- კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ვენესუელა 70:59 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული არ შეცვალა - ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია და შერმადინი.
პირველ მეოთხედში სამხრეთამერიკელებმა თორნიკე შენგელია ვერა და ვერ გააჩერეს, ჩვენი ნაკრების კაპიტანმა საწყის 10-წუთეულში თავი 12 ქულით გამოიჩინა. საბოლოოდ, ტაიმი 24:19 მოვიგეთ.
მეორე მეოთხედში საქართველოს ნაკრები ვენესუელას დიდი უპირატესობით გაექცა, სათადარიგოები კვლავ მშვენივრად გაისარჯნენ და ჩვენც 42:23 ვიმარჯვეთ.
მესამე მეოთხედში გიორგი შერმადინის ნაცვლად ბერძენმა სპეციალისტმა გოგა ბითაძე გამოიყვანა და მესამე ათწუთეულშიც პირველი ორი ქულა თავად მოიპოვა. ზოგადად, ბევრი ტექნიკური წუნი იყო, თორნიკე კი კვლავ ვერ გააჩერეს და საკუთარ მონაგარს 11 ქულა დაამატა.
მეოთხე მეოთხედში დაჭერილი უპირატესობა აღარ გაგვინიავებია და საქართველომ ჯგუფში მეორე გამარჯვება იზეიმა.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი თორნიკე შენგელია გახლდათ, რომელმაც თავი 25 ქულით, 3 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
გოგა ბითაძემ 11 ქულა, 11 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2-იც დაფარება მიითვალა.
მომდევნო ეტაპზე საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებ გუნდებს ავსტრალია და გერმანია შეუერთდებიან. საქართველო ავსტრალიასა და გერმანიას შეხვდება, ოთხეულის ორი საუკეთესო გუნდი 1/4-ფინალში გავა.
კლავიატურაზე კაია კაკუნი
მსოფლიოზე 16 ეულში ვართ
რაღა გინდათ ხალხო, ისიამოვნეთ.
ახლა ვნახოთ კიდევ დანარჩენი
მეტად მშვიდად ისროლეთ, თან მაშინ,როცა ფართან ჩვენი ცენტრები ახლოს დგანან,
შერმადინი ვერ გავიგე- რა სჭირს,საერთოდ მოშლილი არის(?!)
მიღებული ბურთებიღ- ლიტვას და შეიძლება ესპანეთს ქონდეთ ჩვენზე ნაკლები, ე.ი. დაცვაში ძალიან კარგად ვართ, მაგრამ სკოლები გაასწორეთ, სროლები, მეტად მშვიდად და...
ჯინჭარაძე...ჯინჭარ მიდი ჯიგარი ხარ!
ნუ შენგელიაზე რომ დატიტრეს მისი ეფექტი და ბანანამ არ დააკომენტარა...ყველაფერზე ლაპარაკობ რაც არაა ხოლმე საჭირო და ამაზე ჩაიგუბე ხო ბორჯომი პირში?
დანარჩენი რავი...მამუ ოქ..
თედო ისეთი მასტია რთულ თამაშებს უფრო თამაშობს..
ნუ სანაძემ ხაზს ფეხი ისევ დააბიჯა და იმედები არ გამიცრუა..რომელიმე ბუქინგ კანტორა არ იღებს ფსონებს მაგის ფეხის დაბიჯებაზე? კიდის ხაზს მგონი სანაძის ხაზი ეწოდება მალე
პ.ს. ჭინჭარაძეს როგორც იქნა მოუძებნეს გასაღები, ნაკრების ფსიქოლოგმა დააჯერა რომ სლოვენია თსუ იყო, ხოლო ვენესუელა ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი.
ავსტრალია და გერმანიაც ეგენია კახუშ, მიდი გადაუარე!