარჯვებლად ყველაფერს გააკეთებს.

ჩვენმა ნაკრებმა დღეს ოკინავას "გიმნაზიუმ არენაზე" ივარჯიშა. ანატოლი ბოისამ და მანუჩარ მარკოიშვილმა ილიას ზუროსთან ერთად ჩვენი გუნდის წევრები კონკრეტულ კომბინაციებზე ავარჯიშეს. რამდენიმე მოთამაშემ დაისვენა – სლოვენიასთან ხისტი თამაშის შემდეგ მწვრთნელებმა გუნდის კაპიტანს აქტიური ვარჯიშისგან თავის შეკავება ურჩიეს. ძირითადი დრო ფარში სროლებს დაეთმო, ჩვენმა ბიჭებმა პრინციპული მატჩის წინ მიზანი გაისწორეს.

საქართველოსა და ვენესუელის მატჩი იაპონიის ქალაქ ოკინავას არენაზე 17:00 საათზე (თბილისის დროით 12:00) დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი ტელევიზიის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 18 /
ბიჭებო!!!ესპანეთის თამაშებს უყურეთ,ვილი ერნანგომესი ჩაგიტარებთ მასტერკლასს, როგორ უნდა მოხსნად ფარიდან ბურთი!!!
ანი
01:02 30-08-2023
5
გახსოვდეთ ვენესუელა არის ის ქვეყანა რომელმაც აღიარა აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად. ზედმეტი მოტივაცია. მტრული ქვეყანაა. დედა უნდა ვუტიროთ მაგრა.
Rezo
09:19 30-08-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული