ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ავსტრალიასთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა: “უპირველესად, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ყველამ უნდა გააცნობიეროს, თუ რამხელა შედეგს მიაღწია ნაკრებმა. ისტორიულია, რომ გუნდმა მონაწილეობა მიიღო პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე და მოახერხა 16 საუკეთესო ნაკრებში მოხვედრა. ეს თავისთავად იძლევა შესაძლებლობას, საქართველოს ნაკრებმა მონაწილეობა მიიღოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში. ასე რომ, 2 გამარჯვებითა და ჯგუფიდან გასვლით ჩვენ ორივე მხრივ შევქმენით ისტორია.

რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, ჩვენ ვეთამაშებით ერთ-ერთ ძალიან ძლიერ ნაკრებს, რომელიც მიეკუთვნება მსოფლიოს ტოპ-გუნდების რიცხვს. მათ ჰყავთ ნბა-ს
9 მოთამაშე და თამაშობენ ძალიან სწრაფად და ათლეტურად. როგორც ყოველთვის, ჩვენი მიზანია ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ. მე მესმის, რომ ხანდახან, წაგების შემდეგ მოთამაშეთა განწყობა ფუჭდება, თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.

ტრავმირებულები გვყავს. თორნიკე შენგელიას წინა თამაშში მოედანზე გასვლაც არ შეეძლო, თუმცა ძალიან მოინდომა, ექიმებიც ძალიან დაეხმარნენ და მაინც ითამაშა, თუმცა ისევ დაშავდა. ჩვენ შევხედავთ, რა ვითარება იქნება, თუმცა ჩანს, რომ საქმე საკმაოდ რთულადაა. ასევე ტრავმირებულია მიხეილ ბერიშვილი, დუდა სანაძე, რომლებსაც ფეხის პრობლემები აქვთ. ისიც გამაყუჩებლით თამაშობდა და ექიმები ახლა მას დიაგნოსტიკას უტარებენ. ერთი სიტყვით, ხვალ გამოჩნდება, თუ ვინ შეძლებს მოედანზე გასვლას.

ნებისმიერ შემთხვევაში, მე გახარებული და კმაყოფილი ვარ იმით, რასაც ჩვენმა გუნდმა მიაღწია და ასე უნდა იყოს ყველა ჩვენი ქომაგი. გავიმეორებ, რომ როგორც ყოველთვის, ავსტრალიასთან მატჩშიც მაქსიმუმს ვეცდებით. კიდევ ერთ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ კალათბურთში არის მოგებები, არის წაგებები… ამ მოთამაშეებმა დიდი ხნის განმავლობაში დიდი მონდომება გამოავლინეს. ჩვენ ვცდილობდით ჩვენს მაქსიმუმს, მაგრამ ხანდახან პატარა დეტალები, თითოეული აცილებული ბურთი, ან მეტოქის მიერ ჩაგდებული ხდება გადამწყვეტი. 20 სამქულიანი ჩააგდო გერმანიამ, რაც იშვიათობაა. ჩვენ წავაგეთ ერთი მატჩი, ეს არ არის მსოფლიოს დასასრული და ჩვენ ძალიან გახარებულები ვართ იმით, რასაც მივაღწიეთ”.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 28 /
გვაშაყირებს ეს ჩემისა. რა შედეგზეა საუბარი გუნდმა ერთი ხეირიანი თამაში ვერ ჩაატარა. ვის მოვუგეთ? ვის და რის ხარჯზე გავედით? ვენესუელას? იქ კალათბურთს თუ თამაშობდენ არც ვიცოდი. მოა\შორეთ ნაკრებს ზუროსი და მაკფადენი.
ჟორა
02 სექტემბერი 2023 19:59
16
დიახ შედეგიბნამდვილად ისტორიულია.ავსტრალიაც,გერმანიაც და სლოვენიაც ამ დროისთვის მსოფლიოს გრანდები არიან და ყველას უნდა გვცოდნოდა რომ საქართველოს მათთან არანაირი შანსი არ ექნებოდა.გუნდში სამიანის მსროლელი კაცი არ გვყავს(არც გვყოლია არასდროს)რა სლოვენიიის და გერმანიის დამარცხება გვინდა.ბოლოს როდის ითამაშა ქართულმა კლუბმა ევროთასებზე ვინმეა გახსოვთ???ასეთ სიტუაციაში რასაც ამ ნაკრებმა მიაღწიქ გმირობაა.
Master
02 სექტემბერი 2023 18:21
11
ეს კაცი წასვლას არ აპირებს?
დიმა
02 სექტემბერი 2023 18:59
7
ოლიმპიადა არა სპარტაკიდა კიდევ..წადი ზურია აწი ოლიმპოზე...ღმერთები გელოდებიან...ჩვენ დაგვანებე აწი თავიი..კი გევიკლოვთ რა ვქნათ და რაფერ
ბუჯანგა
02 სექტემბერი 2023 19:57
9
შენგელია და სანაძე თუ ტრამვირებულები იყვნენ, რაღატომ ათამაშა მწვრთნელმა? რომ გაიყვანა მოედანზე მაინც და ხედავდა, რომ თამაშის რითმს აგდებდნენ და ბურთს ხშირად კარგავდნენ, უნდა დაესვა. თუ ავსტრალიასთან აღარ გვეყოლებიან, ნახავთ, რომ უფრო გამართული თამაში წავა. დაიმახსოვრეთ ჩემი კომენტარი და დისლაიკების ავტორებს ვთხოვ, თამაშის მერე გაიხსენონ ჩემი კომენტარი.
ბესო შიოშვილი
02 სექტემბერი 2023 19:14
5
დავიმახსოვრე და ახლა (თამაშის შემდეგ) გეუბნები - კალათბურთის გაგებაში არ ხარ
ბესო შიოშვილი-ს
03 სექტემბერი 2023 18:34
0
ამ გუნდით ამაზე უკეთესი შედეგი ვერ გვექნებოდა მართალია ეს კაცი
Jnj
02 სექტემბერი 2023 21:07
8
მერე მაგას ამბობს ეს კაცი? არ ამბობს მაგას ყელყელაობს და თავი მოაქვს მაგრად ვითამაშეთო, თორემ ამ გუნდით მეტი არ ეგვეძლოო, რომ ეთქვა ვინ ოხერი ამოიღებსდა ხმას.
ტტტ
02 სექტემბერი 2023 23:45
2
აუფ დუდა სანაძეს ტრამვა აქვსო:))) და რა მნიშვნელობა აქვს მაგისთვის მოედანზე ისეირნებს თუ სკამს გახეხავს? კარგი რა ზურუსს შენც ხო იცი სკამზე როა დასასმელი????
:)))
02 სექტემბერი 2023 19:40
2
ძალიან კარგი შედეგია, მაგრამ სპორტი იმით არის საოცრება რომ საოცრებები ხდება - ასეთი განწყობით დიდ შედეგებს ვერ მიაღწევენ!!!!
irakli
02 სექტემბერი 2023 19:12
1
იმედია შენს გარეშე ჩავატარებთ შესარჩევი.არაფრის გაკეთებული და მაქნისო.წადი წადი წადი წადი წადი წადი წადი წადი წადი წადი წადი წადი წადი წადი წადი წადი
ზუროსი
03 სექტემბერი 2023 00:41
14
რაა ბუჯო ისტორიული შედეგი ამ ჯგუფიდან მარტო სუპერ ლიგის ხალხი რომ წაგვეყვანა ეგენიც გავიდოდა 16 საუკეთესოში,
ილია
02 სექტემბერი 2023 22:55
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული