დონჩიჩის 19 ქულა - სლოვენიამ კაბო ვერდესაც სძლია

AutoSharing Option
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატზე, F ჯგუფის ბოლო ტურში, სლოვენიის ნაკრებმა კაბო ვერდე 92:77 დაამარცხა.

კაბო ვერდემ კარგა ხანი მედგარი წინააღმდეგობა გაუწია სლოვენიას, პირველი ტაიმი 7 ქულით დათმო, დიდი შესვენების შემდეგ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მერე ევროპელები დომინირებდნენ და გაიმარჯვეს კიდეც.

19 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ლუკა დონჩიჩი იყო, რომელმაც 7 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. მის თანაგუნდელ კლემენ პრეპელიჩის ანგარიშზე 18 ქულაა. კაბოვერდელმა ბენიტო გომეშმა 17 ქულა ჩააგდო.

სლოვენიამ ჯგუფში სამივე მატჩი მოიგო, პირველ ადგილზე გავიდა და
მომდევნო ეტაპზე, K ჯგუფში, გერმანიასთან, ავსტრალიასთან და საქართველოსთან მოხვდა, თუმცა ჩვენს გუნდს აღარ შეხვდება. მეოთხედფინალის საგზურს ორი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული