ილიას ზუროსი: ესაა ქართული სული და გული

AutoSharing Option
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან ერთად გადავიდა მეორე ჯგუფურ ეტაპზე, სადაც მეტოქეებად გერმანია და ავსტრალია ეყოლება. ყველა გუნდს მეორე ეტაპზე გადაჰყვება ჯგუფში დაგროვებული ქულები და თავისი ჯგუფის წარმომადგენელს არ ეთამაშება. შესაბამისად, საქართველო კიდევ 2 მატჩს გამართავს და ეცდება, 4 გუნდიდან 2 საუკეთესოში მოხვდეს და მეოთხედფინალში გავიდეს. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი 1-ელ სექტემბერს გერმანიას, ხოლო 3-ში ავსტრალიას შეხვდება.

ვენესუელასთან მოგებული მატჩის (70:59) შემდეგ ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ილიას ზუროსმა განაცხადა, რომ მისმა კალათბურთელებმა ეს წარმატება დაიმსახურეს, ესაა
ქართული სული და გული, საუკეთესო 16 ნაკრებს შორის მოხვდნენ, ყველას ულოცავს გამარჯვებას და მომდევნო ეტაპზე მაქსიმუმის გაკეთებას დაგვპირდა.

"ისტორია დავწერეთ და ბედნიერები ვართ. ეს წარმოუდგენელია და გამარჯვება საქართველოს ეკუთვნის. ყველა შეხვედრა ჩვენთვის ფინალივითაა. თამაშიდან თამაშამდე მივიწევთ წინ. გამოცდილ გუნდებს ვუპირისპირდებით, მეტოქეებს NBA-ს ბევრი კალათბურთელი ჰყავთ, თუმცა საუკეთესო შედეგისთვის ვიბრძოლებთ", - დასძინა ზუროსმა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ასე ვერ ვიტყვით
სუსტ გუნდთან სხვა თამაშია
ძლიერებთან სხვა მობილიზება ექნებათ
ვნახოთ
თენგო
30 აგვისტო 2023 19:08
2
ჰო მართალია, ათი წელია მობილიზაცია აკლია სანაძეს, რომ სროლა ისწავლოს))
თენგო-ს
31 აგვისტო 2023 12:29
0
მარტო მობილიზება ვერ გიშველის, თუ მასზე ძლიარი არა ხარ.
გულშემატკივარი
31 აგვისტო 2023 07:03
0
ჯგიფშოც გაგვიმართლა, რო ძან სუსტი ორი ნაკრები ოყო, თორემ ნებისმიერი საშვალო გუნდიც ჩაგვტოვებდა ჯგიფში
გოგა
30 აგვისტო 2023 18:50
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული