როგორია შანსები - ვენესუელასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა "გიმნაზიუმ არენაზე" ივარჯიშა

AutoSharing Option
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მატჩი ელის. ხვალ, 30 აგვისტოს, ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი ეროვნული გუნდი ვენესუელის ნაკრებს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე გავა. წარმატების შემთხვევაში, საქართველო შესაძლებელი 6 ქულიდან 5-ს მოაგროვებს და მეორე ჯგუფურ ეტაპზე 2 გამარჯვებას გაიყოლებს. მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს 3 მოგების მქონე გერმანია და ჩვენსავით 2 მოგების მქონე ავსტრალია დახვდება, რომლებთან ორთაბრძოლაშიც კიდევ უფრო შორს – მანილაში წასვლისა და მეოთხედფინალში თამაშის შანსი ექნება.

Sportall.Ge

ჯგუფში ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ დიდი შანსია, საქართველო ვენესუელასთან მარცხის შემთხვევაშიც გავიდეს ჯგუფიდან, თუმცა ასეთ შემთხვევაში მეორე ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 1 (კაბო ვერდესთან) გამარჯვება გაჰყვება და მეოთხედფინალში გასვლის ჭრილში, ფაქტობრივად, უშანსო იქნება. ამიტომ, ვენესუელასთან მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და საქართველოს ნაკრები გასამარჯვებლად ყველაფერს გააკეთებს.

ჩვენმა ნაკრებმა დღეს ოკინავას "გიმნაზიუმ არენაზე" ივარჯიშა. ანატოლი ბოისამ და მანუჩარ მარკოიშვილმა ილიას ზუროსთან ერთად ჩვენი გუნდის წევრები კონკრეტულ კომბინაციებზე ავარჯიშეს. რამდენიმე მოთამაშემ დაისვენა – სლოვენიასთან ხისტი თამაშის შემდეგ მწვრთნელებმა გუნდის კაპიტანს აქტიური ვარჯიშისგან თავის შეკავება ურჩიეს. ძირითადი დრო ფარში სროლებს დაეთმო, ჩვენმა ბიჭებმა პრინციპული მატჩის წინ მიზანი გაისწორეს.

საქართველოსა და ვენესუელის მატჩი იაპონიის ქალაქ ოკინავას არენაზე 17:00 საათზე (თბილისის დროით 12:00) დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი ტელევიზიის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 18 /
მარტო აფხაზეთის აღიარებისათვის უნდა გავიგდოთ ეს ნაბოზვრები. ახლა სპორს და პოლიტიკას ნუ ავურევთო ერთმანეთშიო, არ მითხრათ. გავარტყი ამათ ყველა ასპექტში
იღბალო
30 აგვისტო 2023 11:33
0
ვენესუელასთან წესით უნდა მოვიგოთ. ზედმეტად რომ არ დავიძაბოთ რა თქმა უნდა მოგება მნიშველოვანია. თუმცა, ჯგუფიდან გავიდეთ და მნიშვნელობა არა აქვს როგორი შედეგით გავალთ. დონჩიჩმა ჩვენთან თავი იმიტომ არ მოიკლა, რომ ახლა კაბო ვერდესთან უქულოდ დარჩეს და ჯგუფში 2 მოგებით გადავიდეს. წარმატება ბიჭებს. გამარჯვება საქართველოს.
G.LA
30 აგვისტო 2023 10:26
1
კრისტიანო რონალდომ მხოლოდ და მხოლოდ ვარჯიშებით გააუმჯობესა სიმაღლეზე ახტომა, არსებობს ამის ვარჯიშები იუთუბი სავსეა, როცა 2 მეტრზე მაღალი ხარ რა გიშლის ხელს რატომ არ გინდა რომ რაც შეიძლება გააუმჯობესო მაღლა ახტომა ივარჯიშო. ენტონი დევისი თითქმის ყოველ თამაშში აგროვებს 20 მოხსნას თორემ სიმაღლით არაა ყველაზე მაღალი ცენტრი მაგრამ ძალიან მაღლა ხტება ძალიან დიდ დრო უთმობს ფეხის კუნტების განვითარებას
გოგა
30 აგვისტო 2023 09:45
0
რომ ვაკვირდები ფარზე ბურთის მოხსნას მარტო სიმაღლე არ ყოფნის თორემ იცოცხლე კი გვყავს მაღლები, მარა რად გინდა... ?! სიმაღლის გარდა მოხსნას ჭირდება მოძრაობა, ნახტომი, სისხარტე, პოზიციის შერჩევა და ამ პოზიციისთვის ბრძოლა, ჟინი და მონდომება! (თუ ვცდები შემისწორეთ) მოკლედ გაანძრიეთ რა ერთი ადგილი და ჩა..მული ბავშვებივით ნუ დგახართ სამწამიანში!
Bs
30 აგვისტო 2023 09:20
2
გახსოვდეთ ვენესუელა არის ის ქვეყანა რომელმაც აღიარა აფხაზეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად. ზედმეტი მოტივაცია. მტრული ქვეყანაა. დედა უნდა ვუტიროთ მაგრა.
Rezo
30 აგვისტო 2023 09:19
0
პრინციპში თითქოს დიდი მნიშვნელობა არა აქვს მოვიგებთ თუ წავაგეთთ(15 ქულააზე ნაკლები სხვაობით) იმიტომ რომ შემდეგ ჯგუფში 1 მოგება აუცილებლად გვჭირდება ავსტრალიასთან და მეორე ადგილით გავალთ მეოთხედფიმალში მაგრამ მეორე მხდივ სად 1 მოგებით გასვლა და სად 2 ! 2 მოგებით თუ გავალთ იქ უკვე პირველი ადგილით გასვლა და მეოთხედფინალში შედარებით სუსტ გუნდთან შეხვედრის შანსი გვექნება ასე რომ არავითარი წაგება (მითუმეტეს აშკარა ჭ კლასის ვენესუელასთან) თუ გვინდა რომ რაც შეიძლება წინ წავიწიოთ ოღონდ ეს ყველაფერი მოხდება თუ პირველ რიგში სამწამიანში თამაშს გამოვასწორებთ ძალიან სუსტები ვართ ჯერჯერობით როგორვ საკუთარ ასეცე მეტოქის სამწამიანში
zura222
30 აგვისტო 2023 09:11
0
ჯინჭარაძე შეიტანს გადამწყვეტ გარდატეხას.
გენა
30 აგვისტო 2023 08:47
0
რამ გაგაბოროტად ხალხო რაგჭირთ რაც შეუძლიათ აკეთებენ დღეს რომ მოიგონ ხვალ დაიწყებთ ქება დიდებას რომ მორჩება ჩემპიონატი მერე აკრიტიკეთ
თაზო
30 აგვისტო 2023 08:27
0
დიდი ალბათობით ვერ გავალთ, ამიტომ უნდა გამოვიდეთ ყველანი პარლამენტთან გავაპროტესტოთ და ზუროსის გადადგომა მოვითხოვოთ
ირაკლი
30 აგვისტო 2023 08:25
3
გუნდს სჭირდება ლიდერი! ჩვენ ნაკრებს ნორმალური ლიდერი არც ჰყოლია მგონი რაც თავი მახსოვს. არც ფაჩულიაა ლიდერი და მით უმეტეს არც დაუღვინებელი შენგელია. იმ 1-2 სეზონში რაც ნბა-ში გაატარა, კი უნდა ესწავლა მაგ ბიჭს რა არის ლიდერი, მაგრამ მგონი გონებაც ვერ უჭრის დიდად.
odala
30 აგვისტო 2023 08:11
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული