საქართველოს ნაკრებმა ვენესუელა დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ვენესუელა 70:59 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული არ შეცვალა - ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია და შერმადინი.

პირველ მეოთხედში სამხრეთამერიკელებმა თორნიკე შენგელია ვერა და ვერ გააჩერეს, ჩვენი ნაკრების კაპიტანმა საწყის 10-წუთეულში თავი 12 ქულით გამოიჩინა. საბოლოოდ, ტაიმი 24:19 მოვიგეთ.

მეორე მეოთხედში საქართველოს ნაკრები ვენესუელას დიდი უპირატესობით გაექცა, სათადარიგოები კვლავ მშვენივრად გაისარჯნენ და ჩვენც 42:23 ვიმარჯვეთ.

მესამე მეოთხედში გიორგი შერმადინის ნაცვლად ბერძენმა სპეციალისტმა გოგა ბითაძე გამოიყვანა და
მესამე ათწუთეულშიც პირველი ორი ქულა თავად მოიპოვა. ზოგადად, ბევრი ტექნიკური წუნი იყო, თორნიკე კი კვლავ ვერ გააჩერეს და საკუთარ მონაგარს 11 ქულა დაამატა.

მეოთხე მეოთხედში დაჭერილი უპირატესობა აღარ გაგვინიავებია და საქართველომ ჯგუფში მეორე გამარჯვება იზეიმა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი თორნიკე შენგელია გახლდათ, რომელმაც თავი 25 ქულით, 3 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

გოგა ბითაძემ 11 ქულა, 11 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2-იც დაფარება მიითვალა.

მომდევნო ეტაპზე საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებ გუნდებს ავსტრალია და გერმანია შეუერთდებიან. საქართველო ავსტრალიასა და გერმანიას შეხვდება, ოთხეულის ორი საუკეთესო გუნდი 1/4-ფინალში გავა.

მკითხველის კომენტარები / 50 /
ხო ხო ხო
კლავიატურაზე კაია კაკუნი
მსოფლიოზე 16 ეულში ვართ
რაღა გინდათ ხალხო, ისიამოვნეთ.
ახლა ვნახოთ კიდევ დანარჩენი
თენგო
30 აგვისტო 2023 17:26
12
ვენესუელას და კაბო ვერდეს ვჯობივართ - იგევია მაგ 16 გუნდში ყოფნა და თუ მხოლოდ ეს არის საამაყო ... წინ დაჯექით.
???
30 აგვისტო 2023 18:07
15
გუშინ დავწერე აქ- დაცვაში აგრესიული თამაში- ფარზე დომინირება და მოვიგებთ- ქვა(?!), მაგრააამ, ბიჭებო სროლა გამოასწორეთ,სროლა,ფარზე შესვლისას ნუ ჩქარობთ,და 3-ებს მოუმზადებელი ნუ ესვროთ,+ 1- თს რომ გაუფუჭდება,მე- 2-ე იმწამსვე-მალევე 3-ნს ნუ ესვრით, 2-ნით ფსიქიკა გაიმტკიცეთ და მერე ეცადეთ,ხშირად 3-5 წუთი ისე გადის-ბურთს ვერ ვაჰდებთ და ამას რომელი გრანდი არ გამოიყენებს- გაგვექცევა(?!)

მეტად მშვიდად ისროლეთ, თან მაშინ,როცა ფართან ჩვენი ცენტრები ახლოს დგანან,
შერმადინი ვერ გავიგე- რა სჭირს,საერთოდ მოშლილი არის(?!)

მიღებული ბურთებიღ- ლიტვას და შეიძლება ესპანეთს ქონდეთ ჩვენზე ნაკლები, ე.ი. დაცვაში ძალიან კარგად ვართ, მაგრამ სკოლები გაასწორეთ, სროლები, მეტად მშვიდად და...
გლახუნა
30 აგვისტო 2023 17:07
1
რამ შეგსზიზღათ ეს ქვეყანა ასე რამ გაგაბიროტად მსოფლიოს 16 ქვეყანაში მოვხვდით ეს პატარა ქვეყანა
Soso
30 აგვისტო 2023 16:57
13
ზუროსი ზუროსი კარგით რა კაცმა გუნდი გაიყვანა მსოფლიოზე.
თემური
30 აგვისტო 2023 16:54
3
შერმადინი ელექტროშოკით რო დამუხტონ არ შეიძლება?

ჯინჭარაძე...ჯინჭარ მიდი ჯიგარი ხარ!

ნუ შენგელიაზე რომ დატიტრეს მისი ეფექტი და ბანანამ არ დააკომენტარა...ყველაფერზე ლაპარაკობ რაც არაა ხოლმე საჭირო და ამაზე ჩაიგუბე ხო ბორჯომი პირში?

დანარჩენი რავი...მამუ ოქ..

თედო ისეთი მასტია რთულ თამაშებს უფრო თამაშობს..

ნუ სანაძემ ხაზს ფეხი ისევ დააბიჯა და იმედები არ გამიცრუა..რომელიმე ბუქინგ კანტორა არ იღებს ფსონებს მაგის ფეხის დაბიჯებაზე? კიდის ხაზს მგონი სანაძის ხაზი ეწოდება მალე





გივი
30 აგვისტო 2023 16:14
2
რა გჭირთ ხალხნო? მსოფლიოზე ვართ და საუკეთესო 16 გუნდში გავედით. ღმერთმა ქნას ყველა გუნდურ სპორტში ესეთი წარმატებულები ვიყოთ. ბიჭებიგამოდიან და ყველაფერს დებენ მოედანზე თქვენ კიდე კლავიატურაზე კაკუნის მეტი რა გაგიკეთებიათ საკუთარ თავს დაუსვჯთ კითხვა!
ბათუ
30 აგვისტო 2023 15:49
6
odala-ას შეცდომით დავეთანხმე, აბსოლუტურად საწინააღმდეგო აზი მაქვს! მადლობა ჩვენს ბიჭებს დღევანდელი დღისთვის!!!
გიორგი - 11
30 აგვისტო 2023 15:41
2
სუპერმაგარია.გილოცავთ იმედია კიდევ გავიმარჯვებთ. გაიგიჟეთ თავი !!!
მმმ
30 აგვისტო 2023 15:29
0
წარმატებები ბიჭებს!

პ.ს. ჭინჭარაძეს როგორც იქნა მოუძებნეს გასაღები, ნაკრების ფსიქოლოგმა დააჯერა რომ სლოვენია თსუ იყო, ხოლო ვენესუელა ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი.
ავსტრალია და გერმანიაც ეგენია კახუშ, მიდი გადაუარე!
amberგ
30 აგვისტო 2023 15:22
1
ჩასაფრებული არ ვარ, პირიქით, მაგრამ სხვა ვერცერთი ჯგუფიდან ვერ გავიდოდით, რა კალათბურთელებიც გვყავს ყველა ნბა ევროლიგაა და ერთად თამაშობენ უსუსტესად, ერთი მეოთხედი რომ ყოფილიყო კიდე უეჭველი წააგებდნენ.
A
30 აგვისტო 2023 15:15
36
ბებიას, რომ ყ..ბი ქონოდა ბაბუა იქნებოდაო. სიხარულის და გამარჯვების შერგება არ შეიგიძლიათ ხო?
ჯონდო
30 აგვისტო 2023 15:51
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული