ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

AutoSharing Option
შვეიცარიაში დღეს გამართულმა წილისყრამ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის 4 საგზურისთვის მებრძოლი 24 ნაკრები ჯგუფებში გაანაწილა. გათამაშების ფორმატის თანახმად, 24 გუნდი 4 ქვეყანაში – საბერძნეთში, ესპანეთში, ლატვიასა და პუერტო-რიკოში განაწილდა. თითოეულ ქვეყანაში თავი 6-6 ნაკრებმა მოიყარა, რომლებიც თავის მხრივ, 2 ჯგუფში (თითოეულში 3 ნაკრები) განაწილდა. თითო ქვეყნის 6-გუნდიანი მინი-ტურნირის გამარჯვებული (ჯამში 4 ნაკრები) მიიღებს ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის საგზურს.

საქართველომ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში ასპარეზობის უფლება მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლით მოიპოვა. საქართველო მოხვდა იმ 16 გუნდს შორის, რომლებმაც ოლიმპიადის საგზურის კვოტებით
მიღების შემდეგ ყველაზე მაღალი ადგილი დაიკავეს. საქართველო მოხვდა ლატვიის დედაქალაქ რიგის ტურნირში, სადაც A ჯგუფში მეტოქეებად მასპინძელი ლატვია და ფილიპინები ეყოლება. B ჯგუფში მოხვდნენ ბრაზილია, კამერუნი და მონტენეგრო.

რიგა, ლატვია
A ჯგუფი – საქართველო, ფილიპინები, ლატვია
B ჯგუფი – ბრაზილია, კამერუნი, მონტენეგრო

გათამაშების ფორმატი ასეთია: ჯგუფებში გუნდები ერთმანეთს თითოჯერ შეხვდებიან. ანუ საქართველო ეთამაშება ლატვიასა და ფილიპინებს და თუ პირველ ან მეორე ადგილს დაიკავებს, ნახევარფინალში გავა, სადაც იმავე ქვეყანაში ჩატარებული მეორე B ჯგუფიდან გასულ ნაკრებს შეხვდება. ნახევარფინალში მოგებული გუნდები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან და გამარჯვებული ოლიმპიადის საგზურს მიიღებს. შესაბამისად – თითო ქვეყანაში თითო საგზური გათამაშდება.

ოლიმპიადის საკვალიფიკაციოს 3 დანარჩენი ტურნირი შემდეგ ქვეყნებში, ამ შემადგენლობით ჩატარდება:

ვალენსია, ესპანეთი
A ჯგუფი – ლიბანი, ანგოლა, ესპანეთი
B ჯგუფი – ფინეთი, პოლონეთი, ბაჰრეინი

პირეოსი, საბერძნეთი


A ჯგუფი – სლოვენია, ახალი ზელანდია, ხორვატია
B ჯგუფი – ეგვიპტე, საბერძნეთი, დომინიკის რესპუბლიკა

სან-ხუანი, პუერტო-რიკო

A ჯგუფი – მექსიკა, კოტ დ’ივუარი, ლიეტუვა
B ჯგუფი – იტალია, პუერტო-რიკო, ბაჰრეინი

ოლიმპიადაზე უკვე გასულია 8 ნაკრები: საფრანგეთი (მასპინძელი), გერმანია, სერბეთი (მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის 2 საუკეთესო ევროპული ქვეყანა), აშშ, კანადა (მსოფლიოზე 2 საუკეთესო ამერიკის ქვეყანა), ავსტრალია (ავსტრალია/ოკეანია), იაპონია (აზია) და სამხრეთი სუდანი (აფრიკა). ამ 8-ს დაემატება საკვალიფიკაციო მინი-ტურნირების 4 გამარჯვებული და საოლიმპიადო ტურნირის 12 მონაწილეც დაკომპლექტდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 18 /
ძველი გუნდი, რომ გვყავდეს ზაზა, მანუ, ვიკა ნუ დღევანდელ ლიდერებთან ერთად მაგარი შანსი გვექნებოდა, მარა ახლა რა ვთქვა, გამთამაშებელი 1-2 არ გვყავს, მსროლელი არ გვყავს, მარტო მაღლებით ვერაფერს ვიზამთ.
ეეე
28 ნოემბერი 2023 19:38
0
ლატვია და ბრაზილია არიან ფავორიტები. მერე მოვდივართ ჩვენ და მონტენეგრო. თუ ამერიკიდან არ გამოუშვეს ბიჭები და ნორმალური ლეგიონერი არ ვნახეთ, შანსი 0-ია.(მწვრთნელი ვინ იქნება ეგეც საკითხავია). მოკლედ გასვლის შანსი მიზერულია, თუ რეალისტები ვიქნებით.
დიმა
28 ნოემბერი 2023 13:48
0
რაც მე წავედი ნაკრებიდან დავტოვე ბევრი პრობლემები და გუნდი არ განვითარდა.თუ უნდათ რომ წარმატებას მიაღწიონ უნდა შეიცვალოს ფესვებიდანვე მიდგომა და დამოკიდებულება.კალათბურთი ახალ დონეზეა და ვითარდება აქ კი 80 იანი წლების მიდგომით მოძრაობენ.
წარმატების მისაღწევათ ახალი ხედვა არის საჭირო ვისაც აქვს უნარი ნაკრები მოარგოს თანამედროვე კალათბურთს და ქონდეს ხედვა 10 წლის წინ...
ზუროსი
28 ნოემბერი 2023 11:58
1
ილო პაპავ, რა კარგად გისწავლია ქართული!
გია პაპა
28 ნოემბერი 2023 19:52
1
არ ვიცი რისი იმედი გაქვთ?!!!რა ოლიმპიადა?!აპ ტჰრომც გავიდნენ რა??რაგბისტების ბედს გაიზიარებენ!ფეხბურთი რაგბი კალათბურთი მაფიოზების ხელშია და იმიტომაც ვართ იქ სადაც ვართ!!!
გიორგი IV
28 ნოემბერი 2023 11:20
2
ბრაზილიელი ოსკარ შმიტი ახსოვს ვინმეს? არც ახლა ყავთ ნაკლები მოთამაშეები + ლატვია. უშანსოთ ვართ
benson
28 ნოემბერი 2023 10:44
5
ფავორიტი ბრაზილია, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება, იმედია ჩვენ მოვიგებთ ამ ტურნირს, წარმატებები ჩვენ ნაკრებს
გოგა
28 ნოემბერი 2023 09:02
3
სასტავი სერიოზულად რო ბჭობს შანსებზე) ვენესუელა არ გვყავს ჯგუფში?
გივი
28 ნოემბერი 2023 01:02
11
ეს ფედერაცია რომ ჭკვიანურად მუშაობდეს, მართლა მექნებოდა ოლიმპიადაზე გასვლის იმედი. წილისყრაში ნამდვილად გაგვიმართლა რადგან უარესი შეიძლებოდა. ერთი ძლიერი ლეგიონერი (მსროლელი გარდი) და ჭკვიანი მწვრთნელი რომ მოგვცა, მინიმუმ ფინალში გავალთ. თუმცა ასეთ შანსს გამოყენება უნდა, ხოლო სანიკიძის ფედერაციის არ მჯერა
magaria
27 ნოემბერი 2023 23:21
9
სანიკიძე მაყუთს იშოვის, სახელმწიფომ 50 წლით სახელმწიფო - ანუ ხალხი ქონება გადაეცა. რა კაციც არის ისეთივე ფედერაცია აქვს, ჩვენი ნაკრების წარმატება კალათბურთელების და ზუროსის დამსახურებაა, (ზუროსმა იმ ეტაპზე გააკეთა ნაკრების საქმე თუმც ჩავარნებიც ქონდა) ასე რომ სანიკიძე იგივეა რაც ფეხბურთის ფედერაციაში კობიაშვილი
იკა
28 ნოემბერი 2023 04:49
6
მწვრთნელი ამ ნაკრებს არ ყავს და ნატურალიზებული ამერიკელი,რა აზრი აქვს ვინ იქნებიან მეტოქეები?კალათბურთის ფედერაციას სძინავს ჯერ,აცადეთ ჩაიაროს ოლიმპიადამ და მერე ალბათ დააბრუნებენ ზუროსს და მაკფადენს.არადა გრანდი არავინაა აქ,ნახევარფინალში თუ გავედით ბრაზილია ან მონტენეგრო შეგვხვდება,ის მონტენეგრო რომელიც არაერთხელ დაგვიმარცხებია ფინალში კი ალბათ ლატვია,რომელთანაც ნამდვილად შეიძლება ბრძოლა,მარა რად გინდა,არ ყავს პატრონი ნაკრებს...
Master
27 ნოემბერი 2023 22:58
14
მასტერ დაანებე კალათბურთის ყურებას თავი შენნაირი პესიმისტე და ინტრიგანი ხალხი გვაკლდა რა ლოგიკით უნდა დააბრინონ ზუროსი ან რას ქვინ ვინ იქნება მეტოქე
სიმართლე
28 ნოემბერი 2023 07:10
56
ლატვია არაა ხელწამოსაკრავი გუნდი, მსოფლიოზეც გამოჩნდა რომ ძალიან მაგარი შეთამაშებული ნაკრები ყავთ. პორზინგისის გარეშე რეები აკეთეს.
გია პაპა
27 ნოემბერი 2023 23:29
2
ლატვია, საქართველო, ბრაზილია, მონტენეგრო - ამ 4 -ს შორის გაირკვევა საგზურის მფლობელი.
შაკო
27 ნოემბერი 2023 22:53
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული