საქართველოს ნაკრებმა ვენესუელა დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ვენესუელა 70:59 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული არ შეცვალა - ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია და შერმადინი.

პირველ მეოთხედში სამხრეთამერიკელებმა თორნიკე შენგელია ვერა და ვერ გააჩერეს, ჩვენი ნაკრების კაპიტანმა საწყის 10-წუთეულში თავი 12 ქულით გამოიჩინა. საბოლოოდ, ტაიმი 24:19 მოვიგეთ.

მეორე მეოთხედში საქართველოს ნაკრები ვენესუელას დიდი უპირატესობით გაექცა, სათადარიგოები კვლავ მშვენივრად გაისარჯნენ და ჩვენც 42:23 ვიმარჯვეთ.

მესამე მეოთხედში გიორგი შერმადინის ნაცვლად ბერძენმა სპეციალისტმა გოგა ბითაძე გამოიყვანა და
მესამე ათწუთეულშიც პირველი ორი ქულა თავად მოიპოვა. ზოგადად, ბევრი ტექნიკური წუნი იყო, თორნიკე კი კვლავ ვერ გააჩერეს და საკუთარ მონაგარს 11 ქულა დაამატა.

მეოთხე მეოთხედში დაჭერილი უპირატესობა აღარ გაგვინიავებია და საქართველომ ჯგუფში მეორე გამარჯვება იზეიმა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი თორნიკე შენგელია გახლდათ, რომელმაც თავი 25 ქულით, 3 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

გოგა ბითაძემ 11 ქულა, 11 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2-იც დაფარება მიითვალა.

მომდევნო ეტაპზე საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებ გუნდებს ავსტრალია და გერმანია შეუერთდებიან. საქართველო ავსტრალიასა და გერმანიას შეხვდება, ოთხეულის ორი საუკეთესო გუნდი 1/4-ფინალში გავა.

მკითხველის კომენტარები / 50 /
რა გჭირთ ხალხნო? მსოფლიოზე ვართ და საუკეთესო 16 გუნდში გავედით. ღმერთმა ქნას ყველა გუნდურ სპორტში ესეთი წარმატებულები ვიყოთ. ბიჭებიგამოდიან და ყველაფერს დებენ მოედანზე თქვენ კიდე კლავიატურაზე კაკუნის მეტი რა გაგიკეთებიათ საკუთარ თავს დაუსვჯთ კითხვა!
ბათუ
15:49 30-08-2023
6
გილოცავთ ყველას! მადლობა ბიჭებს.
ძალიან მაგარია მსოფლიოს ჯგუფიდან გასვლა. მსრთალია ევრობასკეტზე სუსტი ჯგუფებია მთლიანობაში, მაგრამ ეს ის მაქსიმუმია რაც დღეს ჩვენ შევძელით. ავსტრალია, გერმანია მედლების პრეტრნდენტებად ითვლებიან და მე პირადად სიტყვაც არ დამცდება აუგი რა შედეგიც იქნება. ბიჭებმა უბრალოდ ახლა უნდა მოიხსნან ყველანაირი ტვირთი და კალათბურთით ისიამოვნონ. მე პირადად უკვე ნასიამოვნებული და გახარებული ვარ. მადლობა ბიჭებს. დიდება საქართველოს. ❤️
G.LA
14:45 30-08-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული